in

5 ყველაზე გავრცელებული ფერი მისაღები ოთახისთვის

როგორც წესი, მისაღები ოთახი ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს სტუმრებზე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე. ეს არის ის ოთახი, რომელიც აჩვენებს თქვენი სახლის დეკორის სტილს და აყალიბებს ტონს სხვა დანარჩენი ოთახებისთვისაც. სწორედ ამიტომ, მისაღები ოთახისთვის სწორი ფერის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა.

ამ სტატიაში უნდა გიამბოთ იმ 5 უკვდავ და ტრენდულ ფერზე, რომლებიც დიზაინერების აზრით, მისაღები ოთახისთვის ზედგამოჭრილია:

ლურჯი

2022 წლის ერთ-ერთ ტრენდულ ფერს სწორედ ლურჯი წარმოადგენს. ალბათ, ძალიან გაგვიჭირდება ისეთი სივრცის მოძებნა, რომელსაც ლურჯი ან მისი სხვა გრადაცია არ მოუხდება. ლურჯი ცოცხალი, ბევრისთვის საყვარელი ფერია და მისი გამოყენება მისაღებ ოთახში სრულიად გამართლებულია.

ჩვენი საყვარელი ლურჯის ელფერი კაპაროლის კატალოგიდან:

თეთრი (ხესთან კომბინაციაში)

მათთვის, ვინც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხელიდან გაუშვა ეს ტენდენცია, ახლა შესანიშნავი დროა, მისაღები ოთახი თეთრისა და ხის ფერით გაამდიდროს. შეუთავსეთ თეთრ ფერს ხის თბილი აქცენტები, იქნება ეს ხის თარო, ხის იატაკი, ხის სათავსოები თუ სხვა და ეს ტექნიკა ოთახში სიმყუდროვის შემოტანაში დაგეხმარებათ.

ჩვენი საყვარელი თეთრის ელფერი კაპაროლის კატალოგიდან:

მწვანე

მწვანე ყოველთვის არ იყო პოპულარული ფერი მისაღებ ოთახში, რადგან მისთან “გამკლავება” საკმაოდ რთულია. თუკი ამ ფერს სწორად არ გამოიყენებთ, შეიძლება, სივრცე საკმაოდ უღიმღამო გახდეს. თუმცა, რეალურად, მწვანე ფერს დიდი შანსი აქვს, თქვენი მისაღები ოთახი ცოცხალი და ხალისიანი გახადოს, ვინაიდან ის ბუნების და სიცოოცხლის ფერია. ამიტომაც, შეარჩიეთ მწვანე ტონის სწორი გრადაცია და სწორი განათება იმისთვის, რომ ეს ელფერი უფრო მომგებიანად გამოიყურებოდეს თქვენს სივრცეში.

ჩვენი საყვარელი მწვანეს ელფერი კაპაროლის კატალოგიდან:

კრემისფერი

თუკი თქვენი ოთახისთვის “უსაფრთხო” ფერს ეძებთ, მაშინ კრემისფერი ნამდვილად უკონკურენტოა. კრემისფერი თითქმის არასდროს ხდება მოსაწყენი. ისევე როგორც თეთრი და ნაცრისფერი, კრემისფერი ყოველთვის ერგება სხვადასხვა სტილსა და დეკორს.

ჩვენი საყვარელი კრემისფერის ტონი კაპაროლის კატალოგიდან:

ნაცრისფერი

და ბოლოს, ვასახელებთ იმ ფერს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ნეიტრალური და ტრენდული იყო – ესაა ნაცრისფერი. ეს არის ფერი, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სწრაფად შეცვალა თეთრი მისაღებ ოთახებში. რუხი ფერის ჩრდილები საშუალებას გაძლევთ, მარტივად დაიცვათ ბალანსი თბილ და ცივ ტონებს შორის.

ჩვენი საყვარელი რუხის ელფერი კაპაროლის კატალოგიდან:

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ძველებური ბინა განახლებული დიზაინით საბურთალოზე – სტუდია Function-ის ნამუშევარი

ვაშინგტონში მდებარე უძველესი სახლის რედიზაინი იერემია ბრენტის მიერ