3 მარტი ის დღეა, რომლისთვისაც ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი განსაკუთრებულად ემზადება. თითქმის ყოველ წელს ორიგინალური საჩუქრების ძიებაში ვართ და დიდხანს ვფიქრობთ, რამ შეიძლება გაახაროს დედა. საჩუქარი ბევრნაირი არსებობს, მაგრამ ალბათ მაინც ყველას გვსურს, რომ გამორჩეულები ვიყოთ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, დედის დღის საჩუქრის შესარჩევად, ორიგინალური და პრაქტიკული რჩევები გაგიზიაროთ. გთავაზობთ რამდენიმე სასაჩუქრე იდეას ქალბატონებისთვის, რომლებიც სახლის დეკორით არიან გატაცებულნი:
1. ჭურჭელი Wedgewood Showroom-დან
აღნიშნული შოურუმის მიერ შემოთავაზებული ნივთები არა მხოლოდ ფუნქციურ დატვირთვას ითავსებენ, არამედ ისინი ასევე ესთეტიური სიამონების უდიდეს წყაროს წარმადგენენ. აღსანიშნავია, რომ 1-8 მარტის პერიოდში გაკეთებული შენაძენის შემთხვევაში, თქვენ ავტომატურად მიიღებთ 30% – 50%-იან ფასდაკლებას მეორე ნივთზე.
2. EBRA-ს სანათი
აღნიშნული ბრენდი კერამიკული სანათების საკმაოდ მრავალფეროვან არჩევნს გვთავაზობს. თანაც, გაზაფხულის დადგომისა და დედების დღესთან დაკავშირებით, პროდუქციის შეძენას 10-დან 50%-მდე ფასდაკლებით შეძლებთ.
3. Villeroy & Boch-ის მინის ლარნაკი
ლარნაკი საკმაოდ დახვეწილი და პრაქტიკული საჩუქარია დედისთვის, მით უმეტეს, როცა საქმე Villeroy & Boch-ს ეხება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, აღნიშნული ბრენდის კონკრეტული პროდუქციის შეძენა სპეციალურ ფასად არის შესაძლებელი.
4. შანდალი Ambience-დან
ფაიფურისგან და ბრინჯაოსგან დამზადებული Ambience-ის შანდალი ნამდვილად საგაზაფხულო საჩუქარია. დეკორატიული ნივთების მოყვარულ დედებს, ვფიქრობთ, ნამდვილად გაახარებს ეს ნივთი.
აღნიშნული სუფრა ორგვარ დატვირთვას ატარებს: ის ორიგინალურ დიზაინს ატარებს, ბევრი ტიპის ინტერიერს უხდება და ასევე – ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული ორნამენტებითაა გაჯერებული. სასიამოვნოა ისიც, რომ “ქართული სუფრა” მათ საკმაოდ დიდ არჩევანს გვთავაზობს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ნივთი მშვენიერი იდეაა 3 მარტის საჩუქრისთვის.
6. ფერადი ჭიქების კომპლექტი Coincasa Georgia-დან
ეს სადა და მინიმალისტური ჭიქების ნაკრები ნამდვილად გაუხალისებს თქვენს მშობელს ყოველდღიურობას. აღნიშნული საჩუქარი მნიშვნელოვან ფუნქციურ დატვირთვას ატარებს, თუმცა ამავდროულად, საკმაოდ სასიამოვნო ვიზუალური მხარეც აქვს.
7. “დირეს” სკულპტურული ქოთნები
დირეს სკულპტურული, კერამიკის ქოთნები ასევე მშვენიერი სასაჩუქრე იდეაა მათთვის, ვისაც მცენარეები უყვარს. აღსანიშნავია ისიც, რომ დირეში აღნიშნული ქოთნები სხვადასხვა ფერითა და გაფორმებით შეგხვდებათ.
8. “კონას” ხელნაკეთი, დეკორატიული სარკე
კიდევ ერთ სასაჩუქრე იდეად ასევე დეკორატიულ ნივთს, ამ შემთხვევაში, სარკეს შემოგთავაზებთ, რომელიც 100%-ით ხელნაკეთია. სარკის ჩარჩოს ხე წარმოადგენს, რომელიც წყალგამძლე, აკრილის საღებავებითაა მოხატული. დეკორატიული სარკეების მრავალფეროვან არჩევანს კონას გვერდზე შეხვდებით.
9. Ceramic Studio 1300-ს მთვარის ფორმის თეფშები
როდესაც საქმე დეკორატიულ ნივთებს ეხება, კერამიკა საკმაოდ კარგ არჩევანს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთ იდეად Ceramic Studio 1300-ის მთვარის თეფშებს წარმოგიდგენთ, რომელიც ალბათ მართლაც ძალიან ორიგინალური საჩუქარი იქნება დედისთვის.
10. Gallery 27-ის ბალიშის პირები
და ბოლოს, Gallery 27-ში ბევრ ორიგინალურ ნივთთან ერთად შეხვდებით მრავალფეროვან ხელნაკეთ ბალიშის პირებს. ისინი ქვილთის ტექნიკითაა დამზადებული და ზომით 40×40-ზეა. ვფიქრობთ, ხელნაკეთი ნივთების მოყვარულ დედებს მართლაც გაახარებთ ეს საჩუქარი.