in

9 დეკემბერს საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება არქიტექტორთა საპროტესტო აქცია-მსვლელობას გამართავს

ორშაბათს, 9 დეკემბერს, 17:00 საათზე მერიის წინ საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება მართავს არქიტექტორთა საპროტესტო აქცია-მსვლელობას. მსვლელობა მოეწყობა თბილისის მერიიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართულებით.

ვიკრიბებით დღეს არსებული კრიტიკული სიტუაციის საპასუხოდ და იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც გვაერთიანებს. ვგმობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მოქალაქეების კონსტიტუციური ნების უგულებელყოფას, გადაწყვეტილებას, გადაუხვიოს ევროინტეგრაციის მრავალწლიანი გზიდან; ვგმობთ ძალადობას, რასაც უკვე მე-12 დღეა ვხედავთ და განვიცდით; მოვითხოვთ რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას;

მოგიწოდებთ კოლეგებს, რომ შემოგვიერთდეთ ერთიანი აზრის გასახმოვანებლად იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას და მომავალს,” – ნათქვამია სას-ის ერთობლივ განცხადებაში

იდეები სოფლის სტილის სამზარეულოს მოსაწყობად

River Hills რეზიდენცია – თანამედროვე ინტერიერის ჰარმონიული კავშირი ბუნებასთან