in

როგორ ჩავანაცვლოთ მოდიდან გადასული 5 ფერი 2025 წელს

მოდის სამყაროში ტენდენციები სწრაფად იცვლება. დიზაინერები ყოველთვის ქმნიან ახალ კონცეფციებს, რაც  გვაძლევს მოტივაციას, გამოვაცოცხლოთ ჩვენი საცხოვრებელი სახლები. თუმცა, მაინც უნდა მოვერიდოთ ბინის ისეთ ფერებში შეღებვას, რაც მალე მოძველდება.

როდესაც ბოლო რამდენიმე წლის მოდურ ფერებზე ფიქრობთ, ხვდებით, რომ არც ისე მალე დაუკარგავს აქტუალობა. ზოგიერთმა ფერმა მართლაც დიდხანს შეინარჩუნა პოპულარობა, ან უბრალოდ ჩვენ ვერ შეველიეთ.

არსებობს ერთი და იმავე ფერის სხვადასხვა ტონალობები (ცივიდან თბილამდე), სხვადასხვა ტექსტურა (მქრქალიდან პრიალამდე) და სახლში სხვადასხვა ადგილები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია (დერეფნებიდან სამზარეულომდე). საბოლოო ჯამში, საქმე პირად სტილსა და გემოვნებამდე დადის.

თუ თქვენი სახლისთვის ახალ შთაგონებას ეძებთ, ამ სტატიაში ნახავთ ხუთი ფერის და შესაბამისი ტონალობების ჩამონათვალს, საიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფერი.

  1. შეცვალეთ ნაცრისფერი ნაზი ყვითლით

ნაცრისფერმა, ფაქტობრივად, თავი ამოწურა. თანამედროვე სახლების ფერთა პალიტრა მერყეობს ცივი, ფოლადისფერი ნაცრისფრიდან თბილ, ქვისფერ  ტონებამდე. ამიტომ, ვფიქრობთ, დროა ჩვენი ყურადღება მივმართოთ ქვიშისფერზე.

ნაცრისფერი შეიძლება იყოს ოდნავ ცივი, არ იწვევდეს სიმყუდროვის შეგრძნებას და არ ათბობდეს გარემოს.

  1. შეცვალეთ ქათქათა თეთრი კრემისფრით

ქათქათა თეთრი, გულწრფელად რომ ვთქვათ, გახდა მარტივი გამოსავალი. სივრცეები, სადაც ყველაფერი მონოქრომატული თეთრია, სტერილურად და ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება. თეთრისგან დისტანცირება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა უთხრათ ნათელ, მსუბუქ ფერებს. უამრავი განსაცვიფრებელი ფერი არსებობს.  ხალხს იზიდავს უფრო ნაზი ფერები, რაც მათ თავს უფრო მყუდროდ აგრძნობინებს. ახლა პოპულარულია კრემისფერი. სახლიც უფრო მიმზიდველი ხდება. თვალს ამშვიდებს თბილი, ნეიტრალური ტონები. გამოიყენეთ ეს ფერი თბილ, ნათელ აქსესუარებთან ერთად, მაგალითად, როგორიცაა ტერაკოტას ფილები.

თეთრი ჩანაცვლდება უფრო მკვეთრი ფერებით, როგორიცაა მაგალითად, შინდისფერი.

  1. ჩაანაცვლეთ მწვანე მეწამულით

 

მწვანე ბოლო წლებში ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებული ფერია. ამ ფერის ვარიაციები ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ტენდენციად იქცა. დიზაინერებმა  შეისწავლეს ყველა შესაძლო ტონი, ჩრდილი და ტექსტურა.  ხასხასა, ბალიხფერი მწვანედან ხავსისფრამდე ყველანაირი ტონალობა მოსინჯეს. გამომდინარე აქედან, როგორც ჩანს, მწვანე 2025 წელს მოდიდან გადავა.

მაშინაც კი, თუ მწვანე კვლავაც მოთხოვნადი იქნება, პოპულარული გახდება მისი თბილი ტონები. მაგრამ უმჯობესია მეწამული, ან  უფრო დრამატული, მაგრამ მიწიერი ტონებით გავამდიდროთ ინტერიერები.  არაერთმა დიზაინერებმა დაასახელა მეწამული, როგორც მომავალი წლის ყველაზე ტენდენციური ფერი.

  1. შეცვალეთ ლურჯი იისფრით

ლურჯი ისევე უყვართ ადამიანებს, როგორც მწვანე. მხატვრებმაც აქტიურად დაიწყეს ამ ფერის გამოყენება. ლურჯს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. მოდურიცაა, ელეგანტურიც. თუ ლურჯი თქვენი საყვარელი ფერია, თავისუფლად განაგრძეთ მისი გამოყენება! უბრალოდ დაიმახსოვრეთ – ის შეიძლება ყოველთვის არ იყოს საუკეთესოდ მორგებული თქვენს ინტერიერზე.  გახსოვდეთ, რომ არსებობს უამრავი სხვა ლამაზი ტონიც.

ცივი ლურჯი შეიძლება იყოს ძალიან სტერილური, ან ერთფეროვანი.  ჩვენი საცხოვრებელი, თუ სამუშაო სივრცეები ენერგიას უნდა ასტიმულირებდნენ.  ლურჯის მოყვარულებს შეუძლიათ სცადონ ღია მეწამული, ან ბაცი იისფერი. ლავანდისფერიც კარგ და თანამედროვე ატმოსფეროს ქმნის, ინტენსიურია და დახვეწილი.

  1. შეცვალეთ კრემისფერი ტერაკოტათი

თბილ თეთრსა და კრემისფერს შორის არც ისე შესამჩნევი ზღვარია, მაგრამ თქვენ მიხვდებით, როდის გადაკვეთთ მას. თეთრი შეიძლება იყოს უფრო ცივი, ან თბილი. ის კარგად მუშაობს მსგავსი ტონის ფერებთან მათ დასაბალანსებლად. კრემისფერი უნიკალური ფერია, რომელიც ღია ყავისფერს ენათესავება. კრემისფერი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან პოპულარული იყო. ოდესღაც ძირითად ფერად აღიარებული კრემისფერი ახლა განიხილება, როგორც არასაინტერესო. ბევრ ადამიანს მოსწონს ხასიათის მატარებელი ტონები. მოსწონთ მიწიერი ტონალობები, როგორიცაა ტერაკოტა, რომელიც პოპულარული ხდება, იწვევს ორგანულ შეგრძნებს და აძლიერებს ბუნებასთან კავშირის განცდას.

ტენდენციები ემსახურება ჩვენს შთაგონებას, ხელი უწყობს ჩვენი და ჩვენი სახლების ევოლუციას, გამოვყავართ ერთფეროვნებიდან. ჩვენი სახლებისთვის ფერების შერჩევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ სივრცეში, შესაბამისად, ფერიც ჩვენთვის მოსაწონი უნდა შევარჩიოთ.

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს ექიმთან სიარული – ინტერიერის დიზაინის ძალა

აბაზანა, როგორც მისაღები ოთახი – რამდენიმე პროექტი შთაგონებისთვის