in

10 ნივთი, რომლებიც პატარა ბინაში გამოგადგებათ

პატარა ბინაში მნიშვნელოვანია სწორი ნივთების თავმოყრა და  ისეთბისგან თავშეკავება, რომლებიც სივრცეს ვიზუალურად დაანაგვიანებს. დღეს ჩვენ ის 10 ნივთი შეგირჩიეთ, რომლებშიც ფულის დაბანდება ნამდვილად გამართლებულია.

მცენარეები

ეს ყოველთვის კარგი იდეაა. არ იფიქროთ, რომ ისინი პატარა სივრცეს დაამძიმებენ, პირიიქით, ისინი ბინაში სინორჩეს, სიმყუდროვესა და კომფორტულ მიკროკლიმატს შემოიტანენ. მაღალი ფიკუსები, პალმები და კაკტუსები ჭერს ვიზუალურად გაზრდის, ქოთნებში მოთავსებული კომპაქტური ყვავილები კი ნათელ აქცენტებად გადაიქცევა. მთავარია არ დაზოგოთ ქოთნებზე. პლასტმასი ინტერიერს აუფერულებს, ამიტომ უპირატესობა კერამიკას, ლითონსა და ბეტონს მიანიჭეთ.

იატაკის სარკე

პატარა ბინაში სარკეები სტრატეგიულად უნდა განლაგდეს, ამით ბუნებრივი სინათლის რაოდენობა გაიზრდება და სივრცე ვიზუალურად გაფართოვდება. იატაკის მოდელი ერთდროულად საძინებელ და შემოსასვლელ ზონებში შეგიძლიათ განათავსოთ.

პროექტორი

ფართო ჩარჩოიანი ტელევიზორების ძველი მოდელები არცერთ ინტერიერს უხდება, ამიტომ სტილისტები გადაღებების დროს ხშირად მათ სურათებით ცვლიან. თუ თქვენ საღამოს ფილმების ყურება გიყვართ, დააბანდეთ ტექნიკაში. პროექტორი დიდ ადგილს არ დაიკავებს, ახალი ტექნოლოგიების წყალობით კი ფილმების ყურება მაქსიმალურ სიამოვნებას მოგანიჭეებთ.

დიზაინერული ნივთები

შეიძინეთ დიზაინერული ნივთები, ეს ხარისხისა და კარგი გემოვნების მაჩვენებელია. ასეთი ავეჯი დიდხანს მოგემსახურებათ, ინტერიერი კი ნებისმიერი პარამეტრების ბინაში სოლიდურად გამოიყურება.

ჭკვიანი ნათურები

არსებობს სტერეოტიპი, რომ „ჭკვიანი სახლის“ სისტემა ძალიან ძვირი სიამოვნებაა და მხოლოდ ფეშენებელურ და უზარმაზარ სახლებს შეეფერება. ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ „ჭკვიანი“ ჩვეულებრივი ნათურები და დენცქვიტებიც კი გახდა. ისინი ჩვეულებრივზე ბევრად ძვირი არ ღირს, სამაგიეროდ ენერგიასა და თქვენს დროს ზოგავენ. ისინი უსადენო ინტერნეტს უერთდება და ნებისმიერი „სმარტფონიდან“ იმართება.

ჟურნალის მაგიდა

თითქოს ყველაზე უსარგებლო ნივთი, სინამდვილეში კი ძალიან სასარგებლოა. პატარა სივრცეებში შესანახ სათავსოებს მაქსიმალურად ტვირთავენ, ასე რომ ადგილი მხოლოდ დეკორისა და აუცილებელი ნივთებისთვის რჩება. მაგიდაზე შეასძლებელია ის წიგნი დადოთ, რომელსაც ამჟამად კითხულობთ. ასევე ყვავილების ლარნაკი ან ღვინით სავსე ჭიქა მეგობრებთან დროის გატარების დროს.

ბარის მაგიდა

როცა სამზარეულოს ბინის დანარჩენი ნაწილისგან გამოყოფა გსურთ, ბარის მაგიდა გამოიყენეთ, რომელიც სამუშაო ზონადაც გამოგადგებათ.

კონდენციონერი ან ვენტილატორი

მომცრო ბინებში ზაფხულობით ხშირად ჩახუთულობაა, ამიტომ რემონტის დროს კონდენციონერის დაყენება არ დაგავიწყდეთ, ან კომპაქტური ვენტილატორი შეიძინეთ, საბედნიეროდ თანამედროვე მოდელები ინტერიერს საკმაოდ უხდება.

სათავსო სააბაზანო ოთახში

თუ აბაზანის ფართი ქიმიისა და კოსმეტიკისთვის კარადის მოწყობის საშუალებას არ იძლევა, ჭერის სიმაღლე გამოიყენეთ.

გასაშლელი დივანი

პატარა ბინაში დივანი ხშირად დამატებითი საძილე ადგილის ფუნქციას ასრულებს. ამიტომ იზრუნეთ თქვენი სტუმრების კომფორტზე და  რბილ ავეჯზე ნუ დაზოგავთ თანხას.

ტექსტილი

მრავალი ნაჭრისა და ფაქტურის ერთობა პატარა სივრცეებისთვის გამოუსადეგარია. ამოირჩიეთ მხოლოდ ერთი, ნათელი აქცენტი: ხალიჩა, ბალიში ან ფარდები. თუ ერთდროულად მრავალ აქტიურ პრინტსა და ფერს გამოიყენებთ, ოთახი ვიზუალურად დაპატარავდება.

 

#სადვიცხოვრო: თანამედროვე ბინა ძველ თბილისში

სახლი, როგორც ხელოვნების ნიმუში – ყოფილი სასახლე იტალიაში