in

რამდენიმე საინტერესო იდეა სახლის ბიბლიოთეკის მოსაწყობად

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

სახლში ბიბლიოთეკის მოწყობა არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ესთეტიკურად მიმზიდველი გადაწყვეტილებაცაა, რომელიც ინტერიერს სიღრმესა და სითბოს მატებს. იდეალური ბიბლიოთეკა უნდა იყოს მყუდრო და კომფორტული – წიგნების განლაგება შეიძლება როგორც ღია თაროებზე, ასევე ჩაშენებულ კარადებში ან მოდულuრულ სისტემებში, რაც სივრცის ოპტიმალურ გამოყენებას უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათება: რბილი, თბილი განათება წიგნის კითხვას უფრო სასიამოვნოს ხდის. კომფორტული სავარძელი ან პატარა კუთხე ფუმფულა ბალიშებით შექმნის მყუდრო გარემოს დასვენებისა და ფიქრისთვის. მასალების, ფერებისა და დეკორის სწორი შერჩევა კი ბიბლიოთეკას სახლის განსაკუთრებულ ზონად გადააქცევს. დღევანდელ სტატიაში იმ პროექტებს წარმოგიდგენთ, რომლებშიც სახლის ბიბლიოთეკა საკმაოდ საინტერესოდაა დაპროექტებული.

რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი

ინდივიდუალიზმით გამორჩეული ინტერიერი ლონდონში

მცირე ზომის ბინა ფუნქციური გეგმარებით – დეა მამაიაშვილის პროექტი ფალიაშვილის ქუჩაზე