in

როგორია ჭკვიან სახლში ცხოვრება?- უსაფრთხოება, კომფორტი და ხარჯების ოპტიმიზაცია, რომელსაც კომპანია „ჭკვიანი სახლი“ გთავაზობთ

ცხოვრება ჭკვიან სახლში ნიშნავს ტექნოლოგიების საშუალებით მიღწეულ მაქსიმალურ კომფორტს, უსაფრთხოებასა და ხარჯების ეფექტიან მართვას.

და მაინც ისმის კითხვა – რა არის ჭკვიანი სახლი?  პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ის სულაც არ გულისხმობს ისეთ მოწყობილობებს, როგორიც ჭკვიანი მტვერსასრუტი ან ყავის აპარატია. ჭკვიანი სახლი ეს არის საცხოვრებელი ან სამუშაო სივრცე, რომელშიც   ყველა ელექტრო სისტემა ავტომატიზებულია და შეთანხმებულად მოქმედებს თქვენი სურვილისამებრ. შეგიძლიათ დისტანციურად, მობილური აპლიკაციით, სენსორული პანელით ან ხმოვანი ბრძანებებით მართოთ: უსაფრთხოების, განათების, კლიმატის, დაშვების, აუდიო და ფარდა-ჟალუზის სისტემები. ამ ყველაფრის გამართვასა და მონიტორინგში კი კომპანია „ჭკვიანი სახლი“ დაგეხმარებათ, რომელიც საქართველოში  ავტომატიზაციის სფეროში წამყვან პოზიციას იკავებს.

როგორია უსაფრთხოება და კომფორტი ჭკვიან სახლში?

ჭკვიანი სახლი თქვენი უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. დაშვების კონტროლი, სმარტ საკეტები, კამერები, სენსორები და ავტომატური სიგნალიზაცია მშვიდად ყოფნის საშუალებას გაძლევთ, სადაც უნდა იყოთ.

კომფორტის მხრივ, ჭკვიანი სახლი ამარტივებს ყოველდღიურობას. განათება ავტომატურად იცვლება დღის განმავლობაში და ერგება თქვენს ბიორიტმს. ფარდა-ჟალუზები რეგულირდება მზის ინტენსივობის მიხედვით, რაც იცავს ინტერიერს და ქმნის დამატებით კომფორტს.  კლიმატის კონტროლი ტემპერატურას თქვენი ჩარევის გარეშე არეგულირებს და ქმნის სასიამოვნო გარემოს. აუდიო სისტემები კი საშუალებას გაძლევთ შექმნათ როგორც საერთო მუსიკალური ფონი, ისე ინდივიდუალური.

შენობის ყველა სისტემა  ერთი პლატფორმიდან შეგიძლიათ მართოთ, რაც დისტანციური წვდომის უსაფრთხო და საიმედო შესაძლებლობას გაძლევთ.

ჭკვიანი სახლი, როგორც ეკონომიის წყარო

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჭკვიანი სახლი არა მხოლოდ კომფორტს, არამედ ხარჯების მნიშვნელოვან ოპტიმიზაციასაც გთავაზობთ. ეს ყველაფერი კი ინდივიდუალური საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინებით ხდება.

განათებისა და კლიმატის კონტროლის სისტემები ენერგიას მხოლოდ საჭიროებისამებრ მოიხმარს, რაც გადასახადებს არსებითად ამცირებს.  ამ მიმართულებით ჩატარებულია კვლევა Biberach University-ს მიერ, სახელწოდებით „ენერგორესურსების ხარჯვის დანაზოგები თანამედროვე ელექტრულ ინსტალაციებში“, სადაც ჭკვიანი სახლის ბაზაზე შექმნილი სისტემა გამოიყენეს. კვლევამ ხარჯების 50%-ით შემცირება აჩვენა.

ეს ნიშნავს, რომ ჭკვიან ტექნოლოგიებში ინვესტიცია გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურადაც გამართლებულია.

რატომ კომპანია „ჭკვიანი სახლი“?

„ჭკვიანი სახლი“ საქართველოში ავტომატიზაციის სფეროში პირველი და ლიდერი კომპანიაა. 16 წელია, მომხმარებლებს მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და სრულ საინჟინრო სერვისს სთავაზობს. მათ შორისაა: ინდივიდუალური პროექტირება, პროდუქციის მიწოდება- მონტაჟი, გარანტია, გარანტიის შემდგომი მომსახურება.

„ჭკვიანი სახლის“ პარტნიორები

„ჭკვიანი სახლი“ თანამშრომლობს და საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს პრემიუმ ხარისხის საერთაშორისო ბრენდებს. მთავარი პარტნიორები კი არიან:

Siemens – გერმანული კომპანია, უსაფრთხოების და შენობების მართვის სისტემები;

Gira – გერმანული კომპანია,  ელექტრომექანიკური შენობის მართვის სისტემების განვითარება;

Basalte -ბელგიური კომპანია, პრემიუმ კლასის ავტომატიზაციისა და ჭკვიანი სახლის კონტროლის სისტემები;

Zennio – ესპანური კომპანია,  KNX სტანდარტზე დაფუძნებული ავტომატიზაციის გადაწყვეტილებების შემუშავება და წარმოება;

Belimo –  შვეიცარიული კომპანია, გათბობა-გაგრილების სისტემები;

აღნიშნული პარტნიორობა ნიშნავს, რომ „ჭკვიანი სახლის“ მომხმარებლებს მსოფლიოში აღიარებულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა აქვთ. ეს კი უსაფრთხოებას, კომფორტს და მდგრადობას უზრუნველყოფს.

„ჭკვიანი სახლის“ მიერ განხორციელებული პროექტები

კომპანია „ჭკვიანი სახლის“ პორტფელი მოიცავს 500-ზე მეტ პროექტს, მათ შორის, როგორც ინდივიდუალურ საცხოვრებლებს, ისე უმსხვილეს სასტუმროებს, ბიზნესცენტრებსა და საზოგადოებრივ სივრცეებს. ესენია: სასტუმროების ქსელი “რუმსი”, “ჰოლიდეი ინნ თბილისი”, ,,აფიშა”, „ეპიზოდი“, „აქსის თაუერსი“, „გალერია თბილისი“, „ისთ ფოინთი“, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ქუთაისის პარლამენტი, „მეამა“ და სხვა მრავალი.

თუ გსურთ, რომ თქვენი გარემო იყოს უსაფრთხო, კომფორტული და ენერგოეფექტური, მაშინ „ჭკვიანი სახლი“ თქვენი იდეალური პარტნიორია. დაზოგეთ ხარჯები, ისიამოვნეთ თანამედროვე, სრულად ავტომატიზებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებული სივრცით!

[პარტნიორის კონტენტი]

ბათუმში ICR HOME გაიხსნა — “ლაბორატორია ჩემი სახლი”, “კარე” და “ნატერიალი” ახლა უკვე შავი ზღვის სანაპიროზე

7 ჭკვიანური გზა სამზარეულოში სათავსო სივრცეების დასამატებლად