in

#რაშენდება – არქი ცენტრალური პარკი

დღეს წარმოგიდგენთ კომპანია “არქის” პროექტს, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონში, თამარაშვილის #13-ში მდებარეობს.

აღნიშნული მრავალფუნქციური საცხოვრებელი თბილისის ყველაზე გამწვანებულ ადგილას მდებარეობს – იქ, სადაც ქალაქის ყველაზე დიდი პარკის გაშენება იწყება. გარდა ამისა, “არქი” პროექტისთვის დამატებით 6 000 კვ.მ. ფართის რეკრეაციულ სივრცეს გამოყოფს, სადაც იგეგემება გამწვანებული და დასასვენებელი ადგილების, სათამაშო მოედნებისა და სტადიონის მოწყობა.

კომპანიის პროფილი:

დეველოპერული კომპანია “არქი”  2006 წელს დაარსდა საქართველოში. დღესდღეობით “არქი” თბილისის ყველა უბანში 29 დასრულებულ და 19 მიმდინარე მშენებლობას ითვლის, ასევე აქვს 1 დასრულებული პროექტი ბათუმში, ხოლო 2020 წლიდან არქის პროეტქების ჩამონათვალს დაემატა “არქი კოხტა”, რომელიც თანამედროვე დიზაინის აპარტ-ოტელია ბაკურიანში.

დღეს “არქის” დიდი ოჯახი უკვე 15 000-ზე მეტ არქელს აერთიანებს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კი მათზე ზრუნვაა. ბინის შეძენისთანავე არქელებს შესაძლებლობა აქვთ არქის ლოიალურობის ბარათით – “არქი ქარდით” ისარგებლონ. ამასთან ერთად, კომპანია ყოველწლიურად “არქის” ყველა მაცხოვრებელს დღესასწაულებზე განსაკუთრებული საჩუქრებით ახარებს, საახალწლოდ კი ტრადიციულად, არქის ყველა პროექტი გამორჩეულადაა მორთული. კომპანია ხშირად აწყობს გამწვანების აქციებსა და საქველმოქმედო ღონისძიებებს, რომლებშიც აქტიურად არიან ჩართულები არქელები.

პროექტის დასახელება:

“არქი ცენტრალური პარკი”

არქიტექტურა:

პროექტის დაგეგმარებაზე იმუშავა არქის არქიტექტორთა გუნდმა სალომე ავალიანის ხელმძღვანელობით.

ინტერიერი
ლობი
რეკრეაცია 2
ექსტერიერი 3
ექსტერიერი 2
previous arrow
next arrow

 

დეტალური ინფორმაცია აღნიშული პროექტის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

მიწის საერთო ფართი  

პროექტის საერთო ფართი შეადგენს 7 070 კვ.მ-ს, საიდანაც 6 000 კვ.მ. რეკრეაციას ეთმობა.

 

სართულების რაოდენობა თანამედროვე დიზაინის არქი ცენტრალური პარკი 29-სართულიანი მრავალფუნცქიური საცხოვრებელი პროექტია.
შემოთავაზებული ფართების ტიპი არქი ცენტრალური პარკის პროექტში ბინები ნებისმიერი გემოვნების ადამიანზეა გათვლილი. ბინების ფართი იწყება 55.2 კვ.მ.-დან.
 კომერციული ფართები +
საქვაბე / საერთო ტექკნიკური სივრცეები
საერთო ეზო/გამწვანებული ზონა გარადა იმისა, რომ პროექტის წინ თბილისის ყველაზე დიდი პარკის განაშენიანება იწყება, დამატებით მოეწყობა 6 000 კვ.მ. გამწვანებული ეზო, რომელიც მოიცავს სათამაშო მოედანს, სტადიონს და დასასვენებელ ადგილებს, სადაც ნებისმიერი ასაკის არქელს ექნება შესაძლებლობა დაისვენოს და გაატაროს დრო ოჯახის წევრებთან ერთად.
გამოყენებული სამშენებლო მასალები
  • გერმანული Heidelberg Cement -ის  ბეტონი
  • YTONG -ის სამშენებლო ბლოკი, რომელიც 40%-ით ამცირებს ბინის გათბობასა და გაგრილებაზე მოხმარებულ ენერგიას, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ეკოლოგიაზე და მომავალ მაცხოვრებელს უმცირებს კომუნალურ ხარჯებს.
კარ-ფანჯარა ევროპული ბრენდის კარ-ფანჯარა დაბალემისიური მინებით, რომელიც 30%-ით ზოგავს ბინის გათბობასა და გაგრილებაზე დახარჯულ ენერგიას, რაც ასევე დადებითად აისახება კომუნალურ ხარჯებზე და პროექტს ენერგოეფექტურს ხდის.
ფასადის მოპირკეთება HPL -ისა და „მიუნხენი“-ის ფასადის მოსაპირკეთებელი მასალა.
ჭერის სიმაღლე 3 მეტრი
გამოყენებული უსაფრთხოების სისტემები
  • ბუნებრივი აირის დეტექტორები
  • სახანძრო სიგნალიზაცია
  • ვიდეო სათვალთვალო სისტემა
ლიფტი პროექტში გათვალისწინებულია KONE-ს ბრენდის 6 სამგზავრო ლიფტი.
ლობი არქი ცენტრალური პარკში მოეწყობა თანამედროვე დიზაინის ლობი, სადაც მაცხოვრებელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს 24-საათიანი კონსიერჟის მომსახურებით.
ავტოსადგომი გათვალისწინებულია როგორც, დახურული ასევე, ღია ავტოსადგომი, რომლებიც ჯამში 99 მანქანაზეა გათვლილი.
დასრულებული პროექტის მენეჯმენტი
  • კონსიერჟი 24/7
  • დასუფთავება / დალაგება
  • “არქი ფიქსის” სრული სერვისები
  • ვიდეო სათვალთვალო სისტემა და კომპლექსში შესვლის კონტროლი
1 კვ/მ ფართის ღირებულება 1,263 $-დან (ექვივალენტი ლარში).
ავტოსადგომის ღირებულება სტანდარტული ღირებულება იწყება 10,000 $-დან (ექვივალენტი ლარში).
ჩაბარების პირობა „პრემიუმ კარკასი”:

თეთრ კარკასს დამატებული გათბობის მილები და ევროპული ბრენდის კარ-ფანჯარა დაბალემისიური მინებით.

გადახდის მეთოდი ერთიანი გადახდისას მოქმედებს ფასდაკლება, ხოლო განავადების შემთხვევაში მომხამრებელს შესაძლებლობა აქვს საკუთარ პირობებზე მორგებული გადახდის გრაფიკი შეადგინოს.

ბინის შეძენა შესაძლებელია 12 წლამდე განვადებით, პირველადი შენატანის გარეშე. ასევე მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადების პირობა მშენებლობის დასრულებამდე.

უნიკალურობა პროექტის დამატებითი უპირატესობა მისი ლოკაციაა. ის თბილისის ცენტრში თამარაშვილის ქუჩაზე მდებარეობს,  სადაც მალე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. პროექტს გამოარჩევს 6 000 კვ.მ. გამწვანებული ეზო, სადაც მოეწყობა საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი ზონები.

დამატებითი ინფორმაცია “არქი ცენტრალური პარკის” შესახებ ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე:

www.archi.ge

 

კომპანიები საქართველოში, რომლებიც სახლის დაპროექტებისა და მშენებლობის სრულ პაკეტს გვთავაზობენ

იაპონური მინიმალიზმით შთაგონებული ბინა პარიზში