in

ლიზა ბრიზის მიერ განახლებული 1940-იანი წლების სახლი მელბურნში

Banner M2
Banner M2

საოჯახო მემკვიდრეობა შეიძლება ყველა ფორმისა და ზომის იყოს. არქიტექტორმა ლიზა ბრიზმა ეს პირადად გამოსცადა, როდესაც მას მელბურნში საოჯახო ქონების განახლებას სთხოვეს. ეს არის დაახლოებით 95 კვ/მ  ფართობის აგურის სახლი, რომელიც ბრიზის კლიენტის ბიძამ 1940-იან წლებში ააშენა.

„იგი სახლთან ძლიერ სენტიმენტალური კავშირს გრძნობს და ბავშვობაში იქ გატარებული დროის შესახებ ბევრი სასიამოვნო მოგონება დაუგროვდა“ – ამბობს ბრიზი, მფლობელის შესახებ, რომელსაც, სახლის განახლებით, საკუთარი ოჯახის ისტორიისთვის პატივის მიგება სურდა. „იმის გარკვევა, თუ რა უნდა შეგვენარჩუნებინა, თავისთავად, დიზაინის გამოწვევა გახდა“.

„ავსტრალიური სტანდარტებით, ეს პატარა სახლია“ – ამბობს ბრიზი. „ფუნქციური სივრცეების თანამედროვე ცხოვრებისთვის შესაბამისად მოწყობა კიდევ ერთი რთული ამოცანა იყო“.

ბრიზმა შესასვლელი, საძინებლები და მისაღები ოთახი მცირედი ჩარევით განაახლა. არქიტექტორი ძირითადად სახლის უკანა ნაწილის გაფართოებაზე იყო ფოკუსირებული. მან განაახლა სამზარეულო, რომელიც ახლა სასადილო ზონასაც მოიცავს და ეზოსგან შუშის კარები გამოყოფს. ბუნებრივი შუქი აცოცხლებს ოთახის ტერაცოს იატაკს და პიტნის ფერთა პალიტრას, რომელიც სახლის თავდაპირველი სამზარეულოთი არის შთაგონებული.

სახლის წარსულის ნაშთები სამზარეულოს მომრგვალებული დახლებიდან და შემინული კარადიდან კვლავ გამოსჭვივის. გარდა ამისა, მასალების არჩევანი, როგორიც არის მოჭიქული კერამიკული ფილები და ფოლადის ჩარჩოიანი ფანჯრები, სწორედ იმ ეპოქას ემთხვევა, რომელშიც სახლი აშენდა.

ბრიზმა, ხელახლა წარმოსახული სამზარეულოსთვის, ძველი სახელურების გადარჩენა და რესტავრირებაც კი მოახერხა. მთლიანობაში, თითოეული დეტალი განახლებულ იერს სძენს ძველ სახლს, რომელიც, ბრიზის თქმით, „მფლობელის გემოვნებას ყველანაირად ასახავს“.

არქიტექტორი: Lisa Breeze

ფოტოგრაფი: Cathy Schusler

როგორ მოვარგოთ ხალიჩა ინტერიერს? – კონკრეტული რჩევები პროფესიონალებისგან

სახლი ვერაზე სახასიათო ინტერიერით