in

6 მარტივი ხერხი თუ როგორ გავიუმჯობესოთ საცხოვრებელი-სამუშაო სივრცე

სახლიდან მუშაობა ბევრი ჩვენგანისთვის ახალი რეალობაა, თუმცა სამსახურისა და პირადი სივრცის გაერთიანება არც ისე ადვილი გამოწვევაა. სტატიაში ნახავთ რამდენიმე ხერხს, თუ როგორ შეიძლება სივრცის სწორად მოწყობით უფრო პროდუქტიულები გახდეთ სახლიდან მუშაბის დროს.

შეარჩიეთ სწორი ადგილი

როდესაც მუშაობთ და ცხოვრობთ ერთი და იგივე სივრცეში, ამ ორი მოცემულობის ერთმანეთისგან გამიჯვნა საკმაოდ რთულია. Harvard Business Review-ს კვლევის მიხედვით, სასურველია სახლში შეარჩიოთ კონკრეტული ადგილი სამუშაოდ, რაც დაგეხმარებათ  გამიჯნოთ ორი სივრცე – სამუშაო და საცხოვრებელი, ეს ყველაფერი კი გაზრდის თქვენს პროდუქტიულობა.

ყველას არ აქვს სახლში მუშაობისთვის შესაფერისი სივრცე, თუმცა შესაძლებელია იმის სწორად გამოყენება რაც გვაქვს, მაგალითისთვის, შედარებით მარტივი სამუშაო ტახტზე მოკალათებულმა შეგიძლიათ შეასრულოთ, ოფიციალური მოხსენების დასაწერად კი სასადილო მაგიდასთან გადაინაცვლოთ. მსგავსი ცვლილება ნაკლებად მონოტონურს ხდის სახლიდან მუშაობას, მაგრამ არსებობს წესი, რომელიც არ უნდა დაგავიწყდეთ, რაც არ უნდა მოხდეს, ნუ იმუშავებთ საწოლიდან.

მცენარეები

მეცნიერული ფაქტია, რომ ინტერიერში მცენარეები გვაბედნიერებს, ასევე 15 %-ით გვიზრდის კონცენტრაციას, გვიმცირებს სტრესსა და გვიუმჯობესებს განწყობას, ამიტომ მცენარეების გამოყენება სამუშაო სივრცეში, იდეალური გადაწყვეტილებაა.

იმის გარდა, რომ მცენარეები ახალისებენ გარემოს, ასევე არიან ბუნებრივი საზომი თუ რამდენად სწორად ვიღებთ დღის განმავლობაში მზის შუქს, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით თუ მას ეკრანთან უწევს მუშაობა. მცენარეებს სჭირდებათ დიდი რაოდენობით მზის სინათლე, რაც იმ ოთახის განათების აუცილებლობასაც ქმნის, სადაც მათ მოვათავსებთ.

წესრიგი და სისუფთავე

“სუფთა მაგიდა, სუფთა გონება.” Princeton University-ს კვლევის მიხედვით, არეულობა ხელს გვიშლის ფოკუსირებაში, განსაკუთრებით თუ ჩვენი მაგიდა სავსეა უკონტექსტო ნივთებით. ორგანიზებულობა ძალიან მნიშვნელოვანია თუ გვინდა კარგად ვკონცენტრირდეთ საქმეზე.

შესაფერისი მუსიკა

კარგი იქნება ბალანსის დაჭერა ხმაურში მუშაობასა და აბსოლიტურ სიჩუმეს შორის.

მუსიკა ადამიანებში ამცირებს ნეგატიურობის განცდას. სწორად შერჩეული მუსიკა კონცენტრაციაშიც არ შეგვიშლის ხელს და ჩვენს ხასიათსაც დაეხმარება.

სუნი

არსებობს კონკრეტული სურნელი, რომელიც აუმჯობესებს ჩვენს სამუშაო განწყობას. მაგალითად იაპონიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით 54%-ით ნაკლებ ბეჭვდით შეცდომას ვუშვებთ, როდესაც ლიმონის სურნელს ვგრძნობთ.

ყავის სურნელი ითვლება ასევე კარგ საშუალებად ანალიტიკური აზროვნების გასაუმჯობესებლად, როზმარინის სურნელი მეხსიერებისთვის არის კარგი, პიტნის სურნელი ეხმარება ყურადღების უნარის გაზრდას, ჟასმინის სურნელი კი ენერგიისთვის არის კარგი.

იყავი კომფორტულად მაგრამ აქტიური

ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოთ ფიზიკურად აქტიური, მითუმეტეს თუ დიდ დროს სახლში ატარებთ. ზოგჯერ, ტელეფონზე ლაპარაკის დროს შეგიძლიათ სახლში იაროთ, ან თუნდაც ფეხზე  დგომით იმუშაოთ. შესვენების დროს გასეირნება იდეალური საშუალებაა, მაგრამ თუ გარეთ გასვლას ერიდებით, შეგიძლიათ სახლში იოგას მარტივი ვარჯიშები შეასრულოთ.

 

წყარო: The spaces

Stairway House – კიბის სკულპტურა ტოკიოში მდებარე საცხოვრებელ სახლში

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თუ ველოსიპედების პარკინგი?