in

6 ინსპირაციული პერსონა თანამედროვე კრეატიულ სფეროში – გიორგი ზაკაშვილის ხედვა

ადამიანის და გარემოს ურთიერთობა ორმხრივია. ჩვენ ვიღებთ შთაგონებას არსებული გარემოსგან და ვაბრუნებთ უკან ჩვენი ინტერპრეტაციით. თანამედროვე სამყაროში თითქმის არ დარჩა სფერო თუ სივრცე, სადაც ადამიანის კვალი არ ჩანს. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა გარემო პირობებით მიღებული ცვლადები სხვადასხვანაირია. შესაბამისად, ადამიანის ინსპირაცია – მუდამ განსხვავებული. მიუხედავად ადამიანის მიერ შექმნილი გარემოს მრავალფეროვნებისა, დეტალური დაკვირვების შემდეგ. ნათელი ხდება, რომ ხალხის უმრავლესობა გარკვეულწილად არსებულ ტენდენციებს მიჰყვება. ხშირად გავლენა იმდენად თვალსაჩინოა, რომ შთაგონების პირველწყაროს დადგენაც შეიძლება.

დღევანდელი სტატიის თემას სწორედ თანამედროვე დიზაინის შთაგონების წყარო წარმოადგენს. ამ საკითხში უკეთ გასარკვევად ჩვენ სტუდია Stipfold-ის დიზაინ გუნდის ხელმძღვანელს, გიორგი ზაკაშვილს გავესაუბრეთ:

“ინსპირაციის წყაროები რეალურად იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, განსაკუთრებით კრეატიულ სივრცესთან მიმართებით. ესენი არიან ინდივიდები, ვინც გარემოდან ყველაზე მეტს იღებენ და პოულობენ საუკეთესო გზებს მათი ინტერპრეტაციისთვის. ჩვენ Stipfold-ში, როგორც კრეატიულ სტუდიაში, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამედროვე ინდივიდებს, რომლებიც ტრენდებს ქმნიან. გთავაზობთ 6 ადამიანს სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც უდიდეს გავლენას ახდენენ ზოგად მოცემულობაზე სრულიად კრეატიულ სფეროში:

1. Mitja Borkert – ლამბორგინის დიზაინის მიმართულების დირექტორი. მიტჯა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია ავტო სფეროში. ლამბორგინიში მისი როლი უკვე არსებული და კარგად ცნობილი კონცეფციის თანამედროვე და სამომავლო ხედვის ჩამოყალიბებაა. Lambo V12 Vision Gran Turismo, Huracán EVO. მის სახელს ასევე უკავშირდება. Porsche Mission E Porsche Panamera Sport Turismo.

2. Harry Nuryev – Crosby Studio-ს დამფუძნებელი. ‘დიზაინერი ინსტაგრამის ეპოქაში’ – New York Times. პოსტ-საბჭოთა რეალობაში თანამედროვე სტილის გავლენებით ჰარი ერთ-ერთია იმ ინდივიდებიდან, ვინც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა დიზაინ სფეროში. მის სტილს აფასებენ როგორც Global Minimalism-ს, თუმცა მისი პოსტ-საბჭოთა ჩანართები მას ინდივიდუალიზმს სძენს. ჰარის აქვს ცნობილი კოლაბორაციები Nike-თან და Balenciaga-თან. მას ხშირად მოიხსენიებენ დემნა გვასალიასთან, მსგავსი კულტურული მემკვიდრეობის გამო.

3.Jonathan Hoefler – ტიპოგრაფი, ტიპოგრაფიის დიზაინერი. Hoefler & Co-ს დამფუძნებელი. მათი ნამუშევრები ეყრდნობა ტიპოგრაფიის ისტორიულ მოტივებს და ინტერპრეტირებულია თანამედროვეობაში. ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია ლოგიკური და მარტივი ფორმები. Hoefler ჟურნალ International Design-ის 40 ყველაზე გავლენიან დიზაინერს შორისაა დასახელებული, კომპანიის შექმნილია ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცნობილი ფონტი Gotham. მათ სახელს უკავშირდება Apple Computer-ისთვის შექმნილი ფონტი – Hoefler Text.

4.Massimo Colonna – მასიმოსთვის როგორც ვიზუალიზაციის არტისტისთვის დამახასიათებელია სიურეალიზმი, რომელსაც დელიკატურად აბალანსებს რეალობასთან. არასტანდარტული კომპოზიციები, რეალისტური განათებითა და სწორი კადრირებით მის ნამუშევრებს მიმზიდველს ხდის. მასიმო თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Microsoft Surface, Antonio Lupi, The Cool Hunt Magazine.

5.Jony Ive – ინდუსტრიული დიზაინერი. ჯონის Apple Inc-ში ყოფნას უკავშირდება თითქმის ყველა Apple-ის პროდუქტის დიზაინი: Imac, Ipod, Iphone, Ipad, Macbook. იგი ასევე მუშაობდა IOS-ის UX-ის შემუშავებაზე. ჯონი აივი 27 წელი მართავდა კომპანიის დიზაინის მიმართულებას, მას დიდი წვლილი აქვს Apple Park-ის (ნორმან ფოსტერთან ერთად) კონცეფციის შემუშავებაში. Apple-ს შემდეგ მან დააარსა სტუდია LoveFrom (სამწუხაროდ, კომპანიის საჯარო პროფილი არ არსებობს). ის ერთ-ერთი ავტორია წიგნის: Designed By Apple In California, რომელიც კარგად ასახავს მის პორტფოლიოს.

6.Virgil Abloh – არტ დირექტორი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზში და Off White-ის დამფუძნებელი. მისი კარიერა Kanye West-თან ერთად იწყება Fendi-ში სტაჟიორობით. მას შემდეგ ვირჯილს და Off White-ს წარმატებული კოლაბორაციები ჰქონდა Nike, Heron Preston, Levi`s, Timberland და კიდევ ბევრი, თუმცა გარდა ტანსაცმლის დიზაინისა, მას საინტერესო კოლაბორაციები აქვს სხვადასხვა სფეროში: Takashi Murakami, Ikea, Mercedes-Benz, Braun, Vitra… ვირჯილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა თანამედროვე კრეატიულ სფეროში”.

როგორ იცვლება კედლის ფერი დღის სინათლის ცვალებადობასთან ერთად

მზის ენერგიაზე მომუშავე ხის კოტეჯი ნიუ-იორკში