ფრენკ ფრენცესი (Frank Frances)
ფოტოგრაფი ბრუკლინიდან, რომელიც უმეტესად იღებს შენობებსა და ინტერიერს. მის ობიექტივში როგორც თანამედროვე, ისე ისტორიული შენობებიც მოხვდნენ. 2020 წელს გამოვა მისი პირველი წიგნი – Remember The South
ზაჰარ ქოსთონ-ჰარდი (Sahar Coston-Hardy)
ფოტოგრაფი ფილადელფიიდან, მისი მთავარი ფოკუსი ფოტოგრაფიაში როგორც ურბანული გარემო, ასევე კულტურული იდენტობა და რასიზმია.
კელი მარშალი (Kelly Marshall)
ფოტოგრაფი ნიუ იორკიდან, რომელიც იღებს მოგზაურობას, პორტრეტებსა და საინტერესო ინტერიერებს. ის არის მუდმივი კონტრიბუტორი ვოლ სთრითის ჟურნალის და ყავს ისეთი კლიენტები როგორებიც არიან – Four Seasns, The Baccarat Hotel, Pottery Barn, Ebay, Lululemon, Shape Magazine.
დარქ ქრუსთაცინი (Dark Crustacean)
გრიფინ რაილი ფოტოჟურნალისტია ფენიქსიდან, რომელიც ჯერ კიდევ სწავლობს ჟურნალისტიკის განხრით არიზონას უნივერსიტეტში. “მე მიყვარს ჩემი ცხოვრება და საქმე, იმედი მაქვს თქვენც იპოვით რაღაც სინათლეს ჩემს ნაშრომებში” – ამბობს იგი
რეიონ რიჩარდსი (Rayon Richards)
რეიონ რიჩარდსი 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს ამ სფეროში, ფოტოგრაფიის გარდა არის ილუსტრატორი და მხატვარი. ყავს ისეთი კლიენტები, როგორებიც არიან – The Oprah Magazine, Huffington Post, MTV
ლიშონ ლი (LeShon Lee)
23 წლის ფოტოგრაფი და ოპერატორი მინეაპოლისიდან.
მაიკ მორგანი (Mike Morgan)
მაიკ მორგანის შთამბეჭდავ დოკუმენტურ ფოტოებში ნახავთ უბრალო სცენებს, რომელიც არტისტის ხედვით ძალიან საინტერესოდ არის გადაღებული. ის ასევე იღებს პორტრეტებს.
ფოტოგრაფი პიტსბურგიდან ამბობს, რომ კარგად თუ არ გაეცნო ადამიანს და გარემოს მათი გადაღება უჭირს.
იზაია ჯონსონი (Izaiah Johnson)
როგორც თავის დახასიათებაში უწერია, სიეტლელ ფოტოგრაფს უყვარს ბიონსე, ყავა, იტალიური რენესანსი და არ უყვარს პომიდორი. სვავს წითელ ღვინოს და ვერ გადაუწყვეტია ჯეიმს ბოლდვინი თუ ალბერტ კამიუ.
ტაიო ვოთენები (Taiyo Watanabe)
თვითონაც არქიტექტორი ტაიო ვოთენები გატაცებულია არქიტექტურის ფოტოგრაფიით. ცხოვრობს ლოსანჯელესში და მისი პორტფოლიო მრავალ არქიტექტურულ ობიექტს მოიცავს.