in

საძინებლის დიზაინის ტენდენციები ინტერიერის დიზაინერებისგან

საძინებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეა სახლში, რადგან იქ საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ, ამიტომ, აუცილებელია ოთახი გვიქმნიდეს სიმშვიდის და მყუდროების განცდას. მარტივმა დიზაინის გადაწყვეტილებამ შეიძლება ოთახი საგრძნობლად შეცვალოს. სილამაზესთან ერთად პრაქტიკულობაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

ჟურნალი ფორბსი გვიზიარებს 2020 წლის რამოდენიმე საინტერესო ტენდენციას ინტერიერის ცნობილი დიზაინერებისგან.

პრინტიანი საწოლის თავი

“ვფიქრობ, რომ წელს, რაც შეიძლება მხიარული პრინტები გამოვიყენო საწოლის თავის დიზაინისთვის, ფორმა კი სწორკუთხას ნაცვლად უფრო მომრგვალებულისკენ მიმყავს” ამბობს კარინ ბონი (House of Bohn).

“ყოველთვის მიყვარდა ინტერიერში პრინტების გამოყენება, მაგალითად კონტრასტული კედელი და საწოლის თავი. ვფიქრობ, რომ სიმარტივის ერა ინტერიერში დასრულდა და უფრო აქტუალურია ბევრი ფერისა და პრინტების შეხამება” ჯოის დაუნინგ ფიქენსი (JDP Interiors)

განსაკუთრებით კარგად იყენებს ამ ტენდენციას ავეჯის მაღაზია (The Inside), რომელიც ყიდის საწოლებს და საწოლის თავებს უამრავი პრინტითა და ფერით. აქვთ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე პატერნები.

კონტრასტული ტუმბოები

იყო დრო, როდესაც საწოლს, კარადასა და ტუმბოებს, როგორც კომპლექტს ისე ვყიდულობდით. ფიქენსი ამბობს, რომ ეს დრო დამთავრდა. “არაფერი არსებობს იმაზე ცუდი, ვიდრე ავეჯის კომპლექტი”, მისი აზრით, უმჯობესია თუ სხვადასხვა მასალის და ტექსტურის ავეჯს შევუხამებთ ერთმანეთს 

განათება

საწოლის გვერდზე განათება ძალიან მნიშვნელოვანია, ტრადციული სანათი დიზაინერ მელ ბინის (Mel Bean Interiors) აზრით სჯობს ალტერნატიული გადაწყვეტილებით ჩავანაცვლოთ, მაგალითად პედანტური განათებით ან შანდალის ფორმის სანათით, კარგი იქნება მისი კაპიტალურად კედელში ჩაყენებაც, რაც განსაკუთრებით კომფორტულია საწოლში წიგნის კითხვის დროს. ტრენდი, რომელიც ყველაზე მეტად არ მოსწონს, წერტილოვანი განათებაა საძინებელში.

ფერები

“მიხარია, რომ ფერების გამოყენება უფრო პოპულარული გახდა, უფრო ხშირად ვხედავთ ლურჯს, მწვანესა და ვარდისფერს საძინებლებში, მომწონს რომ ნეიტრალურ ფერებს უფრო ვშორდებით.” – ამბობს კარინ ბონი (House of Bohn). დიზაინერს ასევე მოსწონს მუქი ტონების უფრი აქტიურად გამოყენება, რომელიც კიდევ უფრო მყუდრო გარემოს ქმნის განსაკუთრებით ძილის და დასვენების დროს.

დასაჯდომი

ლიენ ბეიქერი გვთვაზობს საძინებელში დასაჯდომი სივრცის ცალკე განთავსებას. “ძალიან მიყვარს რბილი ავეჯი საძინებელში, ეს ალბათ ტრენდზე უფრო კლასიკური გადაწყვეტილებაა. ორი სკამი, ოტომანი და ყავა, საუკეთესო შეთავაზებაა საძინებლისათვის”

გამოსაყენებელი ნივთები

“ძალიან მოსახერხებელია ტუმბოზე განვათავსოთ სამკაულის დასადები საგანი, არსებობს მათი ბევრი საინტერესო დიზაინი და თან საკმაოდ პრაქტიკულია დაწოლის წინ მოხსნილი სამკაულის დასადებად” – ამბობს არიელ დევისი. ეს შეიძლება რაიმე ყუთის მაგვარიც იყოს, ასევე თეფში ან ძველი ფაიფურის ნაკეთობა.

ცვლილება

არ არსებობს ფორმულა ლამაზი საძინებლის დიზაინისთვის, არც ვადა როდის უნდა მორჩე მის მოწყობას. “როდესაც აწყობთ საძინებელს, ყოველთვის შეიტანეთ ცვლილება, გადაახალისეთ. ეს არ ნიშნავს ძველი ნივთის მოშორებას, რაღაცეების გადათამაშებით უკვე ახალ, სახეცვლილ განწყობას მიიღებთ” – ამბობს მელ ბინი. “ასევე არ შეგეშინდეთ ფერებისა და ტექსტურების შერევის, თუ ეს თქვენ გსიამოვნებთ.”

ყავის კაფე კანადაში

ოთახის ყველაზე გამძლე მცენარეები