in

1960-იანი წლებით შთაგონებული 14 სამზარეულოს დიზაინის იდეა, რომლებიც დღემდე გვიყვარს

დეკორაციის ტენდენციები სრულად არასდროს ქრება, როდესაც საუბარია 1960-იანი წლების სამზარეულოზე, მას აღიქვამენ მოძველებულად და დრომოჭმულად. თუმცა ეს ასე არ არის. 1960-იანი წლები იყო დასაწყისი, როდესაც სამზარეულო გახდა უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ საკვების მოსამზადებელი ადგილი. ის გადაიქცა სახლის ცენტრად, სადაც ოჯახის წევრები და მეგობრები იკრიბებოდნენ არა მხოლოდ სადილის მოსამზადებლად, არამედ საჭმელადაც. სწორედ ამ პერიოდში ენიჭება უპირატესობა ინოვაციებსა და ეკლექტიკურ სტილს.

იმ დროინდელი სამზარეულოები  ღია და დიდი იყო, ფუნქციურთან ერთად სილამაზითა და მიმზიდველობით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ 1960-იანი წლების ზოგიერთი ტენდენცია თანამედროვე სამყაროსათვის შესაძლოა არც ისე ელეგანტური და მოდურია, იმ პერიოდით შთაგონებული დიზაინის იდეები შესანიშნავია მცირედი ნოსტალგიის შესატანად თქვენი სამზარეულოს განსაახლებლად. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ სამზარეულოს დიზაინს 1960-იანი წლებიდან .

1. დაამატეთ სივრცე ადამიანთა თავშეყრისთვის

სამზარეულოში ჭამის ტენდენციის პოპულარობა 1960-იან წლებში გაიზარდა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. სასაუზმე ბარის ან თუნდაც სრული სამზარეულოს მაგიდის დამატება, შესანიშნავი გზაა იმის მისაღწევად, რომ სამზარეულო გახდეს საერთო სივრცე მთელი ოჯახისათვის, ადგილი, სადაც ადამიანები თავს იყრიან, ნაცვლად იმისა, რომ ოჯახის ერთი წევრი, მარტო ამზადებდეს საკვებს.

2. გამოიყენეთ ნათელი ფერები

1960-იანმა წლებმა, სახლის დეკორაციის შესახებ გვასწავლა: არანაირი მორიდება თამამ, ჭრელ ფერებთან. დამწვარი ნარინჯისფრიდან დაწყებული, მდიდრულ ლურჯამდე, გამოიყენეთ ნათელი ფერების პალიტრა თქვენი სამზარეულოსთვის ნოსტალგიური განწყობის შესაქმნელად. მსგავსი შედეგის მისაღწევად შესაძლებელია ფერადი აქსესუარების დამატებაც. მაგალითად, 60-იანებით შთაგონებული რეტრო მიკროტალღური ღუმელი.

3. სცადეთ სამზარეულო ვარდისფერ ტონებში

ვარდისფერი სამზარეულოები ნამდვილად არაა წარსულის საკუთრება და დრომოჭმული ტენდენცია. ის პოპულარობით სარგებლობდა მე-20 საუკუნის შუა ხანებში, მაგრამ დღემდე  ინარჩუნებს ამ აქტუალობას. ვარდისფერი კარადები და რეტრო შპალერი იდეალურად ერწყმის დანარჩენ ფერებსა და მთლიან ინტერიერს.

4. დაამატეთ მოდური, მიმზიდველი ელემენტები

მთლიანი რემონტის გარეშე სამზარეულოს გარდაქმნისა და განახლების გზა ახალი განათების დაყენებაა. შესაძლებელია სტანდარტული სანათების შეცვლა და მის ნაცვლად საინტერესო, თამამი ფერადი აქსესუარებით ჩანაცვლება, რომელიც ნებისმიერი სივრცის ფოკუსირებასა და მის აქცენტირებას შეძლებს.

5. შეინარჩუნეთ ბუნებრიობა

1960-იანი წლების ბევრ სამზარეულოში გვხვდებოდა ხის კარადები. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამზარეულოების უმეტესობაში თეთრი და ფერადი კარადებია გამოყენებული, დროა ბუნებრივი ხის იერის აღდგენაზე იფიქროთ, რომელიც მინიმალისტური და სკანდინავიური სტილის ატმოსფეროს შემოიტანს თქვენს სახლში.

6. სცადეთ ფისტას მწვანე ფერი

სამზარეულოში რეტრო განწყობის შესაქმნელად, ფისტას ფერის გამოყენება იდეალური გადაწყვეტილება იქნება. კონტრასტის შესაქმნელად შესაძლებელია  ზედა კარადების ხის ფერად დატოვება და სამზარეულოს მწვანე ფერისათვის თითბერის და ოქროსფერი აქცენტების შეხამება.

7. გამოიყენეთ უჩვეულო დიზაინის ფილები

განსხვავებული ვიზუალის ფილებით მოპირკეთება შესანიშნავი გზაა თქვენი სამზარეულოს განახლებისთვის. 60-იანი წლები სწორედ ასეთ ექსპერიმენტებს, რისკებს გულისხმობდა. კლასიკური ფილები ჩაანაცვლეთ რაღაც უფრო თვალშისაცემი ვიზუალით, როგორიცაა პარკეტით შთაგონებული დიზაინი, შეარჩიეთ პატარა ზომის ფილა, რათა მეტი ინტერესი შემატოს ინტერიერს.

8. შეინარჩუნეთ შავ-თეთრი ფერები 

1960-იანი წლების სამზარეულოს დიზაინი ნამდვილად არ არის მოძველებული. კლასიკური ჭადრაკის დიზაინის იერი სწორედ ამ პერიოდში იყო აქტუალური და ეს ფერთა პალიტრა დღემდე მოთხოვნადია. შესაძლოა სამზარეულოს მონოქრომული ფილებითა და თეთრი აქცენტებით გადაწყვეტა ან შავის და თეთრის შეხამება სხვა თამამ ფერებთან მთელს სივრცეში. თქვენ ახლაც შეგიძლიათ გადმოიღოთ რეტრო ტენდენციები, რათა ინტერიერი უფრო მოდური, თანამედროვე და მიმზიდველი გახადოთ.

9. საჩვენებლად გამოფინეთ სხვადასხვა სამზარეულო ხელსაწყოები

60-იანი წლების სამზარეულო ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკული იყო, მიუხედავად იმისა რომ,  წინა ათწლეულთან შედარებით, მათ საკმაოდ ჰქონდათ სათავსოები, მაინც გაცილებით მარტივი გახლდათ ხშირად გამოყენებული ნივთების დახლზე განთავსება. ამიტომ, ნუ მოერიდებით საჭრელი დაფებისა თუ ყოველდღიურად მოხმარებადი ხელსაწყოების პირდაპირ სამზარეულოს ზედაპირზე, დახლზე განლაგებას.

10. გამოიყენეთ მეტალის აქცენტები

60-იანი წლების ატმოსფეროს შესაქმნელად, კარგი იქნება ქრომირებული დეტალების, მაგალითად სკამის გამოყენება სამზარეულოს ინტერიერში, რომელიც რეტრო დიზაინის მქონე ჩაიდანსა და ვარსკვლავის ფორმის საათთან ერთად, თქვენს სამზარეულოს განსაკუთრებულ შტრიხებსა და ინდივიდუალიზმს შესძენს.

11. ბუნებრივი ელემენტების აქცენტირება

ბუნებრივი განათებითა და ხის მასალით, თამამი ფერების გამოყენების გარეშეც შესაძლებელია 1960-იანი წლების ატმოსფეროს შექმნა. ხისგან დამზადებული კარადები, მცენარეები  და ბუნებრივი განათება ნამდვილად მიანიჭებს თქვენს სამზარეულოს 60-იანი წლების კალიფორნიის იერსახეს.

12. ბებიის სამზარეულოს აქსესუარების გამოყენება

60-იანების ატმოსფეროს შესაქმნელად კარგი იქნება მეტი სიფერადისა და უჩვეულო, საინტერესო აქსესუარების დამატება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნივთები, ჭურჭელი ბებიის სამზარეულოდან და ისინი ღია თაროებზე განათავსოთ, რათა მეტი ორიგინალურობა შესძინოს ინტერიერს.

13. განაახლეთ შესანახი კონტეინერები

თუ დახლზე ადგილი გაქვთ, კარგი იქნება მასზე აუცილებელი ინგრედიენტების თვალსაჩინოდ განლაგება. გამჭვირვალე მინის კონტეინერების ნაცვლად, სცადეთ უფრო რეტრო და ფერადი სათავსოები. მაგალითად, ყვითელი კონტეინერები შესანიშნავად ეხამება თეთრ სამზარეულოს და მასში მეტი სიხალისე, სიფერადე და 60-იანი წლების აურა შეაქვს.

14. როტანგის ელემენტების დამატება

როტანგის ღეროსგან დამზადებული მოწნული ნაწარმის გამოყენება 1960-70-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სამზარეულოსთვის ერთი მხრივ უჩვეულო აქსესუარს, სიმშვიდისა და სიმყუდროვის ატმოსფერო შემოაქვს ინტერიერში. მეტი ორიგინალურობისთვის შესაძლებელია სარკის დამატებაც.

Japandi — იაპონური და სკანდინავიური დიზაინების საუცხოო სინთეზი

ბინა თაქთაქიშვილის ქუჩაზე – ელეგანტური ინტერიერი კრემისფერ ტონებში