in

სკანდინავიური შიკი – ბინა კოპენჰაგენში

Banner M2
Banner M2

პერნილ ჰელი (Pernille Hell), ბრენდ „Sacrecouer“-ის დამმაარსებელი და დიზაინერი წელს საახალწლო პერიოდში შობასთან ერთად საკუთარი კომპანიის დაარსების 20 წლის იუბილესაც აღნიშნავდა, ამიტომ მისი კოპენჰაგენში მდებარე ბინა წარმოუდგენლად აღმაფრთოვანებელ სანახაობად იქცა.

 

ჰელი ინტერიერის დიზაინის სფეროში მოღვაწეობს და მისი სტილი ფრანგულ-იტალიური ვინტაჟია, რაც სკანდინავიური ნორმისგან ძალიან განსხვავდება. მფლობელის გემოვნება, ბუნებრივია, უმთავრესად მის სახლში აისახება – ეს კოპენჰაგენური ბინა ფედერიკო ფელინისეული გლამურითა და მონოქრომულობით გამოირჩევა.

სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი მაღალი ჭერის მქონე ბინაში ყურადღებას მთელი წლის განმავლობაში იქცევს თანამედროვე თუ ვინტაჟური მინისა და მეტალის ქანდაკებები, თუმცა საახალწლო პერიოდში ბინა კიდევ უფრო მდიდრული ხდება.

2020 წელს მფლობელმა გადაწყვიტა, რომ სახლი თემატურად მოერთო. საშობაო სანთლები აქ ნეონის განათებების სახით გვხვდება. „მე გატაცებული ვარ ნეონითა და სინათლის ხელოვნებით, ამიტომ ჩემთვის საშობაო დეკორაციების ამ სტილში გადაწყვეტა ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო. ბინა ფიფქიას ზღაპრის სცენას ჰგავს!“-ამბობს პერნილ ჰელი.

განათებები კიდევ უფრო გვამახვილებინებს ყურადღებას ჰელის უნიკალურ ავეჯის კოლექციაზე, რომელშიც შედის კარლო სკარპას (Carlo Scarpa) მაგიდა „Doge”, უილი რიზოს (Willy Rizzo) მბრუნავი ყავის მაგიდა „TGR”, სერჟ მუილის (Serge Mouille) იატაკის სანათი და სხვა უამრავი საოცარი ინტერიერის დიზაინის ექსპონანტი.

ფოტოგრაფი: Birgitta Wolfgang Bjørnvad

რემონტის შეცდომები — ანანო ქორქიას გამოცდილება

Sunny Valley – გრაციოზული სახლი კიევში, რომელსაც ქართველი დიასახლისი ჰყავს