in

სუფრის გაწყობა როგორც ახალი დროის „გაპრანჭვა“

კორონავირუსის პანდემიამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩვენ გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ცვლილება კი გადაადგილებისა და პირისპირ კომუნიკაციის შეზღუდვა აღმოჩნდა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიო მოსახლეობა იძულებულია მაქსიმალურად იშვიათად გავიდეს სახლიდან. დახურულია კინო-თეატრები, საოპერო და საკონცერტო დარბაზები, რესტორნები და გასართობი ცენტრები. დაწესებულია შეზღუდვები ხალხმრავალ შეკრებებზე. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ადამიანთა უმრავლესობა დღეს სახლიდან მუშაობს. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ლამაზად ჩაცმამ, ფაქტიურად, აქტუალურობა დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვენატრება გამოპრანჭვა, ელეგანტური სამოსი, მაკიაჟი და აქსესუარები, მაინც გვიწევს დავჯერდეთ ე.წ. „სახლის ტანსაცმელს“, რომელიც უფრო მეტ კომფორტს გვიქმნის, მაგრამ დიდად არ გვაბედნიერებს.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ მსოფლიო პანდემიის პირობებშიც არსებობს გზა საკუთარი თავის გასახალისებლად. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამას სუფრის ორიგინალურად გაფორმებით ახერხებს. საუბარია არა მხოლოდ სადღესასწაულო, პომპეზურ სუფრაზე, არამედ ყოველდღიური საკვების მიღების პროცესზეც.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გთავობთ  ორიგინალური სუფრის დიზაინის რამდენიმე საინტერესო მაგალითს, რომელთა ხილვა აუცილებლად გახდება თქვენთვის შთაგონების წყარო.

 

ვილა წყნეთში – ნინო ნოზაძის მიერ შექმნილი ინტერიერი

მოდერნისტული რანჩო პოზნანში