საკუთარი ეზო არის ის კომპონენტი, რომელიც სრულყოფილს ხდის სახლს. ეზოში დროის გატარება განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, როდესაც სამსახურის შემდეგ დაღლილი ბრუნდებით სახლში.
სტატიაში წარმოგიდგენთ 10 იდეას, თუ როგორ გაალამაზოთ თქვენი ეზოები და ბაღები, რაც ღია ცის ქვეშ მეტი დროის გატარების სურვილს გაგიჩენთ.
- ეზოს ფორმა
ფორმა თავიდნავე განსაზღრული იქნება თქვენი ნაკავეთის მიერ, არ არის აუცილებელი ოთხკუთა ფორმის ეზოს ქონა, შეგიძლიათ ცადოთ წრიული, ოვალური, სამკუთხა, რაც სიახლის შემომტანი იქნება თქვენს ცხოვრებაში. ამის განსახორციებლად შეგიძლიათ ბალახი ამოიყვანოთ წრიულ ფორაზე, ან მცენარეები დარგოთ ისე, რომ რაღაც კონკრეტულ სურათს იღებდეთ.
2. გაზარდეთ მცენარეები და ყვავილები
გარდა იმისა, რომ ყვავილები და მცენარეები სიცოცხლესა და ფერებს შემატებენ გარემოს, ისინი ასევე სტრუქტურულ სამუშაოსაც შეასრულებენ და დაგეხმარებათ სხვადასხვა სივრცეები ერთმანეთისგან გამოაცალკევოთ.
3.ხეები
ხეები მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, რადგან მათი საშუალებით თქვენს ბაღში ჟანგბადთან ერთად ჩნდება ჩრდილიც, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის მთლიან სივრცეს.
ხეები ინარჩუნებენ სიგრილეს და ცხელ დღეებში ხის ქვეშ დასვენება საუკეთესოდ დაგამახსოვრდებათ.
4.ბილიკები
თქვენს ეზოში შეგიძლიათ დააგოთ ქვის ბილიკები, რაზეც სიარული გაგიადვილდებათ. ამასთან, ერთად ბუნებრივი ქვის სხვადასხვა ვარიანტებით შეგიძლიათ შეარჩიოთ ის ტონალობა, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდება თქვენს ეზოში დარგულ მცენარეებს.
5.ავეჯი
კომფორტული ავეჯი მნიშვნელოვანია სწორი განწყობის შესაქმნელად, როდესაც ეზოსთან გვაქვს საქმე საჭიროა გამძლე მასალისგან დამზადებული ავეჯის შეძენა, რადგან ბუნებრივ პირობებში არ დაზიანდეს. გარდა ამისა, ავეჯით შეგიძლიათ განსხვავებული ფუნქციის სივრცეები შექმნათ, მაგალითად: სასადილო, საკითხავი, დასასვენებელი.
6.ორნამენტები და დეკორაციები
ხშირად გვხვდება ეზოებში უცნაური და არაორდინალური დეტალები, რაც უფრო მეტად აცოცხლებს გარემოს. უცნაური ფორმის შადრევნები, ლამაზი ქოლგები, მცირე ზომის დეკორაციული აუზები.
7. ვერტიკალური ბაღი
ვერტიკალური ბაღი კარგი გადაწყვეტაა ისეთი სახლებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ეზოები, მაგრამ დიდი შიდა სივრცე აქვთ. ბაღის დანაკლისს რაღაც მხრივ, ვერტიკალური ბაღი შეგივსებთ და შემოიტანს სისცოცხლისა და სიმწვანის განწყობას.
8. განათება
განათება, როგორც ყველგან, ბაღშიც მნიშვნელოვანია. განათებით შექმნით სწორ განწყობას, ასევე ხაზს გაუსვამთ ისეთ დეტალებს, რომლის წინ წამოწევაც გსურთ. ასევე განათება დაგეხმაებათ სივრცის ზონირებაში და უფრო წაკითხვადს გახდის ბაღის სტრუქტურას.
9.ბავშვების ზონა
შექმენით სივრცე ბავშვებისთვის. ხელი შეუწყვეთ მათ, რომ დიდი დრო გაატარონ ეზოში და ენერგია დახარჯონ სუფთა ჰაერზე. გარდა აუზისა, შეგიძლიათ ბატუტის, სასრიალოსა და საქანელების დამატება თქვენს ეზოებში.
10. ბუნების ხელშეწყობა
სწორო გზაა, რომ გაითვალისწონოთ გარემო პირობები და თქვენი ბაღით ხელი შეუწყოთ ბუნებას. მაგალითად, დარგოთ ისეთი მცენარეები, რომლებსაც ფუტკრები იყენებეს საკვებად, ასევე შეიძინეთ ფრინველების პატარა სახლები, სადაც მათ საჭმელს დაუდებთ. საუკეთესო ეზო და ბაღი, სწორედ ისეთია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბუნებასთან და არ აზიანებს მას.