VR Holding აგრძელებს თანამედროვე უბნის, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ განვითარებას და წარმოგიდგენთ თანამედროვე გეგმარების მქონე, საინვესტიციო პროდუქტს – VR Townhouse Apartments, რომელიც მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურით, განსხვავებული ლანდშაფტის დიზაინითა და ქალაქის პანორამული ხედებით გამოირჩევა.
VR Townhouse Apartments გაძლევთ შესაძლებლობას, შეიძინოთ პრემიუმკლასის აპარტამენტები, 99.8 კვ.მ-დან, 10-წლიანი შიდა განვადებით, შემოსავლების დადასტურებისა და სახელფასო ცნობის გარეშე, იპოთეკურ სესხთან შედარებით 20%-ზე ნაკლებ ფასად, 0%-იანი პირველადი შენატანით.
VR Krtsanisi Resort Residence-ის მიერ შექმნილი ახალი პროდუქტი – VR Townhouse Apartments იდეალურად არის მორგებული საინვესტიციო ინტერესებზე, რადგან მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ პრემიუმკლასის აპარტამენტები ტურისტულად აქტიურ, თბილისის ისტორიულ უბანში, კრწანისში, საუკეთესო გადახდის პირობებით. გარდა ამისა, VR Townhouse Apartments-ის შეძენის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ, ისარგებლოთ გაქირავების სერვისით – VR Signature, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მიიღოთ სტაბილური შემოსავალი გაქირავებული აპარტამენტიდან და გადაიხადოთ ქონების ღირებულება.
VR Townhouse Apartments-ის შეძენის შემთხვევაში თქვენ ასევე ისარგებლებთ ინოვაციური ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით, რომელსაც სხვაგან ვერ შეხვდებით. მაგალითად, მხოლოდ VR Townhouse Apartments-ისა და VR Krtsanisi Resort Residence-ის მცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ინოვაციური აუზით ქვიშის სანაპიროთი, რომელსაც აქვს ზღვის ტალღების იმიტაცია. ასევე, სპორტული მოედნებით, ფიტნესდარბაზებით, ველო და საფეხმავლო ბილიკებით, საბავშვო მოედნებით, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით, რესტორნებითა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პროექტში აპარტამენტების ღირებულება მშენებლობის დასრულების შემდეგ 30-35%-ით იზრდება, ხოლო წლიური უკუგება (ROI) 14%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია, მისი აპარტამენტი ბევრად მაღალი ფასით გაყიდოს ან გააქირავოს და მიიღოს სოლიდური მოგება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტში აპარტამენტები 99.8 კვ.მ-დან იწყება და ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში.
პროექტის დასრულების ვადა: 2026 წლის თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით VR Holding-ს ცხელ ხაზზე:
WhatsApp/Viber: +995 599 26 11 11
სათავო ოფისი: მერაბ კოსტავას ქ. 37/39
https://vr.ge/projects/townhouse/
[R]