in

5 აქტუალური ტენდენცია სამზარეულოს დიზაინში

  1. ბუნდოვანი საზღვრები

სამზარეულო სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც საცხოვრებელი ფართის ნაწილი, რაც ნიშნავს, რომ სამზარეულოს ავეჯის ფორმები და მასალები მისაღები ან სასადილო ოთახის ინტერიერს ვიზუალურად უნდა შეესაბამებოდეს. სამზარეულო Teramo-ს მთავარი მახასიათებელია „ზოლიანი“ ზედაპირის მქონე ფასადები, რომლებიც ფიცრებს მოგაგონებთ. გლუვ ზედაპირებთან მათი დუეტი სივრცეს სიმყუდროვეს მატებს. 22მმ სისქის ფასადების წყალობით, დიზაინერებმა ფარული ამოჭრილი სახელურები გამოიყენეს. ინტერიერი საშუალებას იძლევა, რომ მთავარი სამუშაო სივრცე მაღალი ფასადების მიღმა დაიმალოს.

  1. ახალი მინიმალიზმი

სახლში ვცდილობთ, რომ ინფორმაციისა და ვიზუალური ხმაურისგან დავისვენოთ, ამიტომ დღეს პოპულარულია სინათლითა და ჰაერით აღსავსე მარტივი და გასაგები მინიმალისტური ინტერიერი. სამზარეულო Integrato უკიდურესად ლაკონიურია: მკაცრი ფასადები, არასაჭირო დეტალების ნაკლებობა, პრაქტიკულობა. ამ შემთხვევაში დიზაინერებმა უარი თქვეს ყველაფერ ზედმეტზე და სახელურებიც კი არ გამოიყენეს.

  1. ბუნებასთან უფრო ახლოს

ბევრი ადამიანი ურბანიზებულ გარემოში ცხოვრებისას ბუნებასთან კავშირს კარგავს. მისი ნაკლებობის კომპენსირების მიზნით შეგიძლიათ ბუნებრივ ფერთა პალიტრას, ყვავილების ნიმუშებს და ბუნებრივ მასალებს მიმართოთ. ლოფტის სტილის სამზარეულო Antro ტექსტურებით გვიზიდავს. ამას ემატება ალუმინის ჩარჩოს მქონე ფასადები პერფორირებული ლითონის ჩანართებითა და მინით. დიზაინს ასრულებს ხელოვნური ქვის ზედაპირი, ანთრაციტის ფერის კარკასი და უხილავი სახელურები.

  1. ფერთა ჰარმონია

ფერი ხელს უწყობს მოდუნებას და ენერგიით ავსებას, ინტერიერს ფორმალურ ან უფრო თავისუფალ ატმოსფეროს სძენს. სამზარეულოში, სადაც ყოველდღიურად დიდ დროს ვატარებთ, ფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ელემენტია. სამზარეულო Camelia შთამბეჭდავია თავისი მრავალფეროვნებითა და მდიდარი პალიტრით: 10 ექსკლუზიური ელფერი ყველაზე მოდური ტენდენციების სულისკვეთებით, ასევე, ფასადების RAL და NCS პალიტრების მიხედვით შეღებვის შესაძლებლობა (ისევე, როგორც Allure-ისა და Integrato-ს შემთხვევაში). აქცენტების განთავსებაში და ცალკეული ელემენტების ხაზგასმაში დეკორატიული ჩარჩო დაგეხმარებათ, ხოლო ბზინვარების დამატებაში – ოქროსა და ვერცხლის მორთულობა.

  1. მგრძნობიარობა

სახლში დროს ხშირად ვატარებთ და გვსურს, რომ ინტერიერმა ჩვენს გრძნობებზე სასიამოვნო გავლენა იქონიოს. ტენდენციების სიაში შედის სხვადასხვა სახის ტექსტურები, რომლებიც სასიამოვნოა როგორც თვალისთვის, ასევე შეხებისას. სამზარეულო Allure-ში, რომელიც არტ-დეკოს ესთეტიკის მცოდნეებისკენ არის მიმართული, ყურადღება ეთმობა უმცირეს დეტალებს: კარნიზებს, პლინთუსებს, სვეტებს, საყრდენებს და ოქროსფერ დეკორატიულ სახელურებს. ფასადებს ექსპრესიული „ზოლიანი“ ზედაპირი ამშვენებს, ვიტრაჟები კი ტაქტილური გოფრირებული მინისგან არის დამზადებული.

ბინა ახალ აშენებულ კორპუსში – ამ ტიპის უძრავი ქონების პოპულარობის 3 მთავარი მიზეზი

ზღაპრული კოტეჯი ემა აინსკოუს მიერ შექმნილი საიუველირო ყუთის ინტერიერით