in

5 გამორჩეული წიგნი ინტერიერის დიზაინის შესახებ

თუ დიზაინის მოყვარული ხართ, დიდი შანსია, თქვენს თაროებს ყოველთვის ჰქონდეს ადგილი კიდევ ერთი, საინტერესო წიგნისთვის. თითოეულ სეზონზე დიზაინერები, დეკორატორები და ამ სფეროში მყოფი პროფესიონალები ახალ-ახალ წიგნებს გვთავაზობენ. ეს წიგნები არამხოლოდ ვიზუალურადაა გამორჩეული, არამედ ისინი საკმაოდ პრაქტიკულ რჩევებს იძლევიან ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში შემოგთავაზოთ 5 გამორჩეული და ახალი წიგნი დიზაინის შესახებ:

1. At Home: Evocative & Art-Forward Interiors

როგორ შევქმნათ ელეგანტური, თანამედროვე ინტერიერი, რომელიც, ამავდროულად, თბილი იქნება? ამ შემთხვევაში, ბრაიან პაკეტზე უკეთესი ექსპერტი არ არსებობს. დიზაინერი გვიზიარებს მის მიდგომას ტექსტურით მდიდარი სივრცეების შესაქმნელად – ასევე გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს აბსოლუტურად ყველაფრის შესახებ – იქნება ეს ღია იატაკის გეგმის შემუშავება, სათავსოს მაქსიმიზაცია თუ სხვა. (წიგნის შესაძენად ეწვიეთ ბმულს).

2. de Gournay: Hand-Painted Interiors

ყველამ ვიცით, რომ წიგნი მისი ყდის მიხედვით არ უნდა შევაფასოთ, მაგრამ ამ წიგნზე მსგავს შეფასებას გვერდს ვერ ავუვლით. ეს წიგნი ისეთივე ლამაზია გარედან, როგორც – შიგნიდან. ის აერთიანებს ხელით მოხატული ინტერიერების კოლექციას და გვთავაზობს ფერების ზეიმს. ნებისმიერ შემთხვევაში, ესაა წიგნი, ერთგვარი ვიზუალური დღესასწაული, რომელიც თქვენში სრულიად ახლებურ შთაგონებებს გააღვიძებს. (წიგნის შესაძენად ეწვიეთ ბმულს).

3. Garden Secrets of Bunny Mellon

ეს წიგნი არის მათთვის, ვისაც მებაღეობის სულ მცირე სურვილი მაინც აქვს და საკუთარ ეზოს სიამოვნებით უვლის. წიგნში აღწერილია ბანი მელონის რამდენიმე ყველაზე ცნობილი ნამუშევარი (მათ შორის, თეთრი სახლის ვარდების ბაღი). ასევე ამ წიგნით ის გვაცნობს მის პირად ცხოვრებას, გვიზიარებს ისტორიებს, რჩევებს, რომლებსაც ის მუშაობის პერიოდში საკუთარ წიგნაკებში იწერდა. (წიგნის შესაძენად ეწვიეთ ბმულს).

4. Soul of the Home: Designing with Antiques

გსურთ შეიტანოთ ანტიკვარიატი თქვენს სახლში, მაგრამ არ იცით, როგორ უნდა დაიწყოთ? დილერი ტარა შოუ დასახმარებლად მზადაა. შოუ კარგად ერკვევა ანტიკვარული ნივთების ყიდვასა და გაფორმებაში. წიგნში ის გვაცნობს სხვადასხვა სტილის ანტიკვარულ და ვინტაჟურ ავეჯს, შემდეგ კი გვთავაზობს ბევრნაირ იდეას, თუ რა გზით უნდა შევიტანოთ მსგავსი ავეჯი ინტერიერში. (წიგნის შესაძენად ეწვიეთ ბმულს).

5. The Lives of Others: Sublime Interiors of Extraordinary People

იმოგზაურეთ მსოფლიოში ფოტოგრაფ სიმონ უოტსონთან ერთად. ის შვეიცარიიდან მაროკომდე უამრავ დახვეწილ სახლს ესტუმრა – ყველა მათგანი ისეთივე საინტერესოა, როგორც მათი დეკორი. შეგიძლიათ, ფოტოგრაფის ფოტომასალის მეშვეობით უამრავ ორიგინალურ და საინტერესო სახლში ამოყოთ თავი, თანაც სახლიდან გაუსვლელად. (წიგნის შესაძენად ეწვიეთ ბმულს).

ქართული პროექტები Archdaily-ზე

ტერასიანი ოჯახური სახლი მაიორკაზე