in

7 საუკეთესო საწოლი ორიგინალური დიზაინით

საძინებელ ოთახში საწოლი მთავარი ელემენტია. ხარისხიანი ძილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა ვიზუალი ბევრი ჩვენგანისთვის შეიძლება იმდენადვე მნიშვნელოვანი იყოს, როგორც მისი სირბილე და სიფაფუკე.  დღეს ჩვენ გაგაცნობთ 7 საწოლს, რომელთაც თანამედროვე სტილი აქვთ, თუმცა მათი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კომფორტულობაა. 

1.დიზაინერ მატეო ნუნზიატის საწოლი სახელწოდებით  “გაუდი” – ბრენდი “Flou”

“ფლოუ”-ს 2020 წლის კოლექციის საწოლი მარტივი ავეჯის შესანიშნავი მაგალითია. მისი ელეგანტური, მყარი ხის ჩარჩო,  ფერების შეხამება ჩვენი ინტერიერის ტონალობის მიხედვით შეგვიძლია. მოდელის განსაკუთრებულობას სწორედ მისი დიზაინის სიმარტივე განაპირობებს. დიზაინერ მატეო ნუნზიატის “ფლოუსთვის” შექმნილი საწოლის ღირებულება 3915 ფუნტია.

2. ბრენდ “MDF Italia”-ს საწოლი სახელწოდებით “იელი” (Yale) 

დიზაინერ ჟან მარი მასაუდის მიერ შექმნილი საწოლი იდეალურია ფუნქციონალური და თანამედროვე სახლისთვის. დიზაინის სიმარტივე არ გამორიცხავს ხარისხს, ინოვაციას და დახვეწილ ესთეტიკას. საწოლის თავი ორ სხვადასხვა ზომაშია ხელმისაწვდომი – 90 სმ და 103 სმ. შესაბამისად, შესაძლებელია კონკრეტული ინტერიერის შესაბამისი სიმაღლის შერჩევა. აღნიშნული მოდელის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე 4682 ფუნტია.

3.“Conran Shop”-ის საწოლი “Clarence”

საწოლი “Clarence” გამოირჩევა დახვეწილი სილუეტითა და ორიგინალური სტილით . მისი დამზადებისას ლითონის ჩარჩოში ჩასმულ წიფლის ხის დეტალებს და საუკეთესო ხარისხის ქსოვილებს იყენებენ.  საწოლის შერჩევა შესაძლებელია განსხვავებული ნაჭრებითა და სპეციალურად შექმნილი ფერთა პალიტრით. საერთაშორისო ბაზარზე მისი ღირებულება 4388 ფუნტია.

4. “Heal’s”-ის საწოლი სახელწოდებით “Marlow” 

ინდუსტრიული დიზაინერის ტიმ რუნდლის მიერ შექმნილი საწოლი ბრენდ “Heal’s”-ისთვის. პორტუგალიაში დამზადებული ეს მინიმალისტური სტილის, კაკლის ხის  საწოლი, ბრენდის საკულტო ნივთი გახდა. მისი ღირებულება 2459 ფუნტია.

 

5.“მაქსალტოს” (Maxalto) საწოლი სახელწოდებით “დაიკი” (Dike)

დიზაინერ ანტონიო ციტერიოს (Antonio Citterio) მიერ გამორჩეული ელემენტების მქონე ეს საწოლი ავეჯის სრულიად ახალ კატეგორიას ქმნის. საწოლის თავთან 2 მეტრიანი ელემენტის დამონტაჟებით, იქმნება ფონი, რომელიც მოდელს გამორჩეულს ხდის.  გამოყენებული გობელენის ქსოვილი კი ქმნის მსუბუქ და ფერად ეფექტს. ეს არის დახვეწილი, რაციონალური საწოლი, რომელიც კიდევ ერთხლ გვარწმუნებს ბრენდ მაქსალტოს უნიკალურობაში. საწოლის ღირებულება 9000 ფუნტია. 

6. “Flexform”-ის საწოლი “Newbridge Soft”

ეს გახლავთ დიზაინერ კარლო კოლომბოს მიერ შექმნილი მოდელი. საწოლის თავს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, რათა ის კომფორტული ყოფილიყო კითხვის ან ტელევიზორის ყურების დროს. თავის გადაადგილება შესაძლებელია ვერტიკალურ მდგომარეობაშიც. საწოლს აქვს სათავსო, რომელიც კომფორტისთვის საჭირო დამატებითი დეტალია. აღნიშნული მოდელის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე 5000 ფუნტია. 

 7. “Zanotta”-ს ბრენდის საწოლი “Grangala”

ეს არის დიზაინერ გაბრიელე როსას მიერ 1879 წელს ზანოტას ბრენდისთვის შექმნილი დიზაინი. შეხედვისთანავე თვალში გვხვდება საწოლის თავთან ინტეგრირებული შესანახი ადგილი, რომელიც მოდელს ორიგინალურთან ერთად, პრაქტიკულს ხდის. 

 

Iota Design-ის პროექტით მცხეთა-მთიანეთში ტაძარი აიგება

NS Studio-ს ორი პროექტი Archdaily-ს საპრიზო კატეგორიების ნომინანტად დასახელდა