in ,

როგორ გავაფორმოთ კედლები ნახატებით – Homeis.ge გირჩევთ

IPS
IPS

სახლში საინტერესო გარემოს შექმნისთვის აუცილებელია კედლების გათვალისწინება და მათი ნახატებით გაფორმება, რაც ინტერიერს სრულიად განსხვავებულ იერს სძენს და სივრცეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ამას გარდა, ნამუშევრების დახმარებით სახლში სხვადასხვა ფერის შეტანაა შესაძლებელი, რაც საბოლოო ჯამში, ინტერიერის გადახალისებაში და ცარიელი კედლების გამრავალფეროვნებაში გვეხმარება. 

ნახატის შერჩევისას, პირველ რიგში, ვითვალისწინებთ მის ადგილს. აუცილებელია ვიცოდეთ თუ რომელი სივრცისთვის გვჭირდება კონკრეტული ნამუშევარი.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა სივრცეში განსხვავებული შინაარსის ნახატებია საჭირო. მაგალითად, საძინებელ სივრცეში ძირითადად აბსტრაქტული ნამუშევრების გამოყენება ხდება. ამ ტიპის შერეული ფერების მქონე ნახატები იდეალურ გარემოს ქმნის განტვირთვისა და დასვენებისთვის.

მინიმალისტური სტილის სახლის მისაღებ სივრცეში  საუკეთესო გამოსავალი არაგაბარიტული ნახატი ან ფოტოა. იმ შემთხვევაში, თუ არჩევანს დიდი ზომის ნახატზე შევაჩერებთ, უმჯობესია უპირატესობა მივანიჭოთ მკვეთრ ფერებს, რომლებიც სახლში აქცენტს შემოიტანს და მიიპყრობს ყურადღებას. ფოტოგრაფიის შემთხვევაში კი შავ-თეთრი ფოტო საუკეთესო გადაწყვეტილებაა. 

ფერები დიზაინის ყველა ასპექტში განმსაზღვრელ როლს თამაშობს. როდესაც კედელზე ნახატის ან სხვა ნამუშევრების დაკიდებას გადაწყვეტთ, გამოარჩიეთ მთავარი ფერი, რომელზეც ააწყობთ დანარჩენ ელემენტებს. 

საკმაოდ მიღებული მეთოდია ე.წ. “გალერეის კედლის” შექმნა, რომელიც  სახლს საინტერესოს გახდის და მას განსაკუთრებულ ხასიათს შესძენს. შეურიეთ ერთმანეთს სხვადასხვა ზომის ნამუშევრები, ჩარჩოები და სხვადასხვა დეტალები. ამ ტიპის ფართო გალერეის კედლით თქვენ დიდი სივრცის ილუზიის შექმნას შეძლებთ.

კედელი ყოველთვის უფრო საინტერესოდ და ლამაზად გამოიყურება, როდესაც მას აქვს შინაარსი, რომლის მიხედვითაც მისი დიზაინი აეწყო. შესაბამისად, ობიექტების მრავალფეროვნება თქვენს გარემოს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის და სათანადო ყურადღებას მიიქცევს. სწორედ ამიტომ, საკმაოდ კარგი იდეაა თემატური გალერეის შექმნა კედელზე.  შესაძლებელია ტექსტურების, მასალებისა და დეტალების შერევა იმისათვის, რომ თქვენი კედელი მაქსიმალურად ორიგინალური და უცხო გამოვიდეს. 

გალერეის შექმნა კედელზე იატაკიდან ჭერამდეც შესაძლებელია.  ეს მეთოდი განსაკუთრებით ლამაზი შერეული ნივთებით გამოდის. სხვადასხვა ნახატები და პოსტერები დაგეხმარებათ გალერეა საინტერესო გახდეს და ყოველ შეხედვაზე მასში სიახლე აღმოაჩინოთ. 

თაჯ-მაჰალი – არქიტექტურით უკვდავყოფილი სიყვარულის ისტორია

ანთრომორფული ავეჯი ავანგარდული ინტერიერისთვის