VELI.store მხარს უჭერს ქართული წარმოების განვითარებას, რისთვისაც აქტიურად იყენებს როგორც თავად პლატფორმას, ისე სხვადასხვა ციფრულ არხებს.
ველის ციფრულ თაროებზე მომხმარებელს 300-ზე მეტი ქართული ბრენდის ცალკეულ კატეგორიაში აღმოჩენა შეუძლია. მხოლოდ ქართული – მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მარტივად აღმოაჩინონ ქართული ბრენდები და ხელი შეუწყონ ქართული ბიზნესის განვითარებას.
ამ ბლოგში რამდენიმე ქართულ ბრენდს შეხვდები, რომლებმაც ხარისხიანი პროდუქციის შექმნით უკვე მოიპოვეს პოპულარობა:
mulberry
საწოლის თეთრეული და ბალიში საკმარისად ხანგრძლივად ეხება შენს სხეულს, იმისთვის რომ ზიანი ან სარგებელი მოუტანოს. ბამბის საპირისპიროდ, აბრეშუმის ქსოვილი კანს კვებავს და ტენიანობას უნარჩუნებს.
VELI.store-ზე ქართული ბრენდის, mulberry-ის აბრეშუმის პროდუქციას აღმოაჩენ, რომელიც ამ მასალისგან დამზადებულ დახვეწილი დიზაინის ბალიშის პირებს, საძილე ნიღბებსა და თმის სამაგრებს გთავაზობს.
აბრეშუმის ბალიშის პირი უნაკლოდ გლუვი ზედაპირით, თმას დამუხტვისა და დაზიანებისაგან იცავს. ხოლო, მასში შემავალი ბუნებრივი ამინომჟავები თმას ბზინვარებას და ჯანსაღ იერს ანიჭებენ. აბრეშუმის ბალიშის პირზე ძილი უნარჩუნებს სახის კანს ტენიანობას, ხელს უშლის ასაკობრივი ხაზების წარმოქმნას, ანიჭებს თმას ბზინვარებას და გამოირჩევა ჰიპოალერგიული თვისებებით.
ზეზეწარი
ზეზეწარი ქართული პრემიუმ ხარისხის სახლის ტექსტილის ბრენდია, რომელიც ინოვატორია საქართველოს ბაზარზე. ბრენდი მომხმარებელს სადა, კომფორტულ და ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიაში, როგორიცაა: თეთრეული, პიჟამა, პირსახოცი, ხალათი და სხვა. კომპანიის მიზანია შექმნას ხარისხიანი ქართული პროდუქტი, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გავა და მომხმარებელს თავს დაამახსოვრებს.
ზეზეწარი წარმოგიდგენს ევროპაში ყველაზე პოპულარულ მელანჟის თეთრეულს. მელანჟის ქსოვილი გამოირჩევა რბილი ტექსტურით და კომფორტულია მოხმარებისთვის. ასევე არის ეკომეგობრული და არ საჭიროებს დაუთოებას, ხოლო რეზინის კუთხეები კიდევ უფრო მარტივს ხდის მის გამოყენებას.
იგრიკა – ჩანთა იფრარის ყვავილებით
იგრიკა გადმოგცემს ამბებს, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება, ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე. ამიტომაც ბრენდი შენთან ერთად მიჰყვება გზას ამ მისტიკურ სამყაროში. აღმოჩენებს კი მთელი გულით გიზიარებს, რადგან მიაჩნია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ , ამბავი შენით განაგრძობს თხრობას.
იგრიკა, ჩანთა „იფრარის ყვავილებით“ გაფორმებულია უძველესი სიმბოლოთი, რომელსაც სვანეთში, იფრარის მთავარანგელოზის ტაძარში, კანკელის ფრთაზეა გამოსახული. ეს ყვავილოვანი ესკიზი სწორედ აღნიშნული კედლის დეკორის შთაგონებით შეიქმნა. ხატმწერი თავის თავს მოიხსენიებს როგორც – მეფის მხატვარი თევდორე, რომელიც სავარაუდოდ დავით აღმაშენებლის კარის მხატვარი იყო. ასეთ ძვირფას და სასიხარულო ფაქტებს ინახავს ამ ესკიზით შექმნილი ჩანთა, რომელიც შენი ყოველდღიურობის ნაწილად შეგიძლია აქციო.
Sheidish
Sheidish არის პრემიუმ ხარისხისა და ეკო ცნობიერების შეგრძნება. ეს არის პირველი ქართული ეკო თეთრეულის ბრენდი, რომლის კოლექციები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებული მასალებისგან. ნაჭრების 90% დამზადებულია გამოუყენებელი ქსოვილებია, რომლებიც შეგროვებულია OETX-ის სერტიფიცირებული ფრანგული მოდის სახლებიდან.
ბრენდისგან შესანიშნავი არჩევანი იქნება კიმონოები Sheidish, ყვავილებიანი ატლასის კიმონო ფლორა თუ რბილი ატლასის კიმონო დანდელიონი. ბრენდის კიმონოებისთვის, ხელახლა მოპოვებული ქსოვილები წარმოდგენილია მოდის სახლების მარაგიდან. პროდუქტები დამზადებულია გადამუშავებული ატლასის ნაჭრისგან.
ფუნდუკი
ფუნდუკი არის ეკო-კომფორტული დიზაინერული ბრენდი კრეატიული დეტალებით. ფუნდუკის გუნდი 2012 წლიდან ქმნის დიზაინერულ ნივთებს მდგრადი მასალებითა და მინიმალისტური მიდგომებით.
ბრენდისგან შეგიძლია შეიძინო ორიგინალური ჩანთები, რომელთაგან შესანიშნავი იქნება FUNDUKI, ჩანთა, მავაკოს ისტორია. ეს არის მხარზე გადასაკიდი ჩანთა, 10 წლის ალექსანდრას პრინტით „მავაკოს ისტორია“. ასევე, შეგიძლია შეარჩიო FUNDUKI, ჩანთა, მეამბოხე თევზი, რომელიც გაფორმებულია მეამბოზე თევზის პრინტით.
შეარჩიე მხოლოდ ქართული ნაწარმი. შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში და მიიღე შენაძენი შენს კართან ადგილზე უფასო მიწოდებით, დროის სასურველ მონაკვეთში.
[პარტნიორის კონტენტი]