in

2021 წლის ძირითადი ტრენდები დიზაინში

ზოგი წარსულში იყურება და შთაგონების წყაროს პოვნას იქ ცდილობს, ზოგიც კი მომავალს შეჰყურებს და აინტერესებს, რას შემოგვთავაზებს ახალი სეზონი. ცნობილია, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ მოვლენებს დიზაინის ტენდენციები თავისებურად გამოხატავს.  ჩვენ წარმოგიდგენთ 10 ძირითად ტენდენციას ინტერიერის დიზაინში 2021 წლისთვის.

1.სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფერთა ტენდენცია

მუქი ლურჯი ფერი 2021 წელს ტრენდული გახდება. ახალი შავი ფერი იდეალურია ელეგანტური და თანამედროვე სივრცეების შექმნისთვის

 

2. ნათელი ხე

სკანდინავიურ სტილში ნათელი ხე გახდება მოდური მასალა ინტერიერისთვის. ის გამოყენებული იქნება არა მხოლოდ იატაკისთვის, არამედ კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებლადაც.

ნათელი ხე ბუნებრივ ფერში  ესთეთიკური შტრიხი იქნება მრავალფუნქციური სივრცეების დიზაინში.

 

3. თანამედროვე ეკოლოგიური დიზაინი

შფოთიან პერიოდში მწვავე მოთხოვნილებაა ისეთი გადაწყვეტილებების შემუშავებაზე, რომელიც დაეხმარება პლასტიკური ნარჩენების უტილიზაციას. ახალი ბიოპლასტიკური მასალები, რომლებიც მეორადად გამოიყენება და გარემოზე დაბალი ზემოქმედებით გამოირჩევა 2021 წლის დიზაინის ახალი ტრენდი იქნება. დიზაინერები გათამამდნენ და  ნაკეთობები ახალი და უჩვეულო მასალებისგან შექმნეს.

 

4. თვალშისაცემი ძვირფასი ნივთები

მინიმალისტური ფუფუნების დიზაინის ტრენდი. აღნიშული სტილი გულისხმობს ავეჯსა და ინტერიერის ელემენტებში ძვირფასი მასალისაგან შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოყენებას.

 

5. ბუნების ელემენტები

ეს არის დეკორის ტენდენცია, რომელიც დამყარებულია იმაზე, რომ სახლში შემოვიყვანოთ ბუნება. აღნიშული ტენდენცია ხელს უწყობს ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირის გამყარებას. უხვად გამოიყენება ნატურალური და ორგანული მასალები, იმისთვის რათა არ დაგვავიწყდეს გარე სამყაროს, ბუნების არსებობა.

 

6. რუხი – 2021 წლის ფერი

 

2020-2021 წელი რუხი ტონალობებით იქნება გამორჩეული

 

ცივი, ნატურალური ფერი, იდეალურია ელეგანტურ შენობებში, სადაც  ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე დიზაინის შერწყმა ხდება.

 

7. თანამედროვე „ქანთრი“ სტილი

ეს არის ახლისა და ძველის ნაზავი

აღნიშნული სტილი გულისხმობს თანამედროვე შტრიხებით კომფორტული ინტერიერის შექმნას. ეს არის კლასიკური დროის ახალი ინტერპრეტაცია, დროზე გამარჯვებული დიზაინის დღესასწაული.

 

8. სახის ხაზოვანი გრაფიკა

ონლაინ-სამყაროს პოპულარული ტენდენცია. ეს სტილი ათასწლეულებს ითვლის და ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა.

 

9. ინტერიერის ურბანული სტილი

ინდუსტრიული სტილი მრავალმიზნობრივი გამოყენებისთვის. ეს არის თანამედროვე სტილი, რომელიც ჰიბრიდულ სახლებს მიესადაგება.

აღნიშული სტილი განსაკუთრებით პოპულარულია ახალ თაობაში და მისი მთავარი მახასიათებელი ერთ სივრცეში სხვადასხვა ფუნქციური ზონების არსებობაა.

 

10. ნეიტრალური

ნეიტრალური ფერები და გარემო არასდროს გადადის მოდიდან. ეს სტილი იდეალურია უფრო ინტიმური, მყუდრო  და დახვეწილი გარემოს შესაქმნელად.

რესტორატორ გიორგი აზნიაშვილის ბინა ვერაზე

ქალაქების გეგმარება ზემოდან