in

300 წლის აღდგენილი სახლი კონექტიკუტის შტატში

Banner M2
Banner M2

როდესაც რესტავრატორმა როუზ ბონურამ 27 წლის წინ იყიდა მისი ისტორიული მე-18 საუკუნის სახლი სტენფორდში, კონექტიკუტის შტატში, ის ოცნებობდა დღეზე, როცა მის სათანადოდ აღდგენას შეძლებდა.

ნიუ-იორკელი ინტერიერის დიზაინერის, რაიან ლოუსონის მეშვეობით მან ეს მოახერხა. რაიანმა ბოლო ოთხი წელი სწორედ ამ ორსართულიანი სახლის ინტერიერის გულდასმით განახლებაში გაატარა.

ინტერიერის დიზაინერის პირველი ამოცანა იყო უკანა ვერანდის შემოღობვა და სივრცის გადაქცევა გრძელი, ღია კონცეფციის სასადილო ზონად, რომელიც უერთდება სამზარეულოს. ”ჩვენ შევინარჩუნეთ სახლის წინა ოთახები ხელუხლებლად და თითოეული სწორედ იმ მასშტაბის დარჩა, როგორიც ადრე იყო,” – ამბობს ლოუსონი.

გამომდინარე იქიდან, რომ როუზი კარგი მზარეულია, მნიშვნელოვანი იყო, რომ სახლის სამზარეულო ლამაზი და ფუნქციონალური ყოფილიყო”. ის შესანიშნავი დიასახლისია, რომელიც დიდ სადილებს ამზადებს და პატარა სამზარეულო არ იყო შესაბამისი. მას სჭირდებოდა სივრცე, რომელიც სავსე იქნებოდა საკვებითა და ყვავილებით“. ასეც გამოვიდა – სახლის სამზარეულო აბსოლუტურ შესაბამისობაშია მთლიანი სახლის ტონალობებთან – აქ ვხვდებით თეთრ, კერამიკის ფილებს, მეტალის ტექნიკასა და ხის კუნძულს. ყველაფერი ეს კი ერთგვარად ძველისა და ახლის შერწყმას ჰგავს.

სამზარეულოს შავი კარადების ხაზი გრძელდება ბუხრის ოთახშიც, სადაც სრულიად შავი, რესტავრირებული ბუხარი გვხვდება. აღსანიშნავია, რომ შავი ფერისვეა ბიბლიოთეკის თაროებიც და გათბობის საშუალებებიც.

ლოუსონმა ერთგვარად ხელახლა განსაზღვრა სივრცეები – მაგალითად, სასადილო ოთახი გადააკეთა ბიბლიოთეკად და მესაკუთრის ბოჰემური ესთეტიკა შეიტანა მასში.

ეს სხვენში განთავსებული საძინებელი კი ნამდვილადაა სიმყუდროვის ბუდე. აქ თითქმის არაფერია პრეტენზიული, გარდა ერთი დეტალისა – ჭეშმარიტად ბოჰემური სარკისა!

სახლი თავისი ძველებური, სხვენში განთავსებული სველი წერტილებითა და საძინებლებით, ვინტაჟური, ფერადი დეკორითა და მაინც თანამედროვე ესთეტიკით ნამდვილად არის გამორჩეული, რაშიც ლოუსონს დიდი წვლილი მიუძღვის.

ფოტოგრაფი: Stephen Kent Johnson

ლორა ბილდე – სკანდინავიური მინიმალიზმის შთამომავალი დიზაინერი

საახალწლო გვირგვინი საკუთარი ხელით – რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია