in

“Bar Luce” – უეს ანდერსონის დიზაინით შექმნილი კაფე “პრადასთვის”

Banner M2
Banner M2

უნიკალური ფერთა პალიტრისადმი სიყვარულითა და თავდადებით განთქმული ამერიკელი რეჟისორის, უეს ანდერსონის (Wes Anderson) მიერ შექმნილი კაფე “პრადასთვის” ტიპური მილანური კაფეს ატმოსფეროთია გაჟღენთილი.

„ამ ბარის დიზაინზე მუშაობისას ჩემი ფილმებისგან რადიკალურად განსხვავებული მიდგომა მქონდა. შევეცადე, ისეთი ადგილი შემექმნა, სადაც ადამიანებს კვირაში ხუთჯერ მოუნდებოდათ მისვლა. ახალგაზრდობაში ძალიან მინდოდა არქიტექტორობა, ამიტომ ეს შანსი გამოვიყენე ჩემი ბავშვობის ოცნების ასასრულებლად“, – ამბობს ანდერსონი.

„ეს ისეთი სივრცეა, სადაც მომხმარებელს შეეძლება გემრიელი საჭმლის მირთმევა, დალევა, საუბარი, კითხვა და ა.შ. ვფიქრობ, ეს საუცხოო ადგილია ფილმის გადასაღებ სცენად გამოსაყენებლად, თუმცა იმდენად შთამაგონებელია, რომ კინოს სცენარზე მუშაობისთვისაც იდეალურ სივრცედ მივიჩნევ. მინდოდა, ისეთი ბარი დამეპროექტებინა, სადაც არასამუშაო საღამოებს სიამოვნებით გავატარებდი.“

კაფე-ბარი „Fondazione Prada”-ს, ლეგენდარული იტალიური მოდის სახლის შენობის შესასვლელში მდებარეობს. მისი ფერთა პალიტრა, ავეჯი, იატაკი და კედლის ხის პანელები იტალიური პოპკულტურისა და 1950-1960-იანი წლების ესთეტიკას ეხმაურება და იგივე დიზაინის გადაწყვეტილებების შედეგად შეიქმნა, რომელიც ანდერსონმა თავისი ფილმის, „Castello Cavalcanti“-ს გადასაღები მოედნის დაპროექტებისას გამოიყენა. თაღოვანი ჭერი და ბარის კედლების ზემოთა ნაწილის ორნამენტები მილანის სიმბოლური შენობის, ვიტორიო ემანუელის გალერეის მინიატურულ ვერსიას წარმოადგენს.

ფოტოგრაფი: Attilio Maranzano

დუპლექსი მთაზე – MWArchitekten-ის ეკომეგობრული პროექტი

ვილა “BE” იტალიაში