in ,

ქართველი არქიტექტორების 5 შენობა თბილისში

Alliance Group
Alliance Group

საბჭოთა პერიოდის შემდეგ რთულია თბილისის არქიტექტურა რომელიმე კონკრეტულ სტილს მივაკუთვნოთ. აქ ვხვდებით როგორც ერთფეროვან, მასშტაბურ საცხოვრებელ კორპუსებს, ასევე მასიმილიანო ფუკსასის, მიკელე დე ლუკის მასიურ, ნაკლებად კონტექსტურ პროექტებსაც. თბილისის თანამედროვე არქიტექტურის პრაქტიკაში ასევე არის ქართველი არქიტექტორების მიერ შექმნილი რამდენიმე ნამუშევარი, რომლებმაც თავიანთი იდეითა და დიზაინით საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.

სტატიაში წარმოგიდგენთ ქართული არქიტექტურული ოფისების 5 შენობას თბილისში:

 

The Grove Design Hotel / Laboratory of Architecture #3

_A2A0090_fin
_A2A0092
_A2A2926
_A2A2983
_A2A9947
previous arrow
next arrow

 

Featured_Image
IMG_0898
IMG_0904
previous arrow
next arrow

ფოტოები: nakanimamasakhlisi

The Grove Design Hotel არის ქართული არქიტექტურული კომპანია L0A-ს პროქტი, რომელიც კვინიტაძის ქუჩის 8 ნომერში მდებარეობს. მისი მშენებლობა 2017 წელს დასრულდა და სამშენებლო ფართი 2500 კვადრატული მეტრია. როგორც არქიტექტორები აღნიშნავენ, ეს ნაგებობა ერთგვარი ხიდია ძველი, ისტორიული შენობების და ბოლო პერიოდში აშენებული მაღალი საოფისე შენობების, რომლებიც თბილისის ამ ნაწილში მდებარეობს. შენობის ფორმის მკარნახებელი ტერიტორიაზე არსებული კიპარისის ხეებია, რომლებიც ინტეგრირებულია პროექტში. სასტუმროს სახელიც ამ ხეებს უკავშირდება.

 

Corner Pines / Giorgi Khmaladze Architects

Corner_Pines___A2A6280
Corner_Pines_A2A5705
Corner_Pines_A2A6529_c
Corner_Pines_A2A6464_c
previous arrow
next arrow

 

Corner_Pines_027_20190510_axons
Corner_Pines_027_13_section
Corner_Pines_A2A6464_c
_A2A6067
_A2A5597
previous arrow
next arrow

ფოტოები: გიორგი მამასახლისი

პროექტის მიზანი იყო ექსტროვერტული სივრცის შექმნა, რომელსაც უჩინარი საზღვარი აქვს შენობის ინტერიერსა და ექსტერიერს შორის. ეს სივრცე პასუხობს გარშემო მდებარე საცალფეხო ბილიკებს და არსებული ტროტუარი გრძელდება შიდა სივრცეში. როგორც არქიტექტორებმა ჩაიფიქრეს, მის შიგნით მყოფებს უნდა ჰქონდეთ ისეთი განცდა, თითქოს გარე სივრცეში არიან. შენობის ფორმა და გეგმარება განპირობებულია არსებული ფიჭვის ხეებით, შენობა მათ გარშემოა დაგეგმარებული. შენობის ერთ-ერთი ხილული ელემენტი – სახურავი – ჰგავს ხელოვნურ ტოპოგრაფიას. მეორე ხილული ელემენტია ინტერიერის კიბე, რომელიც ფიჭვის ხის გარშემო ტრიალებს და მიწისპირა სართულს სახურავთან აკავშირებს.

 

Bagebi Residential Block / WUNDERWERK

48336106_1226718230816532_2468929815160291328_o
48226567_1226718557483166_3414683374676082688_o
47682425_1226718857483136_5200088652419432448_o
48266800_1226718577483164_9046054221845102592_o
48175579_1226718680816487_924034489720504320_o
previous arrow
next arrow

 

10990791_460680654086964_5365926680277695159_n
48369022_1226718177483204_347741215371821056_o
48356491_1227253204096368_6612761854873698304_o
48354956_1226718150816540_2973240137707683840_o
47682809_1226718297483192_7579232292220960768_o
48329823_1226718397483182_3473865885121249280_o
previous arrow
next arrow

საცხოვრებელი შენობა არქიტექტურულ ოფისს WUNDERWERK-s ეკუთვნის და თბილისში, ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა. შენობა 35 ბინას მოიცავს და მისი ფართობი 6150 კვადრატული მეტრია. დამკვეთის ინტერესი კომერციული პროექტის შექმნის ნაცვლად იყო რომ შექმნილიყო ჯანსაღი, ხელგაშლილო საცხოვრებელი გარემო მომიჯნავე სატყეო ზონასთან. შენობის მნიშვნელობა, როგორც არქიტექტორი აღნიშნავს, ფუნქციური ფორმის განვითარების პროცესში უბრუნდება მის არქეტიპულ საწყის მდგომარეობა – შავი კარკასის ცნებას.

 

Tbilisi Prosecutors Office / Architects of Invention / MUA – Architecture & Placemaking

stringio (11)
stringio (8)
previous arrow
next arrow

 

stringio (9)
stringio (12)
stringio (10)
previous arrow
next arrow

თბილისის პროკურატურის შენობა არქიტექტურული კომპანია Architects of Invention-ის პროექტია რომლის მშენებლობაც 2012 წელს დასრულდა. ფირმამ ეს კონცეფცია კონკურსის ფარგლებში წარმოადგინა, სადაც გაიმარჯვა. შენობა მოიცავს საოფისე ფართს 60 თანამშრომლისთვის, ფოიეს და ავტოსადგომს. შენობას მუქი ფერის პანელებით მოპირკეთებული ჩარჩო აქვს, შიდა სტრუქტურა კი მინის არის, რაც მის გამჭვირვალობას ქმნის. მოცულობები ისე არის განლაგებული, რომ ისინი ქმნიან ტერასებსა და აივნებს. შენობისთვის არქიტექტორებმა უფრო მკაცრი შესახედაობის ფორმა და მასალა აირჩიეს ფუნქციიდან გამომდინარე ინტერიერშიც და ექსტერიერშიც.

 

Housing in Tbilisi / Studio Arci

stringio (3)
stringio (5)
stringio (6)
stringio (7)
previous arrow
next arrow

 

stringio
C:Documents and SettingsUserDesktopSAMKUTXEDI BARGENGEGMAG
stringio (4)
previous arrow
next arrow

Studio Arci-ის 2006 წლის საცხოვრებელი კომპლექსტი ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარეობს. მიწის ნაკვეთს, რომელზეც შენობა მდებარეობს აქვს სამკუთხა ფორმა, რამაც განსხაზღვრა შენობის ასეთი ფორმა. საცხოვრებელი შენობა თავისი პარამეტრებით წარმოადგენს კონსტრუქციას, რომელსაც გარდამავალი ფორმა აქვს და ნაკვეთის უფრო განიერ მხარეს მაღლდება. პირველი სართულის ბინებს აქვთ თავიანთი პატარა მწვანე ეზოები, საოფისე და კომერციული ნაწილი კი განლაგებულია დამოუკიდებელ ბლოკში. შენობის კონსტრუქცია მონოლითური ბეტონის არის, რომლის ელემენტებიც ფასადზე ხელუხლებლად არის დატოვებული.

 

ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი

პარიზის თაღებიანი რეზიდენცია

როგორ იცვლებოდა თეთრი სახლის საშობაო დეკორაციები ბოლო წლებში