101 Copenhagen არის დანიური ბრენდი, რომელიც დაარსდა 2017 წელს და ის ტომი ჰილდალს ეკუთვნის. დახვეწილი ხარისხისა და ოსტატობის წყალობით, ბრენდის მრავალფეროვანი კოლექცია მოიცავს ავეჯს, განათებას და აქსესუარებს მარადიული, მაგრამ თანამედროვე სტილით. მასალისა და დახვეწილი ტექსტურის, ორგანული ფორმებისა და ფერების ჭეშმარიტი სიყვარულით, 101 Copenhagen წარმოადგენს კლასიკის განსახიერებას, რომელიც სასიამოვნო ბალანსშია თანამედროვე ტრენდებთან და სკანდინავიური დიზაინის სიახლეებთან. თავად ტომი უდიდეს ყურადღებას უთმობს დეტალებს, მასალის შერჩევის პროცესსა და ისტორიული კონტექსტის თარგმნას თანამედროვე დიზაინში.
101 Copenhagen-ის დიზაინი მტკიცედ არის ფესვგადგმული სკანდინავიაში და მოიცავს იაპონურ მინიმალისტურ ესთეტიკას. პროდუქტისადმი მიდგომა მთლიანად დანიური სტანდარტების გათვალისწინებით იქმნება, ხასიათდება გამოხატვის თავისუფლებით და დინამიკურობით, რის ხარჯზეც იქმნება უნიკალური ნამუშევრები, ინდივიდუალიზმითა და განსაკუთრებული მიდგომებით.
დეტალებისადმი ყურადღება და ესთეტიკა ის ორი მთავარი მახასიათებელია, რომლებიც ამოძრავებს ბრენდის სამ მთავარ დიზაინერს – ტომი ჰილდალს, ნიკოლაი ნოდესბოს და კრისტიან სოფუს ჰანსენს. მათ ნამუშევრებში ნათლად ჩანს მინიმალისტური, სკულპტურული და კონცეპტუალური დიზაინის ერთიანობა.
2017 წლიდან დღემდე, ამ სამმა დიზაინერმა მოახერხა ისეთი ცნობილი და პოპულარული პროდუქტების შექმნა, როგორებიცაა:
Big Foot Bench (Kristian Sofus Hansen & Tommy Hyldahl)
Big foot coffee table (Kristian Sofus Hansen and Tommy Hyldahl)
Big Foot Table (Kristian Sofus Hansen and Tommy Hyldahl)
DUCK JAR MINI (Tommy Hyldahl, Nicolaj Nøddesbo)
DAWN Floor Lamp (Nicolaj Nøddesbo)
Brutus, Coffee Table (Kristian Sofus Hansen & Tommy Hyldahl)
Brutus, Dining Chair (Kristian Sofus Hansen & Tommy Hyldahl)