პროფი პირველი და ერთადერთი ქართული აპლიკაციაა, რომელიც სახლის ყველა პრობლემას აგვარებს. თბილისისა და ბათუმის მასშტაბით პროფი ყველგან მოდის და გეხმარებათ ისეთი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა: გაფუჭებული ონკანი, გადამწვარი ნათურა, სახლის დალაგება, ტექნიკის ინსტალაცია, ავეჯის აწყობა, ქიმწმენდა და სხვა.
აპლიკაციის მეშვეობით თქვენ გაქვთ პირდაპირი წვდომა სახლის მოვლის 10 კატეგორიაზე 500-ზე მეტ სერვისზე და 600-ამდე პროფესიონალზე. რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით თქვენ შეგიძლიათ, 45 წუთში მიიღოთ სასურველი მომსახურება.
ოპერირების 5 წლისთავზე კი პროფის გუნდმა გადავწყვიტა, რომ რებრენდინგის დროა – შეიცვალა ლოგო და ბრენდის იდენტობა, განახლდა აპლიკაცია და ვებგვერდი, დაემატა ახალი ფუნქციები.
და მაინც რა არის ახალი განახლებულ Profy-ში?
აპლიკაციის რედიზაინი
შეცვლილია აპლიკაციის ინტერფეისი. ის უფრო გათანამედროვდა და ნავიგაციის პრინციპიც მეტად მოერგო მომხმარებლის საჭიროებებს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინტერფეისის გარდა, აპლიკაციაში ახალი ფუნქციონალებიცაა.
ერთ-ერთი ასეთია „ფავორიტები”, რაც იმის საშუალებას გაძლევთ, რომ პროფიდან გამოძახებულ პროფესიონალთან, რომლის მომსახურებაც მოგეწონათ, გქონდეთ მუდმივად ხელმისაწვდომი ჩატი და თუკი დროის კონკრეტულ მონაკვეთში დაკავებული იქნება, შეუთანხმდეთ სერვისის მიღების სხვა დროზე, ასევე, გაუზიაროთ მისი პროფილის ბმული მეგობრებს.
კიდევ ერთი ახალი ფუნქციაა საშუალო ფასის წინასწარ ჩვენება. რა თქმა უნდა, ყველა მომხმარებელს აინტერესებს ხარისხიანი მომსახურება მისაღებ ფასად, ამიტომ, როცა ფასი წინასწარვე გეცოდინებათ, შეგიძლიათ, დრო დაზოგოთ პროფესიონალის ძიებაზე და ბიუჯეტიც უკეთ განკარგოთ.
ლოგო
ლოგოს ცივი ფერები თბილი ტონებით შეიცვალა. მუქი და ღია მწვანის კომბინაცია მეტ სანდოობასა და დაცულობის შეგრძნებას აღძრავს მომხმარებელში. გარდა ამისა, ახალი ლოგო უფრო დინამიკურ და თანამედროვე სტილშია წარმოდგენილი.
როგორც ჩანს, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და პროფიმ ვებგვერდიც განაახლა. ამიერიდან ვიზიტორები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ კომპანიის მომსახურებასა და სიახლეებზე. ამასთან, ხელოსნებსა და სერვისების მიმწოდებლებს აქ დახვდებათ სარეგისტრაციო ფორმა, რომლის შევსებითაც მათი კანდიდატურა განიხილება პროფიში სამუშაოდ.
ყველა ეს სიახლე პროფიში უკვე ამოქმედებულია, ამიტომ, თუ ჯერ არ გაქვთ მისი აპლიკაცია, გადადით ამ ბმულზე, გადმოწერეთ პროფი და გაიმარტივეთ რთული საყოფაცხოვრებო საკითხები.
[R]