in

5 რჩევა ელექტრო გაყვანილობის დაგეგმვასთან დაკავშირებით

explosion of a filament electric bulb at the moment of impact. high speed photography.
IPS
IPS

ახალი საცხოვრებლის დიზაინის ასპექტებით გატაცებამ შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტი დაგვავიწყოს როგორიცაა სახლის ელექტრო გაყვანილობა. არაჯეროვნად გაკეთებული ელექტროობა კი შეიძლება მომავალში სერიოზულ უხერხულობად ან თუნდაც უსაფრთხოების რისკად გადაიქცეს. სწორედ ამიტომ, სახლის უსაფრთხოების, ფუნქციონალურობისა და ეფექტურად ორგანიზებულობისთვის ნამდვილად ღირს გარჯა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გთავაზობთ ხუთ რჩევას, რომელიც ელექტროობაზე მუშაობის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ:

1. დაგეგმეთ როზეტებისა და ჩამრთველების განლაგება

როდესაც დიზაინერებთან ერთად ოთახების განლაგებისა და ინტერიერის საკითხებს დაასრულებთ, საჭიროა განსაზღვროთ თქვენი ელექტრო მოწყობილობების, სადენებისა და როზეტების განლაგება.  ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ კვალიფიციურ და გამოცდილ ელექტრიკოსთან კონსულტაცია. აქ შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო. აიღეთ თქვენი სახლის გეგმის ასლი, დასხედით  და ელექტრიკოსთან ერთად ავეჯისა და ელექტრო მოწყობილობების განლაგებები დაადგინეთ. ის შემოგთავაზებთ ვერსიებს, რომლებიც ჩამრთველების, როზეტებისა და კაბელების თქვენთვის მოსაწონ ადგილებზე განთავსებაში დაგეხმარებათ. ამის შემდეგ შედგება ელექტროგაყვანილობის დეტალური გეგმა რის მიხედვითაც ელექტრიკოსი დაიწყებს და ჩაგაბარებთ მისთვის მინდობილ საქმეს.

2. გაიგეთ რომელი გაყვანილობის სისტემა დაგჭირდებათ

ახალ სახლში ელექტრო ენერგიის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ მთლიანი ელექტრო სისტემა შედგება ელექტრო დანადგარებისგან, აგრეთვე განათების ჩამრთველებისა და ელ. გაყვანილობისაგან. საგულისხმოა, რომ თქვენი ელექტრო გაყვანილობა უნდა იყოს საკმარისი სიმძლავრის, რომ შეესაბამებოდეს თქვენს სახლში მცხოვრები ადამიანების საჭიროებებს. როგორც წესი, ასიდან ორას ამპერამდე საკმარისია სტანდარტული ზომის ბინისთვის. არსებობს გაყვანილობის  სამი განსხვავებული სისტემა: ტყვიის გარსიანი, ზედაპირული და კედელში დაფარული გაყვანილობა. კედელში დაფარული გაყვანილობა უფრო გავრცელებულია, რადგან იგი გულისხმობს ელ. სადენების დამალვას კედლების მიღმა და შელესვას. შედეგად, ის ბევრად უფრო ესთეტიურად გამოიყურება. გაესაუბრეთ თქვენს ელექტრიკოსს, თუ რომელი ვარიანტია საუკეთესო თქვენი სახლისთვის.

3. დაადგინეთ გჭირდებათ თუ არა დამატებითი სიმძლავრე

დღეს, როცა ტექნოლოგია წარმოუდგენლად განვითარებულია, მრავალი ადამიანი ირჩევს აუდიო, ვიდეო და გასართობი მიზნებისთვის ძლიერ სისტემებს. თუ ასეთი ადამიანი ხართ, გონივრულია თქვენი სახლისთვის შესაფერის ელექტრონული სისტემის ვარიანტებს გაეცნოთ. შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დაწინაურებული გაყვანილობის სისტემის დაყენება.

4. გაითვალისწინეთ ენერგოეფექტურობა

ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში არსებობს უამრავი მოწყობილობა, რომელიც თქვენი ელ. მოწყობილობის ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს. ამუშავებს მათ იმ პერიოდულობითა და სიმძლავრით, რომელიც ოპტიმალური იქნება ენერგიის ეკონომიური ხარჯვისთვის. თქვენი სახლში არ ყოფნის დროს, დაარეგულირებს დანადგარების ჰარმონიულ მუშაობას. აუცილებლად განიხილეთ ეს საკითხი თქვენს ელექტრიკოსთან ერთად და შეეცადეთ ამგვარი მოწყობილობები თქვენს სახლში დანერგოთ. მართვის ამგვარი სისტემები გააკონტროლებს თქვენი კონდენცირების, გათბობის, საცურაო აუზის და სავენტილაციო პანელების მუშაობას. ასევე ამ სისტემას შეუძლია თქვენი არყოფნის დროს  შექმნას ხალხით სავსე სახლის განცდა და ქურდებს თქვენთან სტუმრობის სურვილი დაუკარგოს 🙂

5. არ დაზოგოთ ფული ხარისხის ხარჯზე და აიყვანეთ ნამდვილი პროფესიონალი

ელექტრო გაყვანილობა თქვენი რემონტის პირველი საფეხურია და ამიტომ აუცილებელია მისი სწორად დაგეგმვა. არასდროს დაზოგოთ თანხა ელ. გაყვანილობის ხარისხის ხარჯზე. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ელექტრიკოსის არჩევას. სწორად შერჩეული ოსტატი ზუსტად მოარგებს თქვენს გემოვნებას ტექნიკურად სწორ გადაწყვეტილებებს, ეს კი მომავალში თქვენი კომფორტის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ნამდვილი პროფესიონალი შეეცდება დეტალურად აგიხსნათ მთელი პროცესი და თქვენთან ერთად გაიაროს დიზაინთან დაკავშირებული ყველა დეტალი. დაგანახოთ თქვენი გადაწყვეტილებების და მოთხოვნების სუსტი და ძლიერი მხარეები. აუცილებლად აიყვანეთ ელექტრიკოსი რეკომენდაციით. აუცილებლად გამოიკითხეთ მისი ადრინდელი პროექტები და მოისმინეთ ყოფილი დამკვეთების შთაბეჭდილებები. გირჩევნიათ დახარჯოთ მეტი დრო  პროფესიონალის ძიებაში ან დაელოდოთ რეკომენდებულ ელექტრიკოსს თუ ის დაკავებულია, ვიდრე ენდოთ უცნობს და ეს თქვენი ნერვების, დროისა და მატერიალური დანახარჯების გაორმაგებით დასრულდეს.

ნახეთ ელტონ ჯონის ფერადი სახლი ლოს-ანჯელესში

ბინა თბილისში Objects-ის დიზაინით