მიუხედავად იმისა, რომ აბაზანა ყველაზე ხშირად გამოყენებადი ოთახია, გავრცელებული მიდგომის თანახმად, ადამიანები მასში მხოლოდ ფუნქციურ სივრცეს ხედავენ და შესაბამისად, ნაკლებად ზრუნავენ მის გალამაზებაზე. თუმცა ბოლო წლებში აღნიშნული ტენდენციის ცვლილება შეინიშნება და დიზაინერები სულ უფრო მრავალფეროვან პროექტებს გვთავაზობენ. ერთი შეხედვით, შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ სააბაზანო, რომელიც ისეთი ავეჯითა და აქსესუარებით არის გაფორმებული, რომელთა გამოყენება მისაღები ოთახებისთვის უფრო დამახასიათებელია. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ ტიპის “უცნაური” სივრცეები იმდენად უცხო და თვალისთვის მიმზიდველია, რომ რატომაც არა?! დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ პროექტებს წარმოგიდგენთ და დაგარწმუნებთ, რომ ზოგჯერ არასტანდარტული დიზაინ გადაწყვეტები ბევრად მომგებიანია.
რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი