in

10 ორიგინალური მაგიდა, რომელიც თქვენს ინტერიერს ხელოვნების ნიმუშად აქცევს

ინტერიერში ხელოვნების ელემენტების შეტანა სხვადასხვა ფორმითაა შესაძლებელი. ამ მხრივ ერთ-ერთი საინტერესო ხერხია ისეთი მაგიდის შერჩევა, რომელსაც ორიგინალური საყრდენი აქვს. განსაკუთრებული ფორმისა და დიზაინის წყალობით, ამ ტიპის მაგიდები თქვენს სახლს ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად აქცევს. დღეს ჩვენ რამდენიმე გამორჩეულ ვარიანტს შემოგთავაზებთ:

  1. მაგიდა “Leonardo”

იტალიური ბრენდის Arte Brotto-ს მრგვალი სასადილო მაგიდა სახელწოდებით “ლეონარდო”, რომელიც მყარი ხისგან არის დამზადებული და გააჩნია ორიგინალური საყრდენი. აღნიშნული მაგიდა შესანიშნავად მოერგება ნებისმიერი სტილის ინტერიერს. 

2.  მაგიდა “Circus”

“Bonaldo”-ს ბრენდის აღნიშნული მოდელის მეტალის მრგვალი საყრდენი მას თქვენი ინტერიერის დამახასიათებელ ნივთად აქცევს. ზედაპირის შერჩევა კი ოთახში არსებული ავეჯის მიხედვით არის შესაძლებელი.

3. მაგიდა “Petalo”

ეს არის “Lithosdesign”-ის მაგიდა, რომელიც შექმნილია რაფაელო გალიოტოს დიზაინით. მისი სამ ფერში შერეული მარმარილოს  საყრდენი გამორჩეულად ლამაზი დეტალი იქნება ელეგენტური ინტერიერის შესაქმნელად.

4.მაგიდა “Arc”

“Molteni”-ს ეს სასადილო მაგიდა ერთი შეხედვით ამართლებს სახელწოდებას. ნაზი ფორმებისა და დახვეწილი დიზაინის წყალობით ის ნებისმიერ ინტერიერს საინტერესოს გახდის. 

5.  მაგიდა “Amos”

ამ მოდელის დიზაინი Visionaire-ს ეკუთვნის. მაგიდას სამგანზომილებიანი ტექსტურა აქვს. უნიკალურად დამუშავებული ხე, ოქროსფერი მეტალის დეტალები და მინის ზედაპირი საკმაო უჩვეულო სანახაობას ქმნის. 

6. მაგიდა “Maestro”

ჯანფრანკო ფატინის დიზაინით შექმნილი ეს სასადილო მაგიდა სახლში სრულყოფილებას შემოიტანს. მართკუთხედი ფორმის ხის მაგიდა ნაზი და ლამაზი საყრდენით გამოირჩევა. საინტერესოა, რომ აღნიშნული საყრდენის დიზაინი იაპონური ტრადიციული არქიტექტურითაა შთაგონებული. 

7. ყავის მაგიდა “Gaea”

Se-Collection-ის მარმარილოს ნაზი დეტალები და ულამაზესი კენჭების ინსპირაციით შექმნილი ფეხები იმდენად შთამბეჭდავ სინთეზს ქმნის, რომ აღნიშნული მოდელი დეკორაციადაც კი შეგვიძლია განვიხილოთ. 

8. მაგიდა “Slump”

აღნიშნული მაგიდა შექმნილია დიზაინერ პოლ კოკსეჯის მიერ. საყრდენი დიდი ქვის ლოდია, ხოლო ზედაპირი მინისგან არის დამზადებული.

9. მაგიდა “Alan”

ეს გახლავთ “Porada”-ს  ბრენდის სასადილო მაგიდა, რომელიც გაბრიელ და ოკსარა ბურატის დიზაინით არის შექმნილი. ხისა და მარმარილოს მასალების ერთობლიობა საკმაოდ დახვეწილ კომბინაციას ქმნის.

10.სასადილო მაგიდა “Baloon”

“Flou”-ს ბრენდის აღნიშნული მაგიდის დიზაინი საჰაერო ბუშტის ინსპირაციითაა შექმნილი და მასზე დიზაინერმა ვლადიმერ კარალუსმა იმუშავა. ეს არის ხისა და მარმარილოს მასალებით შექმნილი ავეჯი, რომლსაც მბრუნავი ზედაპირი გააჩნია და საკმაოდ კომფორტულია ყოველდღიურ მოხმარებაში.

#სადვიცხოვრო – ბინა სოლოლაკში

IKEA-მ გეიმინგისთვის ASUS-თან ერთად ავეჯის კოლექცია შექმნა