პარიზის ძვირფას უბანში, სენასთან ახლოს, ოსმანური არქიტექტურის სახლში განთავსებული 140 კვადრატული მეტრი ფართის ეს ბინა რამდენიმე ათწლეული არ გარემონტებულა. ამიტომაც როცა „Heju Studio„ თანადამფუძნებლები ელენ პინო (Hélène Pinaud) და ჟულიენ შვარცმანი (Julien Schwartzmann) ახალგაზრდა ფრანგული ოჯახისთვის ამ ბინის გარდასახვას შეუდგნენ, მალე მიხვდნენ, რომ მათ გაცილებით მეტის გაკეთება მოუწევდათ, ვიდრე უბრალო კოსმეტიკური ცვლილებებია. „როცა ჩვენ ნგრევა დავიწყეთ, ბევრ სიურპრიზს წავაწყდით, მაგალითად, წყლის გაყვანილობა და საკანალიზაციო სისტემა, რომელიც არასოდეს შეცვლილა“ – იხსენებს პინო. „ამან დიდი დრო წაიღო“
შავი სამუშაოს დასრულების შემდგომ, „Heju Studio“-ის გუნდისთვის შემოქმედებითი (სახალისო) ნაწილი დაიწყო. „ჩვენ კლასიკური არქიტექტურის ორიგინალური ელემენტების გამოყოფა გვინდოდა, მაგალითად კარნიზი აღდგა, მარმარილოს ბუხარი გაპრიალდა, ხოლო პარკეტი მოიხვეწა და ლაქით დაიფარა, ამგვარად მისი ბუნებრივი ფერი შევინარჩუნეთ. ასევე დავამატეთ იაპონური მინიმალისტური სტილი, როგორც დამკვეთების აზიაში მოგზაურობის მოგონებების გამოძახილი“ – ამბობს შვარცმანი.
ელეგანტური ბინის „S“ ფორმის ლამაზი მოცულობები საწყის წერტილად გამოიყენეს და ნატიფი ატმოსფეროს ბრწყინვალე ფონად აქციეს. დიდი შემოსასვლელი – ეს სინათლით სავსე სასტუმრო ოთახის მოსაწვევია. სუფთა და უბრალო იერისთვის ოთახი თეთრ ფერში შეიღება.
მარჯვნივ განთავსებული ღია-რუხი ელფერისა და იაპონური ეტალონისთვის დამახასიათებელი ავეჯით გაწყობილი სამზარეულო მეტად ინტიმურია. „ჩვენ შეგვიყვარდა მომწვანო-ოქროს პრუსიული ღუმელი, რომელიც ხელშეუხებელი დავტოვეთ და სამზარეულოს ცენტრალური ადგილი დავუთმეთ – აღიარებს პინო.
სასტუმრო ოთახიდან შესაძლებელია მთავარ საძინებელში მოხვედრა, რომელიც ნამდვილი თავსაფარივითაა მოწყობილი.
სააბაზანოს იატაკზე გარეცხილი ბეტონია და ნიჟარის თავზე აგურის სტრუქტურაა, რომელიც მოხდენილად ერწყმის უკანა კედლის ხისა და შუშის ტიხარს, რაც ალვარ ალტოს (Alvar Aalto) ნამუშევარს მოგვაგონებს. ის გარედან შემოსულ ბუნებრივ ნათებას არბილებს.
შემოსასვლელიდან მარცხნივ მომრგვალებული კორიდორი ტუალეტისკენ, გოგონების ორი საძინებლისკენ და საბავშვო სააბაზანოსკენ მიგვიძღვება.
„მუხა – ამ ბინაში ჩვეულებრივი მოვლენაა“- ხსნის დუეტი. „ეს კეთილშობილური ხე უკვე არსებობდა „Point de Hongrie“-ის პარკეტზე. თუმცა, ჩვენ ოთახების მიხედვით მასთან განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდა: მთავარი საძინებელის კარადებზე და შუშის ტიხრებზე მისი ბუნებრივი ფერი შევინარჩუნეთ, გავამუქეთ სამზარეულოს ავეჯის დეტალებზე, სადარბაზოს კარადა ტყის სიმწვანით მოვხატეთ, შევქმენით ღია მწვანე წიგნის თაროები, რათა მოხდენილად შემოგვესაზღვრა სასტუმროს მარმარილოს ბუხარი და ორი შუშისა და ხის ტიხარი გამოგვეყო“
ნატურალური მასალებისა (მათ შორის ტერრაცო) და ფერების გამოყენებით, რომელიც ბუნებას მოგვაგონებს „Heju Studio“- მ სივრცეებისთვის დახვეწილი ელფერის მინიჭების გზით, ყველაფერში დასრულებულ სახეს მიაღწია. „ჩვენ ვოპერირებდით დაუმუშავებელი და დახვეწილი, რბილი და ტექსტურირებული მასალებით“ – ამბობს ინტერიერის დიზაინერი. „ამ რემონტის მიზანი მინიმალური და გამოხატული დეკორის შექმნა იყო, რომელიც მნახველში ყველა დადებით გრძნობას გააღვიძებდა“.
„Muuto“, „Bolia“, „Frama & Tradition“, „Hay“ და „Fritz Hansen“-ის ნაკეთობები შერწყმულია „Schneid“, „Lambert & Fils“, „Ferm Living“-ის განათებასთან, ასევე იაპონური სტილის უნიკალურ დეტალებთან, რომლებიც „Heju Studio“-მ შეიმუშავა. ესენია ავეჯის მრგალი სახელურები, ორი შუშის ტიხარი სასტუმრო ოთახში, რომლებიც ვასის (ტრადიციული იაპონური ქაღალდი) გასაშლელ პანელებს მოგვაგონებს. „ჩვენი სამუშაო ოსმანის ამ ტიპიურ ბინაში დახვეწილობას ინარჩუნებს“ – ასკვნის პინო. „ეს სუფთა და რბილი ატმოსფეროს შექმნის დროს რამდენიმე კლასიკური ელემენტის ხაზგასმაში გვეხმარება“