საახალწლო სამზადისი, სახალისოსთან ერთად, ხანგრძლივი, დამღლელი და რთული პროცესია. დაწყებული სახლის ინტერიერისა და ნაძვის ხის სადღესასწაულო დეკორაციებით მორთვით და დამთავრებული ახალი წლის ღამეს საზეიმო სუფრის გაშლით , ის უდიდეს კონცენტრაციასა და დეტალებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. შესაძლოა, სხვა საკითხების ორგანიზების გამო საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევა ვერ მოასწროთ ან, სულაც, დაგავიწყდეთ, თუმცა ეს პატარა პრობლემა მარტივად და კომფორტულად შეგიძლიათ გადაჭრათ. Homeis.ge გთავაზობთ ონლაინ მაღაზიებს, რომლებშიც ბოლო წამსაც შეგიძლიათ შეიძინოთ საახალწლო საჩუქრები ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისთვის.
1.Blue Tabla
თუ თქვენი საჩუქრის ადრესატი დაინტერესებულია ინტერიერის დიზაინით, უყვარს სამზარეულოში ტრიალი ან ძვირფასი აქსესუარები, მაშინ მაღაზია Blue Tabla-ში მისთვის იდეალურ საჩუქარს შეარჩევთ. მრავალსაუკოვანი კულტურით, ისტორიით და ესთეტიკით შთაგონებული სახლის ნივთები და აქსესუარები,რომლებსაც ტრადიციული ქართული ორნამენტები ახასიათებთ აუცილებლად ყველას გაახარებს საახალწლოდ. Blue Tabla-ს პროდუქციის შეძენა მათ ვებგვერდზე, დისტანციურადაა შესაძლებელი.
2. Wedgwood Showroom
Wedgwood მომხმარებელს ფაიფურის და ბროლის თანამედროვე და ამავდროულად ტრადიციულად დახვეწილი ჭურჭლის ფართო არჩევანს სთავაზობს. ილია ჭავჭავაძის გამზირის #8-ში მდებარე შოურუმში ან Wedgwood-ის ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მქონე ადრესატს შეუძინოთ საახალწლო საჩუქარი, რომელიც მათზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.
3.Zara Home
ინტერიერის დიზაინის ნებისმიერ მოყვარულს წარმოუდგენელ სიხარულს მოჰგვრის საახალწლო საჩუქრად Zara Home-ის პროდუქციის მიღება,რომლის შეძენაც მათ ოფიციალურ ვებგვერდსა და თბილისი მოლშია შესაძლებელი. საწოლის გადასაფარებლები, ავეჯი საძინებელი,მისაღები თუ სააბაზანო ოთახებისთვის,ფუმფულა ხალათები… – აქ ყველაფერია, რათა თქვენს საყვარელ ადამიანებს სამუდამოდ დაამახსოვროთ 2021 წლის პირველი დღე, ხოლო დანარჩენი დღეები კიდევ უფრო გაულამაზოთ.
4.White Studio
ხელნაკეთი კერამიკული და ფაიფურის ნივთები ის დეტალია, რომელიც ყოველ სახლს შესძენს თბილ, სთუმართმოყვარე და უნიკალურ იერსახეს. სწორედ ასეთ პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს White Studio, რომლის საოცარი სარკეების, ჭურჭლისა თუ სხვა ნივთების შეძენა მათი ვებგვერდის საშუალებით ძალიან მარტივია.
5.Saini/საინი
“საინში” საყვარელი ადამიანების გასახარებლად და სასიამოვნოდ გასაოცებლად იდეალური კოლექცია დაგხვდებათ – ქართული ანბანის ორნამენტები ფაიფურის,მინის, ხისა და კერამიკის საავტორო ნივთებზე, ნაძვის ხის და ჩიჩილაკის ხელნაკეთი კერამიკული სათამაშოები – ეს ყველაფერი შეიძლება საუკეთესო, განსხვავებული შინაარსის მქონე საჩუქრად იქცეს. “საინის” პროდუქციის შეძენა დისტანციურადაა შესაძლებელი.
6.Buyers/ბაიერსი
მაღაზია “Buyers” მომხმარებელს მუდამ აოცებს თავისი საოცარი კოლექციებით, თუმცა წელს ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით მისმა უნიკალურმა საახალწლო დეკორაციებმა მიიქცია – სოციალური პასუხისმგებლობით სავსე, ნიღბიანი ცხოველები, ტროპიკული სანტები თუ სხვა პერსონაჟები თქვენი საჩუქრის ადრესატს აუცილებლად დაამახსოვრებს 2020 წელს. “Buyers”-ის შოურუმი მომხმარებელს გერონტი ქიქოძის #11-სა და თავის ვებგვერდზე ელოდება.
7.Tessuto
თუ ისეთი ადამიანისთვის არჩევთ საჩუქარს, ვისაც იტავებს ქსოვილების მრავალფეროვნება და ესთეტიკა, მაშინ მაღაზია “Tessuto” თქვენთვის იდეალური ვარიანტია. აქ შეხვდებით ფერად-ფერად,დახვეწილ, უნიკალურ პროდუქციას, მათ შორის ბალიშისპირებს, ხალათებს,ფარდებსა და სხვა აქსესუარებს. “Tessuto” ილია ჭავჭავაძის #37-ში მდებარეობს და შეკვეთებს საკუთარი ვებგვერდის საშუალებითაც იღებს.
8.Coin Casa
მაღაზია “Coin Casa” , რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის #24-ში მდებარეობს წელს განსაკუთრებულად მიმზიდველ საახალწლო კოლექციას გვთავაზობს, ნაძვის ხის დეკორაციების, სუფრებისა და სხვა უამრავი აქსესუარის ჩათვლით, რომელიც ინტერიერის დიზაინს ბევრად თბილსა და ოჯახურს გახდის.