in

სახლი, რომელიც გარემოს ნაწილად იქცა — 35:35 Slope House

Alliance Group
Alliance Group

ხედი ამ სახლიდან, რომელიც ვარშავაში (პოლონეთი), მდინარე ვისტულას სანაპიროზე მდებარეობს, უბრალოდ სულისშემკვრელია. სწორედ გარემოს უნიკალურმა მახასიათებლებმა შთააგონა მეპატრონეებს, სახლის ასაშენებლად ეს ადგილი შეერჩიათ. შენობა უნიკალური ბუნებრივი ფასეულობების შეგნებული გამოყენების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

სახლი საოცრად არის შერწყმული გამწვანებულ ფერდობთან და ის შეუმჩნეველი ხდება როგორც მოპირდაპირე ნაპირიდან, ასევე ქუჩიდან და მეზობელი შენობებიდან, რაც მეპატრონეებს პრივატულობით უზრუნველყოფს.

 

 

 

ამ პროექტის ფარგლებში შესრულდა ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა — მისაღები ოთახისა და საძინებლის მიმდებარედ გაკეთდა „უსასრულო“ აუზი, რომელიც, ინტერიერის მხრიდან მთლიანად არის შერწყმული 35 მეტრიან მდინარესთან, რომელიც 35 სანტიმეტრით დაბლა მდებარეობს — სწორედ აქედან მოდის შენობის სახელწოდება — “35:35 Slope House”. ამ გზით მიღწეულ იქნა ნაგებობის საბოლოო კავშირი არსებულ ლანდშაფტთან — მდინარე ისე ახლოს მოჩანს, რომ, თითქოს, ინტერიერში აღწევს.

გამოსაყენებელი ოთახების უმეტესობა განლაგებულია შუა სართულზე და ისინი საუკეთესო ხედებით არის უზრუნველყოფილი. აქ გვხვდება მისაღები სასადილო ოთახით, სამზარეულო, კაბინეტი და მთავარი საძინებელი სააბაზანოთი. ყველაზე დაბალ სართულზე განლაგებულ ოთახებს კი აქვს პირდაპირი წვდომა მყუდრო ბაღზე.

 

არქიტექტურული ფირმა: 77 Studio architecture

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

როგორ მოწმდება სამშენებლო მასალების მაღალი ხარისხი?

6 ეფექტური გზა სტუდიოს ტიპის ბინაში საჭმლის სუნთან საბრძოლველად