in

სეკულარულ შენობებად გარდაქმნილი ეკლესიების ისტორიები

Alliance Group
Alliance Group

არქიტექტურა ხელოვნების ყველაზე უნიკალურ დარგად მხოლოდ იმის გამოც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ვერავინ იტყვის, როგორ შეიცვლებიან და რა ფუნქციას შეითავსებენ მომავალში არქიტექტურული შედევრები. ეს სფერო მუდამ ვითარდება, იცვლება და ხანდახან ისეთ წარმოუდგენელ ტრანსფორმაციის ისტორიებსაც გვთავაზობს, როგორიცაა ეკლესიების სეკულარულ, სამოქალაქო ან კერძო ფუნქციების მქონე შენობებად გარდაქმნა. გთავაზობთ 5 ეკლესიის ისტორიას, რომელთაც დღეს რადიკალურად განსხვავებული დანიშნულება აქვთ.

სკეიტპარკად ქცეული სანტა ბარბარას ეკლესია ესპანეთში

მანუელ დელ ბუსტოს (Manuel del Busto) მიერ 1912 წელს აგებული ეს ეკლესია წლების შემდეგ საზოგადოებამ მიატოვა. აქ ღვთისმსახურება უკვე დიდი ხნის განმავლობაში აღარ აღესრულებოდა, მაშინ, როცა შენობა სკეიტბორდერებმა აღმოაჩინეს და მაშინვე მიხვდნენ, რომ ეკლესია საოცარ პოტენციალს მალავდა. საუკუნოვანი ეკლესიის გარდაქმნის პროექტზე “ეკლესიის ბრიგადად” წოდებულმა სკეიტერების ჯგუფმა იმუშავა და მათ ეს იდეა “რედ ბულსა” და სხვა დამფინანსებლებს წარუდგინეს, რომლებმაც “ბრიგადა” $25,000-ით დააფინანსეს. სწორედ სკეიტერების ერთობით გახდა ეკლესია სკეიტპარკი, სადაც დღესდღეობით სასრიალო პოდიუმები ფანჯრიდან ფანჯრამდეა გადაჭიმული და კედლებს ოკუდა სან მიგელის (Okuda San Miguel) გრაფიტი ამშვენებს.

ფოტოგრაფი: I Am Gallery Madrid

სამუშაო სივრცედ გარდაქმნილი ვიქტორიანული ეკლესია აილინგტონში, ინგლისში

replica-house-studios-surman-weston-co-working-space-architects-office-architecture-islington-london-uk_dezeen_2364_col_9
replica-house-studios-surman-weston-co-working-space-architects-office-architecture-islington-london-uk_dezeen_2364_col_2
replica-house-studios-surman-weston-co-working-space-architects-office-architecture-islington-london-uk_dezeen_2364_col_3
replica-house-studios-surman-weston-co-working-space-architects-office-architecture-islington-london-uk_dezeen_2364_col_5
replica-house-studios-surman-weston-co-working-space-architects-office-architecture-islington-london-uk_dezeen_2364_col_6
replica-house-studios-surman-weston-co-working-space-architects-office-architecture-islington-london-uk_dezeen_2364_col_7
replica-house-studios-surman-weston-london-col_10
previous arrow
next arrow

აილინგტონში, ლონდონის უბანში მდებარე ეს ეკლესია შთამბეჭდავი მაგალითია იმისა, თუ როგორი მოქნილი და დინამიკურია არქიტექტურა. ერთ დროს პირქუში ვიქტორიანული ეკლესია ახლა იმ არქიტექტორისა (სურმან უესტონის (Surman Weston)) და მისი თანამშრომლების ოფისია, რომელმაც მის სეკულარულ შენობად გარდაქმნის პროექტზე იმუშავა. შენობის ინტერიერში ყურადღებას იქცევს მინისა და მინანქრის საოცარი შეზავება. ხელოვნურად ჭუჭყიანი, დაძველებული მინები შენობას ისტორიულ და ძველებულ ეფექტს აძლევს და მას მიმზიდველს ხდის უცხო თვალისთვის.

ფოტოგრაფი: Wai Ming Ng.

აუდიტორიად გარდაქმნილი წმინდა ფრანცისის ეკლესია ესპანეთში

მეთვრამეტე საუკუნეში აგებული ეს კატალონიური ეკლესია 1835 წლიდან მიტოვებული იყო, შესაბამისად, მისი კედლები ირღვეოდა და ხავსი ედებოდა მასიურ ქვებს.  არქიტექტორი დეივიდ კლოზესის (David Closes) პროექტით ეკლესიას ახალი სიცოცხლის დაწყების შანსი მიეცა – მინის კონსტრუქციებისა და ჭერის დამატებით ექსტერიერში, ხოლო ინტერიერის სრული გარდაქმნის შედეგად, ეკლესია აუდიტორიად იქცა. აღსანიშნავია, რომ კლოზესმა შეინარჩუნა ეკლესიის დიდი ისტორიის დამადასტურებელი საბუთები, მაგალითად, კედლების ზოგი გარღვევა და ჩამოქცეული სახურავი არ რესტავრირდა.

ფოტოგრაფი: Jordi Surroca.

კვებეკური ეკლესია, რომელიც დღეს ბიბლიოთეკაა 

ამ კვებეკური ეკლესიის ბიბლიოთეკად გარდაქმნაზე Dan Hanganu Architectes-მა და  Côté Leahy Cardas Architectes-მა ერთად იმუშავეს. 1964 წელს კანადელი არქიტექტორის, ჟან-მარი როის (Jean-Marie Roy) მიერ აგებულ ეკლესიას უკვე ჰქონდა სწორხაზოვანი, წაწვეტებულკუთხიანი კონსტრუქცია, თუმცა მას რენოვაციისას მოჭიქული ბლოკები დაუმატეს. დღეს შენობას ადგილობრივი მწერლის საპატივცემულოდ “Monique-Corriveau Library” ეწოდება.

ფოტოგრაფი:Stéphane Groleau

ბელგიურ სამხედრო ეკლესიაში აშენებული რესტორანი 

TheJane_PB-76
TheJane_PB-16725
TheJane_PB-16715
TheJane_PB-16800
TheJane_PB-16827
TheJane_PB-16794
PB_BE_The_Jane_Antwerp_RP_019
PB_BE_The_Jane_Antwerp_RP_022
PB_BE_The_Jane_Antwerp_RP_026
previous arrow
next arrow

ანტვერპენში, ბელგიაში მდებარე ამ ყოფილ სამხედრო ეკლესიაში დღეს რესტორანი “The Jane” არის განთავსებული. შენობის პროექტზე არქიტექტურულმა სტუდია “Piet Boon Studio”-მ იმუშავა. არქიტექტორის გადაწყვეტილებით, ეკლესიის თავდაპირველი სახე შენარჩუნდა. ყოფილი საკურთხევლის ტერიტორიაზე დღეს სამზარეულოა, რომელიც შემინულია და ყველაფერი ჩანს, იმის საპირისპიროდ, რომ ეკლესიებში ეს სივრცე წმინდად ითვლება და უცხო თვალისგან ყოველთვის დაფარულია. შენობის ინტერიერი ბუნებრივი ქვებისგან, ტყავისგან და მუხის ხისგანაა შექმნილი.

ფოტოგრაფი:Richard Powers

შიდა ბაღების მნიშვნელობა კერძო სახლისთვის – eben-ის პროექტი ინდონეზიაში

როგორ ამოვიყვანოთ ლაქები ქვის ზედაპირიდან