გემრიელი კერძების მომზადება ადამიანთა უმეტესობისთვის განტვირთვის საუკეთესო გზაა. დაგემოვნების პროცესი კი ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს აერთიანებს და თითოეულ სტუმარს სასიამოვნო ემოციებს ანიჭებს. ახალი წლის პერიოდი გემრიელ კერძებთან, ტკბილეულთან, ნამცხვრებთან ასოცირდება, ამიტომ ამ დროს ყველაზე მეტად კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარება და საყვარელი ადამიანების გახარება გვსიამოვნებს.
დღევანდელ სტატიაში ცხობისთვის საჭირო ინვენტარს გაგაცნობთ. ჩვენ დაგისახელებთ იმ აუცილებელ ნივთებს, რომლებიც ცხობის პროცეს გაგიმარტივებთ და ასევე გამოგადგებად საახალწლოდ საჩუქრებად. თითოეული პროდუქტი საერთაშორისოდ აღიარებულ ბრენდების მიერაა წარმოებული, რომლებიც ხარისხით, ეკოლოგიური სიჯანსაღითა და დიზაინით გამოირჩევა.
1. „Tescoma“-ს პიცის საცხობი ფორმა
იშვიათია ადამიანი, ვისაც პიცა არ უყვარს. სახლში მომზადებულ კერძს კი თავისებური ხიბლი აქვს. „Tescoma“-ს ნასვრეტებიანი საცხობი იდეალური არჩევანია ოჯახის წევრებთან ერთად უგემრიელესი პიცის გამოსაცხობად. ის ელექტრო, გაზისა თუ თერმო ღუმელებისთვის გამოიყენება და მარტივი მოსახმარია. 1992 წელს დაარსებული ჩეხური ბრენდის, „Tescoma“-ს პროდუქტი ხარისხითა და ეკოლოგიური სისუფთავითაც გამოირჩევა. მრავალწლიანი გამოცდილების ბრენდი სამზარეულოს ჭურჭლისა და აქსესუარების წარმოებითაა ცნობილი და პროდუქციის იმპორტს მსოფლიოს 130 ქვეყანაში ახორციელებს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
2. „OXO“-ს ცომის გასაბრტყელებელი
ამერიკული ბრენდი „OXO“ ნიუ-იორკში 1990 წელს შეიქმნა და განსხვავებული კატეგორიის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას ამარტივებს და მას გაცილებით კომფორტულს ხდის. სამზარეულოს აქსესუარები, ხელსაწყოები, საყოფაცხოვრებო ნივთები ფუნქციურობითა და გამძლეობით ხასიათდება. „OXO“-ს ცომის გასაბრტყელებელი ძალიან პრაქტიკული ნივთი იქნება კულინარიის მოყვარულთათვის, რომელიც ცხობის პროცეს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და მოსახერხებელს გახდის.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
3. „Joseph Joseph“ საცხობი ფორმების ნაკრები
სამზარეულოს აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანით ცნობილი ბრენდი, პროდუქციის მაღალი ხარისხითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. „Joseph Joseph“-ის საცხობი ფორმების კომპლექტი იდეალური არჩევანია ნამცხვრების, დესერტის, პიცისა თუ სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. პროდუქტი საკმაოდ მოსახერხებელი და საჭირო ნივთია ცხობისა და კულინარიის მოყვარულთათვის.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
4. „Patisse“-ს საჭრელი ფორის კომპლექტი
სადღესასწაულო პროცესში ყველაზე ამაღელვებელი საშობაო ორცხობილების გამოცხობაა, რომელიც განსაკუთრებულ სიხარულს მაშინ იწვევს, როდესაც მას საყვარელ ადამიანებთან ერთად აკეთებთ. „Patisse“-ს საჭრელი ფორმები კი დესერტის სრულყოფილებასა და საახალწლო სუფრის მორთვაში დაგეხმარებათ და განწყობასაც აგიმაღლებთ. 1989 წელს დაარსებული ბრენდის პროდუქცია, რომელიც მაღალი ხარისხის საცხობ ინვენტარს აწარმოებს, სანდოობით, ფუნქციურობითა და დიზაინის მრავალფეროვნებით ხასიათდება. ამასთანავე, საკმაოდ გამძლეა და დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
5. „Lodge“-ის საცხობი ოვალური ქვაბი
„Lodge“-ი ამერიკული ბრენდია, რომელიც 1877 წელს დაარსდა და ის თუჯის ჭურჭლის ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი მწარმოებელი კომპანიაა. ბრენდი საერთაშორისოდ აღიარებულია — ჭურჭლის, ქვაბების, საცხობი ტაფებისა და ღუმელების დამზადებით. „Lodge“-ის დახვეწილი და მიმზიდველი დიზაინის ქვაბი რეკომენდებულია პურის, ნამცხვრების გამოსაცხობად და წვნიანისა თუ სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. ემალირებული თუჯი დიდი ხნით ინარჩუნებს ტემპერატურას, ანტიბაქტერიული მინანქარი კი აადვილებს სისუფთავის დაცვას და იდეალურ ცხობასა თუ ხარშვას უზრუნველყოფს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
სამზარეულოს ხელსაწყოებით, ჭურჭლითა და აქსესუარებით ცნობილი უმაღლესი ხარისხის ბრენდების პროდუქციის შეძენა VELI.store-ზეა შესაძლებელი,სადაც მრავალფეროვანი და თქვენთვის სასურველი პროდუქტის შერჩევასთან ერთად, სრულიად უფასოდ, ნივთის შეფუთვისა და მისალოცი ბარათის დაწერის სერვისით სარგებლობაც შეგიძლიათ, რაც საჩუქრების მომზადების პროცესს გაგიმარტივებთ და დროსაც დაგიზოგავთ.