in

9 ფერი, რომელიც ადამიანის განწყობასა და ქცევაზე მოქმედებს

იცოდით, რომ ფერთა პალიტრა განსაკუთრებულად მოქმედებს თქვენს განწყობასა და გონებრივ სიმშვიდეზე? ფერების ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ტონებს შეუძლიათ არა მხოლოდ თქვენი განწყობის, არამედ ქცევების შეცვლაც კი.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ 9 ფერის შესახებ, რომლებსაც თქვენი დამშვიდების ან პირიქით – გადაღლის უნარი აქვთ.

წითელი

წითელი ფერი სიყვარულსა და ენერგიას უკავშირდება, სწორედ ამიტომ ექსპერტები არ გვირჩევენ ამ ფერის ისეთ ოთახში გამოყენებას, სადაც დასვენებას და სიმყუდროვის ძებნას ვცდილობთ.

ნარინჯისფერი

ნარინჯისფერი ბედნიერებასთან ასოცირდება და განსაკუთრებით უხდება ყვითელ და წითელ კომბინაციებს. სახლში ნარინჯისფერი აქცენტების დამატება დაგეხმარებათ დადებითი ენერგიებისა და ფიქრების შექმნაში.

ყვითელი

ნარინჯისფრის მსგავსად, ყვითელი ფერიც ბედნიერების და მხიარულების შეგრძნებებთან ასოცირდება. ღია ყვითელი ფერი თავდაჯერებულობის ელფერებს გვიქმნის, ხოლო შედარებით მუქი ტონალობები გვეხმარება დამშვიდებაში.

მწვანე

მწვანე ბუნების ფერია და სიწყნარესა და სიმყუდროვეს უკავშირდება. ამ ფერს სახლში ტყისა და მწვანე მცენარეების განწყობა მოაქვს. ამას გარდა, სიმწვანე ახალი დასაწყისის სიმბოლოს წარმოადგენს.

ცისფერი

ეს ფერი ჰარმონიის შეგრძნებებს აღვიძებს და ამავდროულად ნდობისა და გულწრფელობის ხასიათს გვიქმნის.

იისფერი

იისფერი ხშირად კრეატიულობასთან, სამეფო ცხოვრებასთან და ფანტაზიებთან ასოცირდება. ამ ფერს შეუძლია ჰარმონიის შექმნა და თქვენი მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

ვარდისფერი

ვარდისფერი რომანტიკის ფერია და იდეალური არჩევანია როგორც საძინებელსა და მისაღებში, ასევე სააბაზანოშიც. ეს ფერი ბავშვობის ნოსტალგიებს გვახსენებს.

ნაცრისფერი

ამ ფერს  აქვს იმის უნარი, რომ დაგეხმაროთ საქმეზე ფოკუსირებაში, რადგან სიმშვიდის ელფერებს ქმნის და იდეალური ფერია სამუშაო სივრცეებისთვის.

თეთრი

ერთი შეხედვით, შესაძლოა, მოსაწყენი ფერი გეჩვენოთ, თუმცა თეთრი ფერი ქმნის თბილ და მინიმალისტურ გარემოს, რომლის მთავარი უპირატესობა ელეგანტური ინტერიერისა და დახვეწილი საცხოვრებლის შექმნაა.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ბოჰემური სტილით შთაგონებული ბინა თამარაშვილის ქუჩაზე — მარიამ დემეტრაშვილის ნამუშევარი

მყუდრო და კომფორტული სახლი კუნძულ მალიბუზე