in

5 ყვავილი, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ

ყველასთვის ცნობილია, რომ სახლში ცოცხალ ყვავილებს ენერგია და პოზიტიური აურა შემოაქვთ. ყვავილები თითოეულ ოთახს აცოცხლებენ და ახალისებენ, სივრცეს კი სიჯანსაღეს და ენერგიას მატებენ. გთავაზობთ ყვავილის 5 სახეობას, რომლებიც თქვენს სახლს განსაკუთრებულ სიხალისეს მიანიჭებენ:

ვარდი

ვარდი ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და სასურველი ყვავილია, რომელიც ნებისმიერ ოთახში ლამაზად გამოიყურება. ამას გარდა, ამ ჯიშის ყვავილები ფერების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევიან და შესაძლებლობას გაძლევენ, რომ მათი დიზაინი თქვენი დეკორის შესაბამისად შეარჩიოთ. წითელი ვარდი სიყვარულის ნიშანია, ვარდისფერი-მეგობრობის, ხოლო თეთრი მისი ახალგაზრდობითა და სილაღითაა ცნობილი.

ტიტა

ტიტა ძირითადად გაზაფხულზე გხვდება. სქელი ღეროსა და დახვეწილი ყვავილის ხარჯზე, ის თქვენი ინტერიერის განუყოფელ ნაწილად იქცევა. ვარდის მსგავსად, ტიტებსაც განსხვავებული ფერები აქვთ – ვარდისფერი ბედნიერების სიმბოლოა, წითელი სიყვარულის, ხოლო ნარინჯისფერი – სითბოსა და სიმყუდროვის.

მიხაკი

მიხაკი სახლის კიდევ ერთი ძალიან პოპულარული ყვავილია, რომელიც განსაკუთრებულად უხდება მისაღებისა და სამზარეულოს მაგიდებს. მიხაკები სიყვარულის, სიმშვიდისა და ოჯახის სიმბოლოები არიან.

ლილია

მდიდრული და დახვეწილი – ლილიები თავიანთი განსხვავებული გარეგნობით არიან ცნობილნი. ლილიების შეძენა განსაკუთრებით სასურველია მათთვის, ვინც ცხოვრებას ახალ სახლში აგრძელებს.

გვირილა

გვირილები მათი სადა და ლამაზი გარეგნობით გვხიბლავენ. ეს ყვავილი ბედნიერების და ერთგულების სიმბოლოა და დიზაინერები მის განთავსებას საძინებელ ან მისაღებ ოთახში გვირჩევენ.

ბინა კლასიკური დიზაინით შატბერაშვილის ქუჩაზე — თამარა წითლიძის ნამუშევარი

სახლი წყვილებისთვის: საზაფხულო კოტეჯი სკანდინავიაში