in

10 ბრენდი და გამოფენა, რომელიც კოპენჰაგენის 3 Days of Design-ის ფარგლებში აუცილებლად უნდა მოინახულოთ

12-14 ივნისს კოპენჰაგენში მნიშვნელოვანი დიზაინ გამოფენა, 3 Days of Design 2024 გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას არაერთი ცნობილი ავეჯის ბრენდი მიიღებს. გამოფენის განმავლობაში მნახველებს შეეძლებათ როგორც ახალი ავეჯის, სანათებისა და სხვა სახლის აქსესუარების აღმოჩენა, არამედ ქალაქის ღირსშესანიშნაობების ხილვა, ისტორიული უბნების აღმოჩენა და სხვა. დანიის დედაქალაქში თავს არა მხოლოდ სკანდინავიური, არამედ საერთაშორისო ბრენდები მოიყრიან, რომლებიც დამთვალიერებლებს ექსკლუზიურ და გამორჩეულ კოლექციებს შესთავაზებენ. დღევანდელ სტატიაში კი 10 ბრენდის შესახებ გიამბობთ, რომელთა ღონისძიებების გამოტოვებას 3 days of design-ის ფარგლებში ინტერიერის დიზაინერები და ექსპერტები არ გირჩევენ.

Collage by Frama and Toogood

წლევანდელი ღონისძიებისთვის ბრენდმა Frama-მ ბრიტანელ დიზაინერ ფაიე ტუგუდთან კოლაბორაცია გადაწყვიტა. მათ მიერ შექმნილი კოლექცია კოპენჰაგენში Collage-ს სახელით იქნება წარმოდგენილი და საკმაოდ ფერადი, თამამი ჩრდილებით შექმნილ ავეჯს გააერთიანებს.

Frama, Fredericiagade 57, 1310 Copenhagen

Made by Choice

ფინური ავეჯის ბრენდი საკუთარ კოლექციას ისტორიულ იახტაზე წარმოადგენს, რომელიც ფესტივალის განმავლობაში შოურუმად იქცევა. იახტაზე წარმოდგენილი იქნება ტექსტილის დიზაინერის იოჰანა გულიხსენის ქსოვილები და Made by Choice-ის პროდუქტები. ინტერიერის გასანათებლად ბრენდი Light Cognitive-ის დახვეწილ სანათებს გამოიყენებს. იახტაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შინაური ცხოველების ბრენდის Studio Kanto-ს დიზაინი.

Lycka Yacht, Refshaleøen, Sønder Hoved, 1432 Copenhagen

Domestic Pleasures by Tableau

კოპენჰაგენის სტუდია Tableau თავის ახალ პროდუქტებს ორ ლოკაციაზე წარადგენს. ბრენდი ფოკუსირებული იქნება თემაზე: “რა აქცევს შენობას სახლად?”. გამოფენის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ათამდე ხელოვანისა და დიზაინერის მიერ შექმნილი პროდუქტი.

Tableau Gallery, Vimmelskaftet 41A, 2nd floor, 1161 Copenhagen and Tableau Concept Store, St Strandstraede 20, 1255 Copenhagen

Ukurant Unwrapped

განვითარებადი დიზაინის პლატფორმა Ukurant ყურადღებას გაამახვილებს ახალგაზრდა დიზაინერებზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 19 დიზაინერის ექსპერიმენტული ნამუშევარი, რომლებიც სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩა.

Frederiksholms Kanal 28A, 1220 Copenhagen

Crafting Plastics by Kasper Kyster

დიზაინერი კასპერ კაისტერი, Ukurant-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, გამოფენაში მონაწილეობას მარტო მიიღებს. იგი მიზნად ისახავს შეცვალოს ხალხის შეხედულებები პლასტმასის, როგორც სამრეწველო მასალის შესახებ და დაამტკიცოს მასალის უპირატესობები. ამჯერად დიზაინერმა პლასტმასისგან ხელნაკეთი ავეჯი შექმნა, რასაც თავად “ინდუსტრიულის ორგანულად გარდაქმნის პროცესს” უწოდებს.

Officinet, Bredgade 66, 1260 Copenhagen

The Grand Suite by Helle Mardahl Studio

მინის ჭურჭლის დიზაინერი ჰელე მარდალი საკუთარ ნამუშევრებს The Grand Suite-ს გამოფენისთვის წარადგენს. ის გიწვევთ, მოინახულოთ განსაკუთრებული კოლექცია, რომელიც გაჩვენებთ თუ რას განიცდის თავგადასავლების მოყვარული ქალი, რომელიც მდიდრული და ელეგანტური ცხოვრების სტილით ცხოვრობს.

მარდალი ასევე გაერთიანდა Designmuseum Denmark-თან, რათა შექმნას The Souvenir Shop, გამოფენა და სუვენირების მაღაზია, სადაც შეგეძლებათ სხვადასხვა საჩუქრების შეძენა.

The Grand Suite, Bredgade 38, 2nd floor and The Souvenir Shop, Bredgade 68, 1260 Copenhagen

A Calm Place

1960-იანი წლების Korshage House-ის შთაგონებით, რომელიც შექმნილია არქიტექტორ ერიკ კორშაგენის მიერ, A Calm Place გამოფენას ხელმძღვანელობენ დიზაინერები Sébastien El Idrissi და Sara de Campos.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 10 განვითარებადი და დამწყები დიზაინერისა და სტუდიის ნამუშევრები.

Refugio, Nygårdsvej 19, 2100 Copenhagen

Islands of Wellbeing by Fritz Hansen

დანიური ავეჯის ბრენდი Fritz Hansen დაიკავებს სამ პორტს და შეისწავლის დიზაინის როლს არქიტექტურაში. ბრენდი გამოფენს გარე ავეჯს Operaparken-ში, ხოლო Papirøen-ის მეზობლად შესაძლებლობა გექნებათ, მოინახულოთ ერთ-ერთი ისტორიული საწყობი, სადაც Fritz Hansen-ის ახალი კოლექციის დათვალიერებას შეძლებთ.

Operaparken, Ekvipagemestervej 18, 1438 Copenhagen and Papirøen, Trangravsvej, 1436 Copenhagen

Peach Melba by Peach Corner

თორმეტი მხატვარი მნახველებს აჩვენებს არაერთ უჩვეულო დიზაინს, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიებითა და 3D პრინტერის გამოყენებით შეიქმნა. თითოეული მათგანი ფოკუსირებულია ხარისხსა და მასალაზე და გამოყენებულია კერამიკისა და ფაიფურის სხვადასხვა ნიმუშები.

Frederiksgade 1, 4th floor, room 413, 1265 Copenhagen

Enter the Salon

დიზაინერი Signe Hytte უხელმძღვანელებს ჯგუფურ შოუს Enter the Salon, რომელიც მიზნად ისახავს დიზაინისა და ხელოვნების შერწყმას. Enter the Salon, რომელიც გაიმართება კოპენჰაგენის ისტორიულ უბანში, შემოგთავაზებთ საერთაშორისო ბრენდების ცნობილ ნამუშევრებს, მათ შორის იაპონური ავეჯის მწარმოებელ Karimoku-ს და დიზაინ სტუდიებს Ladies & Gentlemen Studio და Origin Made.

The Conary, Dronningens Tværgade 26, 1302 Copenhagen

4 ნიშანი იმისა, რომ თქვენი კონდიციონერის შეცვლის დროა

გეომეტრიული ფორმებით შთაგონებული ინტერიერი ვაკეში — სტუდია „აუკის“ ნამუშევარი