in

Sunny Valley – გრაციოზული სახლი კიევში, რომელსაც ქართველი დიასახლისი ჰყავს

Banner M2
Banner M2

აღნიშნული სახლი მდებარეობს უკრაინაში, კიევთან ახლოს და მისი საერთო ფართი 550 კვადრატული მეტრია.

როგორც პროექტის ავტორი – ნატალი ბოლშაკოვა (Nataly Bolshakova) გვიყვება, მისი მიზანი ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის მქონე სივრცის შექმნა იყო, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა ბავშვიანი ოჯახისთვის. არჩევანი შეჩერდა კლასიკურ და ამავდროულად თანამედროვე სტილზე, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

პროცესში აქტიურად იყო ჩართული თავად დამკვეთი, რომელიც ეროვნებით ქართველია და სწორედ მასთან ერთად მჭიდრო მუშაობის შედეგია ის ინდივიდუალური სტილი და დეკორის ელემენტები, რასაც Sunny Valley-ში ვხვდებით.

“ამ პროექტში ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მისაღებ ოთახში არსებული 250 კილოგრამიანი ჭაღის დამონტაჟება წარმოადგენდა. ჩვენ ჩავატარეთ გათვლები და შევიმუშავეთ უნიკალური სამაგრი სისტემა მისთვის. სწორედ ამ ტიპის რთული და არასტანდარტული მეთოდების წყალობით მივიღეთ საუცხოო ინტერიერი, რომელიც კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, მაგრამ ამავდროულად თანამედროვეა”, – ამბობს ნატალი ბოლშაკოვა

სამზარეულოში გამოყენებულია მკაცრი დიზაინის მქონე ავეჯი და ბზინვარე მარმარილო, ხოლო ეს ყველაფერი გახალისებულია Hermes-ის ტექსტილით “Jungle Life” კოლექციიდან.

სახლის ყველაზე ამაღელვებელ და საყვარელ ზონას საბავშვო ოთახები წარმოადგენს, სადაც ყველაფერი ბოლო დეტალამდეა გათვლილი, რათა პატარებმა თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნონ.

“დღესდღეობით მხოლოდ ლამაზ ინტერიერში ცხოვრება არ არის საკმარისი. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საცხოვრებელი სივრცის შინაარსით დატვირთვა. ეს სახლი კი ამის ნათელი მაგალითია”, – ამბობს დიზაინერი

გამოყენებული ავეჯის ბრენდები: FM Bottega D’Arte, Hermes, De Gournay, Pierre Frey, Soft House, Boca da Lobo, Seven Sedie, Eichholtz.

განათება: Baccarat, Lladro, Eichholtz, Tradell.

სხვადასხვა მასალები: Marble, Wood, Little green, Atlas Concorde

დიზაინ სტუდია: Bolshakova Interiors

პროექტის ავტორები: ნატალი ბოლშაკოვა, ოლგა დრაჩუკ, პიოტორ გერეზი

ფოტოგრაფი: ანდრეი ავდეენკო

სკანდინავიური შიკი – ბინა კოპენჰაგენში

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე?