in

10 დასანანი შეცდომა ინტერიერის დიზაინში

რა თქმა უნდა, ინტერიერის იდეალური დეკორი არ არსებობს. თითოეული სახლის დიზაინი ძალიან ინდივიდუალურია და მრავალ განსხვავებულ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, ძირითადი წესები და პრინციპები მაინც არსებობს. ქვემოთ წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომელთა თავიდან აცილებაც საკმაოდ მარტივია, თუ მათ შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაქვთ. მოერიდეთ ამ გადაცდომებს და თქვენი ინტერიერი გაცილებით უკეთესი გახდება.

ყველა ავეჯის კედლების გასწვრივ განთავსება

გააზრებული დაგეგმვა მთელი ინტერიერის წარმატების გასაღებია. ავეჯის მოწყობისას კედლების ნაწილი მაინც გაათავისუფლეთ, ეს დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ „შოურუმის“ შთაბეჭდილება. მაგალითად, შეგიძლიათ ოთახის კუთხეში მოათავსოთ დიდი სკამი ან დივანი – მისაღები ოთახის ცენტრში.

ზედმეტად ბევრი განსხვავებული ელფერის შერევა

შეავსეთ ოთახი მრავალი განსხვავებული ელფერით და ის ბაზრობას დაემსგავსება. ამ შეცდომის თავიდან აცილებაში შემდეგი წესი დაგეხმარებათ: არაუმეტეს სამი ლოკალური ფერისა ერთდროულად! თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ, გამოიყენეთ დამატებითი ელფერები – ამ სამი ფერისგან მიღებული ახლო ტონები. შედეგი არ დააყოვნებს – ინტერიერი უფრო ჰარმონიული გახდება.

სხვადასხვა ორნამენტებისა და დეკორაციების სიმრავლე

ამ შეცდომის თავიდან აცილება შემდეგი პუნქტების საშუალებით შეგიძლიათ:

  • გამოიყენეთ იდენტური ფერების სხვადასხვა ორნამენტები
  • ან სხვადასხვა ფერის იდენტური ორნამენტები.

მონოქრომული ინტერიერი

საავადმყოფოს მსგავსი სტერილური, თეთრი სასადილო ოთახი? ასეთი გადაწყვეტილება გონივრული არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ავეჯი ძალიან ორიგინალურია და დანარჩენი სივრცეც საკმაოდ „აქტიურია“. იმისთვის, რომ მონოქრომულ გარემოს მოცულობა და კონტრასტი შესძინოთ, ფერებისა და სხვადასხვა ტექსტურის შერწყმაზე იფიქრეთ.

ობიექტების გადაჭარბებული კონცენტრაცია

დეკორისა და ავეჯის გადაჭარბებული გამოყენება ინტერიერის განადგურების უტყუარი გზაა. ფრთხილად იყავით, რომ ინტერიერი არ გადატვირთოთ და ოქროს შუალედი დაიცავით.

ფიქრი, რომ თითოეულ ნივთს მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს

რა მოხდება, თუ პუფი ტუმბოდ გადაიქცევა? ან მისაღებისა და სამზარეულოს ზონირებისთვის წიგნის კარადას გამოიყენებთ? დანიშნულების შეცვლა თანამედროვე დეკორაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მოდური ტექნიკაა. ნუ მოგერიდებათ, მიანიჭეთ თქვენს ავეჯს დამატებითი ფუნქცია.

სწორი განათების მნიშვნელობის დაკნინება

ოთახში ბევრი სანათის არსებობა მისაღებია, მაგრამ თითოეული მათგანი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, ჭაღი აანთეთ მაშინ, როდესაც მთელი სივრცის განათებაა საჭირო, ხოლო საშუალო და დაბალი განათების პარამეტრების მქონე მოწყობილობები თან უნდა ახლდეს სამკითხველო სკამს ან სასადილო მაგიდას.

სიყალბე

პანორამული შპალერი “იტალიური ქუჩის” ხედით, ან ლოფტის სტილში შესრულებული აგურის კედლის გამოსახულებით, ინტერიერს არასოდეს ამშვენებს, პირიქით, მას იაფფასიან იერს სძენს. უბრალოდ ლამაზი შპალერის ან ნამდვილი აგურის კედლის გამოყენება ბევრად უკეთესია, ვიდრე იაფფასიანი, ყალბი ეფექტების შექმნა.

პროპორციების მნიშვნელობის უგულებელყოფა

დიდი ოთახი დიდი ავეჯით? არა. პატარა ოთახი პატარა დივნით და დიდი ზომის ყავის მაგიდით? ასევე არა. დეკორაციისას პროპორციები ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაზავეთ, თუ დიდი მოცულობის სივრცეს ფლობთ. თუ თქვენი სივრცე შეზღუდულია, გამოიყენეთ პატარა „ტრენდული“ ნივთები, ისინი ჰარმონიის შექმნაში დაგეხმარებათ.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

შერის აღმოსავლურ მოტივებზე შექმნილი ვილა მალიბუში

„იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ“ – „კომფორტერი“ ოთხი წლის გახდა!