დიზაინერები ბოლო პერიოდში თხელი ფორმების მაგივრად უფრო მომრგვალებულ, სავსე ფორმებს ანიჭებენ უპირატესობას. გარდა იმისა, რომ ასეთი ავეჯი რბილია და მომენტალურად კომფორტის განცდას გვიქმნის, გაბერილი, მრგვალი ფორმებით საინტერესო ვიზუალის მიღებაც შეიძლება. ისეთი ავეჯის ბრენდი, როგორიც არის Minotti, დღესდღეობით უფრო მომრგვალებულ, ფუმფულა ავეჯს ანიჭებს უპირატესობას.
ორი ნაწილის შეერთებით შექმნილი რბილი სკამი, რომელიც უკრაინულმა დიზაინის ბრენდმა Faina-მ შექმნა, ინსპირაცია ქალური მრგვალი ფორმები იყო.
Orsetto 02 by Martin Massé for Studio Twenty Seven
ნიუ იორკის გალერეა Studio Twenty Seven გვთავაზობს დიზაინერ მარტინ მასეს ნამუშევარს, ყავის მაგიდას, რომელსაც ასევე მრგვალი ფორმები აქვს და ქვისგან არის გამოთლილი.
ჩინური ავეჯის მაღაზია Maisondada გვთავაზობს ფერად, რბილ სკამს, რომელიც სუმოს სპორტის ინსპირაციით შეიქმნა.
ამერიკელი დიზაინერი მიშა კანი თავის ნამუშევარს “ზღვის გოჭს” უწოდებს. ფუმფულა ტახტს მრგვალი ფორმები აქვს და ბევრ მკაფიო ფერს აერთიანებს.
Panda by Monica Förster for Modus
შვედმა დიზაინერმა მონიკა ფორსტერიმ ბრიტანული ავეჯის ბრენდისთვის შექმნა ავეჯის სერია, სახელწოდებით პანდა, რომლის ნაწილია ეს ფუმფულა დივანიც.
შვედური ავეჯის მაღაზია გვთავაზობს დიზაინის სტუდია TAF-ის ნამუშევარს, მომრგვალებულ დივანს, რომლის ინსპირაციაც ძველებური აბაზანის ავეჯია.
სტუდიამ ნიუ იორკში შექმნა ეს არარეალური ნამუშევარი, ის ნამდვილად სკამია, რომელიც მინის პანელით არის გაყოფილი.
ავტრიულმა სიზაინ სტუდიამ იმუშავა ხის ხელოსნებთან, რომ შეექმნა ხისგან ასეთი დამრგვალებული ფორმები სანათისთვის. ინსპირაცია პალეოლითური სკულპტურა ვილენდორფის ვენერაა.
Sundae Lounges by Jason Ju
სიდნეიში არსებულმა ინდუსტრიულმა დიზაინერმა ჯეისონ იუმ შექმნა ისეთი სკამის დიზაინი, რომლის ფორმაც დასაჯდომად გიწვევს.
ეს პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ვირტუალურად არსებობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მისი ფოტოები გავრცელდა, არგენტინელმა დიზაინერმა 20 000-მდე ქსოვილის ფურცელი გამოიყენა სკამის შესაქმნელად.