in

მიკრო უბანი ქალაქის ცენტრში – 8 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ ეს პროექტი

საკუთარი სახლი თუ ბინა? თუ ეს შეკითხვა მოსვენებას არ გაძლევთ, სუფთა ჰაერზე, სიმშვიდეში ცხოვრებაზე ოცნებობთ, მაგრამ თან არც ქალაქის ტემპი გეთმობათ, მაშინ ვფიქრობთ, ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის. იმედი გვაქვს, სტატიის ბოლოს თქვენს შეკითხვაზე პასუხს იპოვით.

სახლის თუ ბინის შეძენა საკმაოდ დიდი გამოწვევაა ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, ამ პროცესს წინ უძღვის აქტიური აწონ-დაწონვა, ფიქრი და სხვადასხვა ვარიანტების შედარება. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ისეთ სახლს თუ ბინას, რომელიც მაქსიმალურად მოერგება ჩვენს საჭიროებებს და იქნება ისეთი, სადაც კომფორტულად და ჰარმონიულად ვიცხოვრებთ.

  1. ადგილმდებარეობა

ადგილმდებარეობა ის მთავარი კრიტერიუმია, რომელიც ჩვენს კომფორტულ ცხოვრებას განაპირობებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ არჩევანს კერძო სახლსა და ბინას შორის ვაკეთებთ. მიუხედავად მრავალი უპირატესობისა, რომელსაც საკუთარ სახლში ქალაქ გარეთ ცხოვრება გვთავაზობს, ჩვენ ვწყდებით ქალაქის ტემპსა და იმ მრავალრიცხოვან რესურსებს, რომელთა მიღება მხოლოდ ურბანულ დასახლებაშია შესაძლებელი. იგივე შეიძლება ითქვას სტუმრებზე, რომლებიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოახერხებენ ჩვენთან მოსვლას და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ პირადი ავტომობილი ჰყავთ.  კერძო სახლი, ქალაქის ცენტრში იქნებოდა გამოსავალი?

  1. შემცირებული დრო და რესურსი

არჩევანის გაკეთებისას, ძალიან მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი. დღის მანძილზე ჩვენ გვიწევს გადაადგილება სხვადასხვა მიმართულებით სახლიდან სამსახურამდე, ბავშვების სკოლამდე/ბაღამდე, ჩვენ ვესწრებით ქალაქის სხვადსხვა წერტილში გამართულ სამუშაო თუ გასართობ ღონისძიებებს, გვიწევს საყიდლებზე სიარული და ჰო, კერძო სახლი აუცილებლად ახლოს უნდა იყოს ამ ყველაფერთან?

  1. სიმშვიდე

ხმაურიან ქალაქში ცხოვრების მთავარი გამოწვევა, ამავე ქალაქში სიმშვიდის პოვნაა, მწვანე და მყუდრო გარემოსი, რომელიც გადაღლილი და დატვირთული დღის შემდეგ ასე გვჭირდება. შეგვიძლია ვიპოვოთ სიმშვიდე და თან არც ქალაქი დავთმოთ?

  1. პირადი სივრცე

იმისთვის, რომ თავი მყუდროდ იგრძნოთ, მნიშვნელოვანია პირადი სივრცის შეგრძნება? როდესაც არც სადარბაზო, არც ჭერი და თქვენ წარმოიდგინეთ, არც კედელი გაქვთ მეზობლებთან საზიარო და არც ლიფტის გამართულად მუშაობაა თქვენი საზრუნავი.

  1. პარკინგი

თუკი მანქანა გყავთ, რასაკვირველია, საცხოვრებლის შერჩევისას პარკინგის ნაწილი ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იქნება თქვენთვის, ხომ? რას ფიქრობთ პარკინგზე, რომელიც თქვენს პირად სივრცეში მდებარეობს, მანქანიდან ნივთების სახლში შეტანა, ასეთ დროს ხომ გაცილებით კომფორტულია.

  1. ბავშვებზე მორგებული გარემო 

როდესაც არჩევანს საკუთარ სახლს და ბინას შორის აკეთებთ, პირველი რაზეც ფიქრობთ არიან ბავშვები, ასე არ არის? სასურველია, ბავშვებს მათი არაჩვეულებრივი და გრანდიოზული იდეების განსახორციელებლად, ჰქონდეთ დამოუკიდებელი, ნათელი ოთახები, მწვანე სათამაშო სივრცე და რაც მთავარია, უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნება. ამიტომ, ჰო, საკუთარი სახლი ეზოთი, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა?

  1. სათავსოები

უამრავი ნივთი გაქვთ, რომლებიც, მართალია, წლებია არ გამოგიყენებიათ, მაგრამ ერთხელ აუცილებლად დაგჭირდებათ? მუდმივად ეძებთ ადგილს ზამთრის ლაბადების, თხილამურების, სკუტერებისა თუ საახალწლო ნაძვის ხის შესანახად? გარდერობის ოთახზეც ოცნებობთ? ჩვენთვის ნაცნობია ეს სურვილები, ამიტომ ვფიქრობთ, საკუთარი სახლი აქაც გამოსავალია.

  1. იზოლირებული შიდა ეზო

საკუთარი სახლის მთავარი უპირატესობა, ვფიქრობთ, მაინც იზოლირებული ეზოა. შეიძლება მებაღეობაზე, ან მითუმეტეს მებოსტნეობაზე არასდროს გიოცნებიათ, თუმცა გეცოდინებათ, რომ ყოველდღიურად მწვანე სივრცის ყურება ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება, საკუთარი ეზო იდეალურია ბავშვების და თქვენი, ოთხფეხა მეგობრებისთვის.

არსებობს ზემოთ ჩამოთვლილი 8 და კიდევ ბევრი სხვა მიზეზი, თუ რატომ უნდა იცხოვროთ კერძო სახლში საკუთარი ეზოთი და თან ისე, რომ არც ქალაქში ცხოვრების სურვილი დათმოთ. დიახ, მიკრო უბანი 8 ვილა ბაგებში არის პასუხი თქვენს შეკითხვაზე.

“8 ვილა ბაგებში” არის დასახლება, რომელიც მდებარეობს სარეკრეაციო სივრცესთან ახლოს და, ამავდროულად, აქედან ფეხით სავალ მანძილზეა ისეთი ობიექტები, რომლებსაც ყოველდღიურად ვსტუმრობთ: მარკეტები, აფთიაქები, საკვები ობიექტები და ა.შ გარდა ჯანსაღი და გამწვანებული გარემოსი, ამ პროექტის ვილები ასევე ჯანსაღი – ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მასალებითაა აშენებული, რაც ამ პროექტის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს.მისი ამ მახასიათებლების შედეგად კი, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ “8 ვილა ბაგებში” ზუსტად ის პროექტია, რომელიც მომხმარებლებს პრემიუმ კლასის საცხოვრებლისთვის დამახასიათებელ კომფორტსა და ხარისხს სთავაზობს.

არტისტული სახლი ბერლინში – არქიტექტურული სტუდია Schneideroelsen-ის ნამუშევარი

მეტი, ვიდრე კომპანია – 1915 წელს აგებული შენობის ახალი სიცოცხლე აღმაშენებლის გამზირზე