in

2020 წლის 6 ტრენდული გადახურვის მეთოდი

გადახურვის თანამედროვე ინდუსტრია მომხმარებლებს მნიშვნელოვან ინოვაციებს სთავაზობს. მწარმოებლები ყოველთვის ცდილობენ ერთგვარი გარღვევა მოაწყონ და არსებული კონსტრუქციების გაუმჯობესებისათვის ახალი იდეები დანერგონ. თუ თქვენ უკვე გაქვთ სახლი ან გეგმავთ მის აშენებას, მნიშვნელოვანია  გადახურვის ამ სფეროში არსებული უახლესი ტენდენციები იცოდეთ. მოდით განვიხილოთ ისინი:

 

 ასფალტის გადახურვა

ასფალტის ფილები – გადახურვის ყველაზე გავრცელებული მასალაა. ის ამ სფეროში ყველაზე ხშირი მოხმარების პროდუქტს წარმოადგენს. პოპულარულია ხელმისაწვდომობისა და სიიაფის გამოც. გადახურვის ეს ტიპი უკვე მრავალ ფერსა და დიზაინშია წარმოდგენილი. ის კარგად იტანს ამინდის მკაცრ პირობებს და სწორი, რეგულარული სერვისის პირობებში მისი ექსპლუატაციის პერიოდი ოც და მეტ წელს აღწევს.

 

ლითონის გადახურვა

ლითონის გადახურვა ბაზარზე რამდენიმე წელია გამოჩნდა და მას მდგრადი ზრდის ტენდენციაც ახასიათებს. ის სხვადასხვა სტილსა და დიზაინშია ხელმისაწვდომი. მისი უპირატესობაა ექსპლუატაციის მეტი დრო და საიმედოობა, თანაც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ლითონის სახურავები ფრიად კარგი იზოლატორებია, ისინი მზის ულტრაიისფერ სხივებს კარგად ირეკლავენ  და შენობის კარგ განიავებას უზრუნველყოფენ. ამას გარდა, ლითონის სახურავი ხელს უწყობს გათბობა-გაგრილების ხარჯების შემცირებას. დამატებით უპირატესობას ისიც წარმოადგენს, რომ ალუმინი ვარგისიანია მეორადი გადამუშავებისათვის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ლითონის გადახურვა ძვირი სიამოვნებაა, ის ამად ნამდვილად ღირს.

 

მზის ენერგიის სახურავები

გსურთ ეკოლოგიურად სუფთა სახლი? მაშინ არჩევანი მზის პანელების გადახურვაზე შეაჩერეთ. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მზის პანელებით გადახურვა მრავალი ადამიანის მოსაწონ ალტერნატივად იქცა. ტექნოლოგიების სრულყოფის გზით დანახარჯები დღითი დღე მცირდება და ამგვარი პროდუქტები სულ უფრო მეტი ადამიანის გულს იპყრობს. მზის ენერგიის სახურავები იდეალურია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარი ენერგიის წარმოება ურჩევნიათ, რომ არაფერი ვთქვათ ამგვარი გადახურვის მიერ ენერგიიას დაზოგვასა და  ეფექტურობაზე.

 

მწვანე გადახურვა

მწვანე გადახურვა ანუ ცოცხალი სახურავები გულისხმობს გაზონის არსებობას სახურავის ზედაპირზე. ის ნიადაგითა და მცენარეული საფარითაა დაფარული. გამოიყენება ყველა ტიპის შენობისთვის: სასტუმროებში, ბინებსა და ოფისებში. სხვა ბევრი თანამედროვე ტენდენციის მსგავსად, ასეთი სახურავი ეკოლოგიურად სუფთაა, წარმოადგენს მცენარეებისათვის ბუნებრივ გარემოს, აუმჯობესებს ჰაერს და ხელს უწყობს ბინაში სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნებას. მწვანე გადახურვა არა მხოლოდ ენერგიის დაზოგვაში გვეხმარება, არამედ თქვენს სახლში თბოიზოლაციის მაჩვენებელს ზრდის და მას განსაკუთრებულ იერს სძენს. მწვანე სახურავები ყველაზე მეტად დამრეც ზედაპირებს მიესადაგება, ვინაიდან ისინი ზედმეტი წყლის გარიდებაში უფრო მოხერხებულია.

 

სინთეთიკური გადახურვა

სინთეთიკური გადახურვა შეიქმნა სხვადასხვა ხის ჯიშების ვიზუალური იმიტაციით. ასეთი სახურავი საკმაო გამძლეობით ხასიათდება და ექსპლუატაციის დიდი დრო აქვს. ასევე მჩატეა და საიმედო.

 

ბრტყელი გადახურვა

ბრტყელი გადახურვა პროექტირებისათვის ბევრ შესაძლებლობას იძლევა. შეგიძლიათ მარტივად მართოთ შემოქმედებითი პროცესი. მაგალითად,  დაამონტაჟოთ მზის პანელები და შექმნათ მწვანე გადახურვა. ბრტყელი გადახურვა სახლს თანამედროვე იერსახეს ანიჭებს და გაცილებით მარტივი მოსავლელია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გადახურვის ტიპი. ასეთ გადახურვაზე აუცილებელია გაკეთდეს სათანადო ჰიდროიზოლაცია და დაყენდეს სადრენაჟე სისტემები.

“სკანდინავიური” სტილის 4 ძირითადი პრინციპი

შეარჩიეთ კარი თქვენი ინტერიერისთვის