in

7 რამ ინტერიერისთვის, რაც გაგაბედნიერებთ

როდესაც სახლში სასიამოვნო სივრცის შექმნას ვცდილობთ, ხშირად გვავიწყდება, რომ შეგვიძლია ის არა მხოლოდ სილამაზით, არამედ დადებითი ემოციებითაც შევავსოთ. რომელი ხრიკები და აქსესუარები დაგეხმარებათ სახლში ბედნიერების შემოტანაში? ამ სტატიაში განხილულია ძალიან მარტივი გადაწყვეტები.

თაიგულები

ახალი ყვავილები თვალისთვის სასიამოვნოა და, იმავდროულად, ირგვლივ დამამშვიდებელ არომატს აფრქვევს. გარდა ამისა, შეგიძლიათ, რომ ისინი ნებისმიერ ინტერიერს მოარგოთ. ამიტომ, საკუთარი თავისთვის ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეძენილი თაიგული არის ინვესტიცია პოზიტიურ განწყობაში. სხვათა შორის, შეგიძლიათ ლამაზი ყვავილების კომპოზიციები საკუთარი ხელით შექმნათ.

კომფორტული ადგილი დასაძინებლად

ღამის დასვენებისთვის აქსესუარები ფრთხილად შეარჩიეთ. საწოლი ხარისხიანი ლეიბით, კომფორტული ბალიშებით და ხარისხიანი თეთრეულით მშვიდად დაძინებაში დაგეხმარებათ. თქვე ირგვლი არსებული სივრცე როგორც ტექსტილურად, ასევე ვიზუალურად სასიამოვნო დეტალებით შეავსეთ.

ოთახის მცენარეები

სწორად შერჩეული და ჯანსაღი მცენარეები თაიგულებივით არ ხმება და ისინი თქვენს გახალისებას თვეების განმავლობაში შეძლებს. გარდა ამისა, მათზე ზრუნვა ერთგვარი თერაპიაა, რომელიც ძალების აღდგენას და კარგი განწყობით დამუხტვას უწყობს ხელს. მთავარია თავი აარიდოთ ისეთ მცენარეებს, რომლებიც ოჯახის წევრებს და შინაურ ცხოველებს საფრთხეს შეუქმნის და მათ ენერგიას წაართმევს.

წიგნები

დღეს თითქმის ყველა ელექტრონულ წიგნებზე ან ლიტერატურული ნაწარმოებების აუდიო ვერსიებზე გადავიდა. თუმცა, თუ თქვენი საყვარელი ტომები ყოველთვის ახლოს გაქვთ, სახლში განსხვავებული ატმოსფერო იქმნება – განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახში წიგნები თაობიდან თაობას გადაეცემა.

ჩარჩოში მოთავსებული ფოტოები ან ნახატები

მაშინაც კი, თუ სახლში მოკრძალებული ატმოსფერო გაქვთ, ლამაზ ჩარჩოებში ჩასმული რამდენიმე ფოტო ან ნახატი ინტერიერში მეტ ემოციას შემოიტანს. ასე რომ, ჩარჩოები შეიძლება თქვენს ბედნიერებაში და კეთილდღეობაში ინვესტიციად ჩაითვალოს.

სურნელოვანი სანთლები

სანთლების მრავალ სურნელს შორის, მეცნიერები ვანილის არომატს გვირჩევენ. მკვლევრების აზრით, მას შეუძლია ნერვები სწრაფად დაამშვიდოს, მოხსნას დაძაბულობა და ადამიანი მშვიდი ძილისთვის განაწყოს.

სუფთა ფანჯრები

იცოდით, რომ ფანჯრების ჭუჭყი დღის შუქის დაახლოებით 60%-ს შთანთქავს? ეს კი ჩვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე პირდაპირ მოქმედებს. გარდა ამისა, ეს თვალწარმტაცი ხედით აღფრთოვანებაშიც გიშლით ხელს. შეინარჩუნეთ სუფთა ფანჯრები და იგრძნობთ, თუ როგორ აღძრავს სამყაროსადმი ინტერესი თქვენში დადებით ემოციებს.

პატარა ოთახების მოწყობისას დაშვებული 9 მთავარი შეცდომა

სერენა უილიამსის გასაოცარი სახლი ფლორიდაში