in

5 მოდური ფერი 2023 წლის საახალწლო დეკორისთვის

წითლისა და მწვანეს ტრადიციულ ტანდემს წელს ცივი და ბუნებრივი ელფერები გადაფარავს. ამ სეზონის აშკარა ფავორიტია ლურჯი და თეთრია, რომლებიც ელეგანტურობას შემატებს ნებისმიერ ინტერიერს, ხოლო ბუნებრივი ფერების პალიტრა ნელა, მაგრამ აუცილებლად იმსახურებს დეკორატორებისა და მოდის კანონმდებლების სიმპათიას. დღეს ჩვენ 2023 წლისთვის 5 ყველაზე ტრენდულ ფერთა პალიტრას განვიხილავთ.

  1. ბუნებრივი ელფერები

სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე — ეს სიტყვები საუკეთესოდ აღწერს ნატურალური კრემისფერ-ტერაკოტას ფერთა პალიტრას, რომელიც მომავალ წელს მოდური იქნება. ტერაკოტას ყველა ვარიაცია საახალწლო აურზაურში შემოიტანს ჰარმონიასა და სიმშვიდეს, რომელიც გარემოს ასე ხშირად აკლია. სერვირებისა და დეკორაციის ძირითადი ბუნებრივი პალიტრის მასალებია ტილო, ხე და კერამიკა. თუ გსურთ, ატმოსფერო ოდნავ გააცოცხლოთ, დაამატეთ რამდენიმე ნათელი შტრიხი იმავე ბუნებრივი პალიტრიდან — მდიდარი ნარინჯისფერი ან ზაფრანის ფერი.

  1. ლურჯი

ამ ფერის ტონები პოპულარულია არა მხოლოდ ავეჯის გადასაკრავი მასალისთვის, არამედ, ცნობილი დიზაინერები და დეკორატორები სულ უფრო ხშირად იყენებენ მათ საახალწლო დეკორაციისთვის. კლასიკური მუქი ლურჯი კარგად გამოიყურება როგორც თავისთავად, ასევე თეთრ, ნაცრისფერ და ვერცხლისფერ ჭურჭელთან და ობიექტებთან ერთად.

  1. ნათელი ფერები

ახალი წლის ღამეს ხშირად ჩნდება სურვილი, თავი ბავშვად იგრძნოთ, გულწრფელად ისიამოვნოთ დღესასწაულით და მომავლის იმედით აივსოთ. კაშკაშა კარამელისფერი ტონები ცოტა ხნით ბავშვობაში დაგაბრუნებთ — საახალწლო სუფრაზე ან ნაძვის ხესთან პატარა ფერადი სამყარო შექმენით. ყვითელი, წითელი, იასამნისფერი, ლურჯი და მწვანე ფერები შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მარტო საშობაო დეკორაციებში ან სადღესასწაულო მაგიდის გასაფორმებლად, არამედ თავად კერძებშიც.

  1. თეთრის ელფერები

ალბათ, ეს საახალწლო სუფრის გაფორმების ყველაზე ელეგანტური ვერსიაა — თავად ზამთრის, ფანჯრის მიღმა გადაშლილი თოვლიანი პეიზაჟის, სიწმინდისა და იმედის ფერი. თეთრის სხვადასხვა ვარიაცია ნებისმიერ ინტერიერში სანახაობრივია. მას შესანიშნავად ეხამება ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის დანამატები, ასევე, ხის და კერამიკის ნებისმიერი ელფერი.

  1. წითელი და მწვანე

წითლისა და მწვანეს ტრადიციულ დუეტს ბოლო სიტყვა ჯერ არ უთქვამს. უფრო მეტიც, ამ ფერის კომბინაციამ მოახერხა დეკორაციის სცენაზე უფრო საინტერესო, არც ისე ნათელი ვერსიით დაბრუნება. ახალ ვარიანტში ორივე ფერი ოდნავ მდუმარე და ჩაბნელებულია.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

Maison Colbert — სახლი ლონდონის უძველესი ნანგრევების მიღმა

მინიმალისტური სტილის კონცეპტუალური მაღაზია აბაშიძეზე – Spott Studio-ს ნამუშევარი