in

Les Domaines Ott Château de Selle – ღვინის მარანი ტარადოში

Alliance Group
Alliance Group

ღვინის მარანი მდებარეობს ტარადოში, საფრანგეთში და მისი მშენებლობა 2017 წელს დასრულდა. პროექტი 4370 კვადრატულ მეტრს მოიცავს. რომაული კარიერებიდან მოპოვებული ქვით მოპირკეთებული ნაგებობა ამ გარემოსთვის დამახასიათებელი მასალით და ლანდშაფტთან სწორი შერწყმით გამოირჩევა. თანაბარი ზომის ქვის ბლოკები ისეა განლაგებული, რომ გამჭვირვალობის განსხვავებულ ილუზიას ქმნის. ორი პარალელურად მდგომი კედელი გზის და ვენახების გასწვრივ მდებარეობს და ერთგვარად შემოსაზღვრავს ღვინის დამზადების დახურულ პროცესს.

მარანი და ვიზიტორების ცენტრი პროვანსული ლანდშაფტის ახალ ჰორიზონტს აღნიშნავს, ტერიტორიასთან არის ვენახებიც, რომლებიც ისტორიულ შატო დე სელს გადაჰყურებს. შენობა ნაწილობრივ ჩაძირულია ბორცვში, რადგან მარნისთვის მიწისქვეშა ტემპერატურაა ოპტიმალური.

პროექტი ეკუთვნის არქიტექტურულ ოფისს CFSA (Carl Fredrik Svenstedt Architect)

ყველაზე „ინსტაგრამ-მეგობრული“ სამზარეულო ლონდონში

ჰაერში გამოკიდებული მინის სახლი – ბრაიან ეტვუდის ბინა