სპეციალისტების რემონტთან დაკავშირებული რჩევები სხვადასხვაგვარია, მარტივი და ამავე დროს ფასეული. ნებისმიერმა მათგანმა კონკრეტულ მომენტში შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაგვიადვილოს ყოფა. დღევანდელ სტატიაში 10 ასეთ რჩევას მოვუყარეთ თავი:
#1. “მეტობით” შეძენა უყაირათობას არ ნიშნავს
ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს, მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი გვახსოვდეს. გაუთვალისწინებელი ხარჯები ისაა, რასაც არ ელოდები, მაგრამ გიწევს. რემონტის მიმდინარეობისას ეს გრაფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია.
გარდა ამისა, ზოგიერთი მასალის შეძენა თავიდანვე მეტობით უნდა მოხდეს. ეს ეხება ლურსმნებსა და თვითმჭრელებს, გრუნტსა და საღებავებს.
#2. საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინება
როდესაც ბინის მასშტაბური გადაკეთება იგეგმება, ღირს დაფიქრება, თუ სად უნდა იცხოვროთ ამ დროს. თუ შესაძლებელია ნათესავებთან ან მეგობრებთან გადასვლა მშვენიერია, მაგრამ ასეთი ვარიანტის არარსებობისას, სარემონტო სამუშაოების ეტაპობრივად შესრულება და იგივე ბინაში ცხოვრებაც შესაძლებელია.
#3. გააფრთხილეთ მეზობლები
ეს წვრილმანი არ არის და არც მეზობლების პატივისცემაა მხოლოდ. მეზობლები აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ დაგეგმილი „აურზაურის“ შესახებ. ამგვარად ისინი სარემონტო პროცესებს უფრო მშვიდად შეხვდებიან, თქვენ კი მაკონტროლებელი ორგანოების მოულოდნელ ვიზიტს ასცდებით. წინასწარ შეისწავლეთ კანონმდებლობლობა, რომელიც ხმაურის ლიმიტებს აწესებს, ეს უფრო თავდაჯერებულად გაგრძნობინებთ თავს.
#4. ვადების გაანალიზება
არსებობს სადღესასწაულო და პოსტ სადღესასწაულო დღეები. დაგვეთანხმეთ, ალოგიკურია რემონტის 30 დეკემბერს ან აღდგომის დღეებში დაწყება. სარემონტო ჯგუფები სადღესასწაულოს მომდევნო დღეებში დაიქირავეთ. ამაში ერთდროულად ორმაგი სარგებელია: მორალური (ყველა მშვიდად აღნიშნავს დღესასწაულს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეშვება სარემონტო საქმეებში) და ფინანსური (დღესასწაულების შემდგომ და დასვენების დღეებში მომსახურების ღირებულება ხშირად დაბლა იწევს, ღირს ამის გამოყენება).
#5. შეათანხმეთ გადაგეგმარება
დოკუმენტების შეთანხმებას ხშირად მთელი რემონტის 1/3 დრო მიაქვს. ამ შემთხვევაში გონივრული იქნება, გადაგეგმარებისა და ნებისმიერი სერიოზული ცვლილების მაკონტროლებელ სამსახურებთან წინასწარ შეთანხმება და რემონტის დაწყება მხოლოდ ამის შემდეგ. ეს საშუალებას მოგცემთ უახლოესი საცხოვრებელი არ დააზიანოთ და ბინის გაყიდვის დროს პრობლემები მინიმუმამდე დაიყვანოთ.
#6. დახარჯეთ დრო კონტროლზე
ეს განსაკუთრებით ხარჯვით ნაწილს ეხება. თქვენი კონტროლის გარეშე ხარჯების პუნქტი არაკეთილსინდისიერ შემსრულებლებთან იზრდება და შესაძლებელია, არითმეტიკული პროგრესიითაც.
გამოიყენეთ მნიშვნელოვანი რჩევა: შეაგროვეთ სასაქონლო ზედნადებები გადახდის ჩეკებთან ერთად. შეიძლება ყიდვისას ფასდათმობა მიიღეთ, რასაც ჩეკით მიხვდებით.
ფასდაკლებებსა და დისკონტირებულ გაყიდვებს რაციონალურად მიუდექით. ასე შესაძლებელია მრავალი უსარგებლო სამშენებლო მასალის შეძენა მოგიწიოთ. გახსოვდეთ „ნამეტი“ – სწორი მიდგომაა, მაგრამ „იაფია და ამიტომ უნდა ვიყიდო“ გადაწყვეტილება არაგონივრულია.
#7. ზემოდან და შორიდან
ბინის რემონტისა და დიზაინის პროცესში, სპეციალისტები ხშირად გვირჩევენ ყველაზე მოშორებული წერტილიდან დაწყებას. ეს ზედაპირების უფრო სუფთად შენარჩუნების საშუალებას იძლევა, სარემონტო სამუშაოები კი უშუალოდ შემოსასვლელთან დასრულდება.
პირველ რიგში, რეკომენდებულია: შორეული ოთახები, სანიტარული კვანძები, სამზარეულო. აქ „სტარტს“ ფანჯრებიდან, კარიდან და ჭერიდან იღებენ, ბოლოს კი კედლებითა და იატაკით ასრულებენ. ესეთი მიდგომა დროს ზოგავს და სამუშაო ბრიგადის ენერგიას ოპტიმალურად ანაწილებს.
#8. თბო და ხმის იზოლაცია
ხმისა და სითბოს იზოლაციაზე საუბრისას, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მასალებზე არ უნდა დავზოგოთ. მათზე მუშაობა ჯერ კიდევ რემონტის საწყისს ეტაპზე იწყება, ამიტომ გადაკეთება დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
#9. ყველაფერი გონივრულად
ოთახისთვის ფერის შერჩევისას, დარწმუნებული იყავით, რომ ამ გადაწყვეტილებაში თქვენი გული დევს. ელფერი, არჩეული ვექტორისა და ინტერიერის სტილიდან გამომდინარე, შესაძლებელია თბილი ან გრილი იყოს.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ოთახი ჩრდილოეთის მხარესაა, მაშინ მთლიანად ან ყველაზე მუქ კედელს რბილი ფერებით „ათბობენ“. ხოლო მზიანი სივრცეებისთვის უფრო გრილი ფერებია რეკომენდებული.
როდესაც თქვენი ოთახების ფერებს ადგენთ, დახაზეთ ბინის გეგმა. ყოველი ოთახის წინ მოსაპირკეთებელი მასალის ელემენტი ან საპრეზენტაციო ფერში შეღებილი მასალა მიაკარით. ამგვარად, თუ ცვლილება დაგჭირდებათ, მარტივად შეძლებთ სათანადო ფერის არჩევას.
#10. ნაგვის გატანა
რემონტზე საუბრისას ყველას ავიწყდება, რომ მისი დასრულების შემდეგ საკმაოდ საგულისხმო მომენტი, ნაგვის გატანა, რჩება. თუ თქვენ ძველ ავეჯსა და ჩარჩოებს ნაგვის ბუნკერებთან ტოვებთ, შესაძლებელია საკმაოდ ძვირად დაჯარიმდეთ. ნაგვისთვის წინასწარ სპეციალური ტომრები შეიძინეთ და პრობლემაც მოგვარდება.
ამ მარტივი რჩევების მეშვეობით თქვენ უკვე გაქვთ საჭირო ინფორმაცია რემონტის დროს გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. შემდეგი ნაბიჯი უკვე პროექტის განხორციელებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ამ ეტაპზე ფინანსური რესურსის სიმცირე გაბრკოლებთ, გახსოვდეთ, რომ გამოსავალი მაინც არსებობს: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.
რუბრიკის #რემონტიშენიხელით წარმდგენია საქართველოს ბანკი