თანამედროვე ადამიანის წინაშე ავეჯის უზარმაზარი არჩევანია. დღეს უკვე ნებისმიერი დიზაინის, ხარისხისა და ფასის ავეჯის შეძენაა შესაძლებელი, თუმცა ავეჯის გარეგნობაში, შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ ინდივიდუაული შტრიხის შეტანის სურვილი მაინც გაგვიჩდეს. ეს შეიძლება იყოს სახელური, სადგამი ფეხი ან თუნდაც ანჯამი. შესაძლებელია ავეჯი ჩვენს გემოვნებას სრულად აკმაყოფილებდეს, მაგრამ მისი რომელიმე დეტალის გამოცვლის საჭიროება მაინც დადგეს. სწორედ ამიტომ, გვსურს თბილისის რამდენიმე ადგილი გაგაცნოთ, სადაც ავეჯის გემოვნებიანი ფურნიტურის შეძენაა შესაძლებელი.
1.LTB Furniture Components • ელთიბი ავეჯის მასალები
კომპანია “ელთიბი” დაარსდა 2004 წელს და მას შემდეგ მომხმარებლებს სთავაზობს ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების ფართო ასორტიმენტს. აღსანიშნავია, რომ კომპანია ცდილობს უარი თქვას დაბალი ხარისხის პროდუქციაზე და ჩაანაცვლოს იგი ეკოლოგიურად სუფთა, ვიზუალურად ესთეტიური და გამძლე ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციით.
კომპანია ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2000 წლიდან და ის მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის მასალებსა და მზა ავეჯს. “იმერი” არის ავეჯის მასალების მწარმოებელი იტალიური “Saviola” – სა და ესპანური „Alvic“- ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ამას გარდა, კომპანია წარმოადგენს დანადგარების მწარმოებელ შემდეგ ევროპულ კომპანიებს: “Holz-her” , “ HolZmann“, “Adamik“.
3. სხივი • ავეჯის აქსესუარები / Furniture Accessories
“სხივი” ავეჯის აქსესუარების კიდევ ერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ კავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს. აღნიშნულ მაღაზიაში ავეჯთან და სხვა მრავალ ნივთთან ერთად, ავეჯის ფურნიტურის შეძენაც არის შესაძლებელი.